სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბანი" ქალებს მოუწოდებს, "უსაფრთხოების გამო" დროებით სახლებში დარჩნენ
"თალიბანი" ქალებს მოუწოდებს, "უსაფრთხოების გამო" დროებით სახლებში დარჩნენ

თა­ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენლ­მა ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა ავ­ღა­ნელ ქა­ლებს მო­უ­წო­და არ და­ტო­ვონ სახ­ლე­ბი და დრო­ე­ბით არ წა­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ, რად­გან ეს მათ­თვის უსაფრ­თხო არ არის.

რო­გორც CNN - ი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ეს შე­ზღუდ­ვა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რად­გან ლი­დე­რებს ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა უჭირთ. ისი­ნი უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ თა­ლი­ბა­ნის რი­გი­თი წარ­მო­მად­გებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში არი­ან, ქა­ლებს პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ექ­ცე­ვი­ან და არა­ფერს ავ­ნე­ბენ.

“ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი ჯერ არ არი­ან გაწ­ვრთნი­ლე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებს ცუ­დად მო­ექ­ცნენ. არ გვინ­და, რომ გაჩ­ნდეს მა­გალ­თე­ბი, რომ ჩვე­ნი ძა­ლე­ბი ქა­ლებს ზი­ანს აყე­ნე­ბენ ,” - გან­მარ­ტა მუ­ჯა­ჰიდ­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "თა­ლი­ბა­ნის" მებ­რძო­ლე­ბი "მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბი­ან".

აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში, ავ­ღა­ნე­თი­დან და­სავ­ლე­თის ძი­რი­თა­დი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, "თა­ლი­ბან­მა" სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვა და­ი­წყო და 15 აგ­ვის­ტოს აიღო ქა­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა აშ­რაფ ღან­მა ქვე­ყა­ნა იმა­ვე დღეს და­ტო­ვა.

თა­ლი­ბე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი რჩე­ბა. მათი მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ქა­ლებს სა­ჯა­როდ სა­ხის გა­მო­ჩე­ნა და მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­შე გა­რეთ გას­ვლა, სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა და მუ­შა­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ.

17 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, "თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, რომ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

”ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ ის­ლა­მის ფარ­გლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და მან.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ვაი ამათ პატრონს

?
0

რათქმაუნდა,ცოტა ხანი სახლში უნდა დარჩნენ ასე 40- 50 წელი,მერე შეუძლიათ გამოვიდნენ ან გამოიტანენ.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"თალიბანი" ქალებს მოუწოდებს, "უსაფრთხოების გამო" დროებით სახლებში დარჩნენ

"თალიბანი" ქალებს მოუწოდებს, "უსაფრთხოების გამო" დროებით სახლებში დარჩნენ

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ავღანელ ქალებს მოუწოდა არ დატოვონ სახლები და დროებით არ წავიდნენ სამუშაოდ, რადგან ეს მათთვის უსაფრთხო არ არის.

როგორც CNN - ი დაჯგუფების წევრებზე დაყრდნობით წერს, ეს შეზღუდვა დროებითი ღონისძიებაა, რადგან ლიდერებს ჯგუფის წევრების გაკონტროლება უჭირთ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ თალიბანის რიგითი წარმომადგებლები, რომლებიც ქუჩაში არიან, ქალებს პატივისცემით მოექცევიან და არაფერს ავნებენ.

“ჩვენი მებრძოლები ჯერ არ არიან გაწვრთნილები და შეიძლება ქალებს ცუდად მოექცნენ. არ გვინდა, რომ გაჩნდეს მაგალთები, რომ ჩვენი ძალები ქალებს ზიანს აყენებენ ,” - განმარტა მუჯაჰიდმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ "თალიბანის" მებრძოლები "მუდმივად იცვლებიან".

აგვისტოს დასაწყისში, ავღანეთიდან დასავლეთის ძირითადი სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ, "თალიბანმა" სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო და 15 აგვისტოს აიღო ქაბული. პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა ქვეყანა იმავე დღეს დატოვა.

თალიბების მმართველობისას უმთავრეს პრობლემად ქალთა უფლებები რჩება. მათი მმართველობის პირობებში, ქალებს საჯაროდ სახის გამოჩენა და მამაკაცების გარეშე გარეთ გასვლა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა და მუშაობა ეკრძალებოდათ.

17 აგვისტოს გამართული პრესკონფერენციის დროს, "თალიბანის" წარმომადგენელმა თქვა, რომ ქალთა უფლებები ისლამური კანონის ფარგლებში დაცული იქნება.

”ქალები ძალიან აქტიური იქნებიან საზოგადოებაში, მაგრამ ისლამის ფარგლებში”, - განაცხადა მან.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა