მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული"
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1,5 ათა­სი წლის ტყვი­ის სარ­კო­ფა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ოჩამ­ჩი­რეს­თან ახ­ლოს, რუ­სულ-აფხა­ზურ­მა სა­ექ­სპე­დი­ციო ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტია, ტყვარ­ჩელ­სა და აჩან­და­რა­ში მუ­შა­ობს, ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქის, გი­ე­ნო­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი არ­ტე­ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­ნიშ­ნულ ქა­ლაქს, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მდი­ნა­რეს­თან ერ­თად, იხ­სე­ნი­ებს ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რი ფსევ­დო-სკი­ლაქს კა­რი­ან­დე­ლი (ძვ. წ. IV ს.).

ოჩამ­ჩი­რის მი­და­მო­ე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ აქ ჯერ კი­დევ ქა­ლა­ქის წარ­მოქ­მნამ­დე არ­სე­ბობ­და ად­გი­ლობ­რი­ვი დიდი და­სახ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო ხე­ლოს­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა. გი­ე­ნო­სის და­წი­ნა­უ­რე­ბა და სა­ქა­ლა­ქო ცენ­ტრად გა­დაქ­ცე­ვა ემ­თხვე­ვა ახ­ლან­დე­ლი ოჩამ­ჩი­რის მახ­ლობ­ლად, მდი­ნა­რე ჯი­კუ­მუ­რის შე­სარ­თავ­თან ბერ­ძენ­თა, კონ­კრე­ტუ­ლად, ათე­ნელ­თა სა­ვაჭ­რო სა­მო­სახ­ლოს და­არ­სე­ბას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გი­ე­ნოს­ში ბერ­ძენ­თა გვერ­დით ცხოვ­რობ­და მკვიდ­რი კოლ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა.

ად­რინ­დელ ან­ტი­კურ ხა­ნა­ში (ძვ. წ. V-IV სს.) გი­ე­ნოსს მჭიდ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­ბერ­ძნე­თის უმ­სხვი­ლეს ცენ­ტრებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ათენ­თან, რო­მელ­საც გემთმშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლას - ძვირ­ფას ხეს აწ­ვდი­და...

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Апсадгьыл-инфо-ს ცნო­ბით, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, არ­კა­დი ჯო­პუა, რო­მე­ლიც ექ­სპე­დი­ცი­ის აფხა­ზუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლია, აცხა­დებს, რომ "აღ­მო­ჩე­ნა უნი­კა­ლუ­რია, რად­გან ტყვი­ის სარ­კო­ფა­გი აფხა­ზეთ­ში მა­ნამ­დე არას­დროს უნა­ხავთ. მო­ნა­ცე­მე­ბის წი­ნას­წარ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ არ­ტე­ფაქ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.5 ათა­სი წლი­საა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ საფ­ლავ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი ან თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო დაკ­რძა­ლუ­ლი...."

არ­კა­დი ჯო­პუა

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი თით­ქმის ოცი წე­ლია სა­ექ­სპე­დი­ციო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ე­ბენ აჩან­და­რა­ში, აბ­გარ­კუ­ხა­ში, გუ­თა­უ­თა­სა და ტყვარ­ჩელ­ში. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯან­ტუ­ხის სა­საფ­ლაო. ახლა კი, მი­ად­გნენ ან­ტი­კურ ქა­ლაქ გი­ე­ნოსს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში, ბერ­ძნულ ქა­ლა­ქად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი...

"ეს სარ­კო­ფა­გი იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ნა­პოვ­ნი, სა­დაც 1980-იან წლებ­ში, ის­ტო­რი­კო­სი სერ­გეი შამ­ბა აწარ­მო­ებ­და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გა­თხრებს... ამ­ჯე­რად ჩვენ სიღ­რმე­ში ჩა­ვე­დით და სარ­კო­ფა­გი ვი­პო­ვეთ... ის უკვე ამო­ტა­ნი­ლია, სა­ი­მე­დო ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბა და უკვე და­წყე­ბუ­ლია მისი შეს­წავ­ლა. მუქი ნაც­რის­ფე­რია და ძა­ლი­ან მძი­მე. არ ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენს იწო­ნის, მაგ­რამ რვა მა­მა­კაც­მა ძლივს ას­წია. და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რი სიგ­რძის იქ­ნე­ბა. სა­ხუ­რა­ვი კა­პი­ტა­ლუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ისეა და­მაგ­რე­ბუ­ლი, ად­ვი­ლად არ იხ­სნე­ბა. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით რაც გა­ირ­კვა, შიგ­ნით მა­მა­კა­ცის ნეშ­ტია, თუმ­ცა, საკ­მა­ოდ კარ­გად არის შე­ნა­ხუ­ლი და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაც არ უნდა გაგ­ვი­ჭირ­დეს. სარ­კო­ფაგს არა­ვი­თა­რი წარ­წე­რა ან ნი­შა­ნი არ აქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის დიდ­გვა­როვ­ნებს ეკუთ­ვნო­და... ჭურ­ჭე­ლი აფხა­ზეთ­ში დამ­ზად­და თუ სხვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს, ამის დად­გე­ნა ძნე­ლია. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვას ვა­პი­რებთ. კარ­გად შეს­წავ­ლის შემ­დეგ, სარ­კო­ფაგს აფხა­ზე­თის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ვი­ტანთ", გა­ნა­ცხა­და არ­კა­დი ჯო­პუ­ამ.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2020 წელს, და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ საფ­რან­გეთ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლაქ ოტენ­თან ახ­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს ტყვი­ის სარ­კო­ფა­გი... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ აფხა­ზეთ­ში ნა­პოვ­ნი სარ­კო­ფა­გი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ფრან­გუ­ლის­გან, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, 1500 წლი­საა... მსოფ­ლი­ო­ში, მეც­ნი­ე­რებ­მა სულ 40 ტყვი­ის სარ­კო­ფა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ­გან რვა ოტენ­თან ახ­ლოს არის ნა­ნა­ხი, ახლა კი, ერთი აფხა­ზეთ­ში იპო­ვეს..." - წერს გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com.

აფხა­ზე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ეს პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ტე­ფაქ­ტი არ არის, რო­მე­ლიც რუ­სულ-აფხა­ზურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რე­გი­ონ­ში "შავი არ­ქე­ო­ლო­გია" ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია, ბევ­რი რა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ ვრცელ­დე­ბა.

"სა­დაც ჩვენს თვალ­წინ ცვლი­ან და არუ­სუ­ლე­ბენ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს,- მათ ჩა­მონ­გრე­ვას, ისევ ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­კარ­გვით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჯო­ბი­აო, რა გა­საკ­ვი­რია, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო... რა­ღაც ნივ­თე­ბის წა­ღე­ბა რა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს? ვინ­მე აკონ­ტრო­ლებს, რე­ვი­ზია ხდე­ბა თუ რა?" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მი­რან­და გუმ­ბა.

"ამ­დე­ნი სიმ­დიდ­რე აქვს აფხა­ზეთს, ის­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კუ­თხით, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ასე­თია, აქ მხო­ლოდ ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ლაშა დბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ55
0

ჯიკუმურ - მეგრულად ტყემლის კუნძს ნიშნავს - ჯიკ (კუნძი), უ'მური (ტყემალი) 

?
2

ეგ სარკოფაგი ნამდვილად რუსული ანუ სლავური წარმომავლობის იქნება.არ გჯერათ?მაშინ გადაეცით რუსებს გამოსაკვლევად და დარწმუნდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული"

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს - "მასში დიდგვაროვანი ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირია ჩასვენებული"

ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, 1,5 ათასი წლის ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. აფხაზური მედიის ცნობით, ოჩამჩირესთან ახლოს, რუსულ-აფხაზურმა საექსპედიციო ჯგუფმა, რომელიც 20 წელზე მეტია, ტყვარჩელსა და აჩანდარაში მუშაობს, ანტიკური ქალაქის, გიენოსის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი არტეფაქტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ქალაქს, ამავე სახელწოდების მდინარესთან ერთად, იხსენიებს ბერძენი ავტორი ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.).

ოჩამჩირის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქ ჯერ კიდევ ქალაქის წარმოქმნამდე არსებობდა ადგილობრივი დიდი დასახლება და განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. გიენოსის დაწინაურება და საქალაქო ცენტრად გადაქცევა ემთხვევა ახლანდელი ოჩამჩირის მახლობლად, მდინარე ჯიკუმურის შესართავთან ბერძენთა, კონკრეტულად, ათენელთა სავაჭრო სამოსახლოს დაარსებას (ძვ. წ. V ს. II ნახ.). გიენოსში ბერძენთა გვერდით ცხოვრობდა მკვიდრი კოლხური მოსახლეობა.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) გიენოსს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთის უმსხვილეს ცენტრებთან, განსაკუთრებით ათენთან, რომელსაც გემთმშენებლობისთვის საჭირო მასალას - ძვირფას ხეს აწვდიდა...

ადგილობრივი გამოცემა Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, არკადი ჯოპუა, რომელიც ექსპედიციის აფხაზური ჯგუფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ "აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ტყვიის სარკოფაგი აფხაზეთში მანამდე არასდროს უნახავთ. მონაცემების წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ არტეფაქტი, დაახლოებით, 1.5 ათასი წლისაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საფლავში სასულიერო პირი ან თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო დაკრძალული...."

არკადი ჯოპუა

მისივე თქმით, ისინი თითქმის ოცი წელია საექსპედიციო სამუშაოებს აწარმოებენ აჩანდარაში, აბგარკუხაში, გუთაუთასა და ტყვარჩელში. აღმოაჩინეს ჯანტუხის სასაფლაო. ახლა კი, მიადგნენ ანტიკურ ქალაქ გიენოსს, რომელიც ისტორიაში, ბერძნულ ქალაქად არის მოხსენიებული...

"ეს სარკოფაგი იმავე ტერიტორიაზეა ნაპოვნი, სადაც 1980-იან წლებში, ისტორიკოსი სერგეი შამბა აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს... ამჯერად ჩვენ სიღრმეში ჩავედით და სარკოფაგი ვიპოვეთ... ის უკვე ამოტანილია, საიმედო ადგილას იმყოფება და უკვე დაწყებულია მისი შესწავლა. მუქი ნაცრისფერია და ძალიან მძიმე. არ ვიცი, დაახლოებით რამდენს იწონის, მაგრამ რვა მამაკაცმა ძლივს ასწია. დაახლოებით ორი მეტრი სიგრძის იქნება. სახურავი კაპიტალურად არის გაკეთებული და ისეა დამაგრებული, ადვილად არ იხსნება. პირველადი დათვალიერებით რაც გაირკვა, შიგნით მამაკაცის ნეშტია, თუმცა, საკმაოდ კარგად არის შენახული და დამატებით ინფორმაციის მიღებაც არ უნდა გაგვიჭირდეს. სარკოფაგს არავითარი წარწერა ან ნიშანი არ აქვს. სავარაუდოდ, ის დიდგვაროვნებს ეკუთვნოდა... ჭურჭელი აფხაზეთში დამზადდა თუ სხვა ქვეყნიდან შემოიტანეს, ამის დადგენა ძნელია. დეტალების გასარკვევად, სპეციალისტების მოწვევას ვაპირებთ. კარგად შესწავლის შემდეგ, სარკოფაგს აფხაზეთის მუზეუმში გადავიტანთ", განაცხადა არკადი ჯოპუამ.

"საინტერესოა, რომ 2020 წელს, დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საფრანგეთში, ადგილობრივმა არქეოლოგებმა, თანამედროვე ქალაქ ოტენთან ახლოს აღმოაჩინეს ტყვიის სარკოფაგი... გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ აფხაზეთში ნაპოვნი სარკოფაგი არაფრით განსხვავდება ფრანგულისგან, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, 1500 წლისაა... მსოფლიოში, მეცნიერებმა სულ 40 ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს, მათგან რვა ოტენთან ახლოს არის ნანახი, ახლა კი, ერთი აფხაზეთში იპოვეს..." - წერს გამოცემა ekhokavkaza.com.

აფხაზები ეჭვობენ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი არტეფაქტი არ არის, რომელიც რუსულ-აფხაზურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში "შავი არქეოლოგია" ძალიან გააქტიურებულია, ბევრი რამის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება.

"სადაც ჩვენს თვალწინ ცვლიან და არუსულებენ ეკლესია-მონასტრებს და ჩვენი ხელისუფლება ამბობს,- მათ ჩამონგრევას, ისევ ავთენტურობის დაკარგვით რეაბილიტაცია ჯობიაო, რა გასაკვირია, არქეოლოგიური გათხრები კანონის გვერდის ავლით ჩატარებულიყო... რაღაც ნივთების წაღება რა პრობლემას წარმოადგენს? ვინმე აკონტროლებს, რევიზია ხდება თუ რა?" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მირანდა გუმბა.

"ამდენი სიმდიდრე აქვს აფხაზეთს, ისტორიული კულტურისა და ბუნებრივი რესურსების კუთხით, მაგრამ რეალობა ასეთია, აქ მხოლოდ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოყვარულები ჩამოდიან..." - წერს სოხუმელი ლაშა დბარი.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"