ავტორი:

"ამირან ბაბუა მოკლა 2 შვილის დედამ... სასადილოდან მოჰქონდა საკვები, სხვებს უნაწილებდა და მაინც მოკლეს" - რას წერს რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ადგილობრივი?

"ამირან ბაბუა მოკლა 2 შვილის დედამ... სასადილოდან მოჰქონდა საკვები, სხვებს უნაწილებდა და მაინც მოკლეს" - რას წერს რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ადგილობრივი?

საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში. გუშინ 24 წლის გოგომ 80 წლამდე მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ახალგაზრდა ქალი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე- რუსთავში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც რუსთავში მცხოვრები ანანო ზოიძე "ფეისბუქზე" წერს, მოკლული მოხუცი სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა პენსიას აგროვებდა და ზოიძე ვარაუდობს, რომ მკვლელობა ქურდობის მოტივით მოხდა.

"გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.

2018 წელს გავიცანი, სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითიც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას! და ის მოკლეს.

23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1 თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა ან თავზე წამოადგა ბაბუა", - წერს ზოიძე.