ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს. მწყემსის ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საგარეჯოდან არის, სამცხე-ჯავახეთში კი საზაფხულო საძოვრებზე იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.