სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება? - რჩევები მათთვის, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ უკავშირდება
როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება? - რჩევები მათთვის, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ უკავშირდება

ექი­მი თა­მუ­ნა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ვი­საც ოჯა­ხის ექი­მი ვერ უკავ­შირ­დე­ბა, რჩე­ვებს აძ­ლევს.

"ბლო­გერ-ექი­მად გა­დაქ­ცე­ვის არც სურ­ვი­ლი და არც დრო მაქვს, უბ­რა­ლოდ იმ­დენ ტყუ­ილ-მარ­თალს ვა­წყდე­ბი სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, რამ­დე­ნი­მე უწყი­ნა­რი რჩე­ვა მინ­და დავ­წე­რო მათ­თვის, ვინც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ვი­საც ოჯა­ხის ექი­მი ვერ (და არა არ) უკავ­შირ­დე­ბა:

1. ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის მე-2, მე-3, მე-4 დღეს არ ჩა­ი­ტა­როთ არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი (ვგუ­ლის­ხმობ სის­ხლი, CRP, დე-დი­მე­რი) - უბ­რა­ლოდ არ გა­მოჩ­ნდე­ბა არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ასე­თი მოკ­ლე დრო­ის ინ­ტერ­ვალ­ში.

2. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია სა­ჭი­როა მხო­ლოდ მა­შინ, თუ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა. აქაც პირ­ვე­ლი 7 დღე აზრი არ აქვს გა­კე­თე­ბას და ავ­ხსნი რა­ტო­მაც: კა­ტეს­თვის აღ­საქ­მე­ლი ცვლი­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 7 დღეა სა­ჭი­რო და მე-2 დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი დას­კვნით თუ გე­ტყვი­ან, რომ 2-ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბაა 24-დან, ტყუ­ი­ლად გა­გი­ხარ­დე­ბათ. ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა. და­ხარ­ჯავთ დროს, ფულს და ზედ­მე­ტად დას­ხივ­დე­ბით.

3. არ მი­ი­ღოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი თვით­ნე­ბუ­რად და მე­ზობ­ლის რჩე­ვით! ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ებ­რძვის ბაქ­ტე­რი­ას და კო­ვიდს იწ­ვევს ვირუ­სი. კი, ჩვენც ვნიშ­ნავთ ხოლ­მე ან­ტი­ბი­ო­ტიკს, მაგ­რამ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ვირუსს ბაქ­ტე­რია ერ­თვის თან და "თან­დარ­თვის" შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ექიმს შე­უძ­ლია ანა­ლი­ზე­ბის მი­ხედ­ვით. აქვე და­ვა­მა­ტებ, 39 სი­ცხე არ ნიშ­ნავს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის სა­ჭი­რო­ე­ბას.

4. 38-38.5-ზე შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ პა­რა­ცე­ტა­მო­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა (იბუპრო­ფე­ნი და ა.შ.). ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კარ­გად მუ­შა­ობს. თუ ცხე­ლე­ბა არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, და­უ­რე­კეთ ექიმს. უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბით იბუპრო­ფე­ნე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს კუ­ჭის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. და­ვი­ჭი­როთ ბა­ლან­სი.

5. მადა თუ არ გაქვთ, თავს არ და­ა­ძა­ლოთ. მთა­ვა­რია, მი­ი­ღოთ სი­თხე­ე­ბი, მაქს. 2 ლიტ­რი და სა­სურ­ვე­ლია მო­ე­რი­დოთ გა­ზი­ანს.

6. მუდ­მი­ვი წოლა კარ­გი არ არის, მაგ­რამ ენერ­გია თუ არ გაქვთ, ნუ აი­ძუ­ლებთ თავს, ზედ­მე­ტად და­იტ­ვირ­თოთ ფი­ზი­კუ­რად.

7. და ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი: რო­გორ არ გა­მოგ­ვე­პა­როს ფილ­ტვის და­ზი­ა­ნე­ბა - სა­უბ­რი­სას ქო­ში­ნი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბა მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სა­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშნვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ხვე­ლე­ბა! ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, იკონ­ტრო­ლეთ სა­ტუ­რა­ცია, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბი­სას და­წე­ქით და იწე­ქით მუ­ცელ­ზე, რად­გან ასე უკეთ ვენ­ტი­ლირ­დე­ბა ფილ­ტვი. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის შიში, რთუ­ლია ებ­რძო­დე იმას, ვი­საც არ იც­ნობ და არც იმის შე­ფა­სე­ბაა მარ­ტი­ვი, რა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო და რა არა.

არ შე­გე­შინ­დეთ 2-დღი­ა­ნი სი­ცხის, თა­ვის ტკი­ვი­ლის და ხვე­ლე­ბის - ეს არ არის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა არ გა­მო­გე­პა­როთ სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი - მათი არ­სე­ბო­ბი­საც არც შე­გე­შინ­დეთ, თუმ­ცა დრო­უ­ლად მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა", - წერს თა­მუ­ნა გვა­სა­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა ჯიჯავა.
0

ორშაბათს წავიყვანე პაციენტი ქონდა ყველა სიმპტომი+კონტაქტი.არ დაუდასტურდა,მითხრეს მოიყვანე 4დღის მერეო,მივედი პარასკევს არ დაუდასტურდა,გაუკეთე პისიარი და შაბათს მომდის პასუხი დადებით.ახლა შაბათიდან შვიდი დღე რო დავთვალოთ 6+7და გამოვიდა 12დღე.ახლა თქვენ გეკითხებით 12დღე ფილტვის დაზიანება რას გამოიწვევს??ამ სიაფანტი ტესტების იმედად დაწყდება ხალხი.მიტო გვაქ გართულებები და გადაჭედილი კლინიკები.8პაცისნტი მყავდა კოვიდ ინფიცირებული და რვიდან 6 პაციენტთან არასწორი გამოვიდა.პროტოკოლი შეცვალოს ჯანდაცვამ,ტესტებშიც და მკურნალობაშიც და ნახავთ რამდენად ნაკლები ინფიცირება გექნებათ.

fff
4

რო დაგიჩემებიათ დადასტურებიდა 7 დღის შემდეგ ჯატეო, იქნებადა დადასტურებამდეც ჰქონდა და 7 დღის ლოდინი შეიძლება 9-10 დღე გამოვიდეს და ძაან დაზიანდეს ფილტვები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება? - რჩევები მათთვის, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ უკავშირდება

როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება? - რჩევები მათთვის, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ უკავშირდება

ექიმი თამუნა გვასალია სოციალურ ქსელში მათ, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ უკავშირდება, რჩევებს აძლევს.

"ბლოგერ-ექიმად გადაქცევის არც სურვილი და არც დრო მაქვს, უბრალოდ იმდენ ტყუილ-მართალს ვაწყდები სოციალურ სივრცეში, რამდენიმე უწყინარი რჩევა მინდა დავწერო მათთვის, ვინც კოვიდინფიცირებულია და ვისაც ოჯახის ექიმი ვერ (და არა არ) უკავშირდება:

1. ვირუსის დადასტურების მე-2, მე-3, მე-4 დღეს არ ჩაიტაროთ არანაირი ანალიზი (ვგულისხმობ სისხლი, CRP, დე-დიმერი) - უბრალოდ არ გამოჩნდება არაფერი მნიშვნელოვანი ასეთი მოკლე დროის ინტერვალში.

2. კომპიუტერული ტომოგრაფია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ სუნთქვის უკმარისობაა. აქაც პირველი 7 დღე აზრი არ აქვს გაკეთებას და ავხსნი რატომაც: კატესთვის აღსაქმელი ცვლილების ჩამოსაყალიბებლად დაახლოებით 7 დღეა საჭირო და მე-2 დღეს გადაღებული დასკვნით თუ გეტყვიან, რომ 2-ქულიანი დაზიანებაა 24-დან, ტყუილად გაგიხარდებათ. ობიექტური შეფასება არ იქნება. დახარჯავთ დროს, ფულს და ზედმეტად დასხივდებით.

3. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად და მეზობლის რჩევით! ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და კოვიდს იწვევს ვირუსი. კი, ჩვენც ვნიშნავთ ხოლმე ანტიბიოტიკს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვირუსს ბაქტერია ერთვის თან და "თანდართვის" შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია ანალიზების მიხედვით. აქვე დავამატებ, 39 სიცხე არ ნიშნავს ანტიბიოტიკის საჭიროებას.

4. 38-38.5-ზე შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი ან ნებისმიერი სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (იბუპროფენი და ა.შ.). ეს მედიკამენტები კარგად მუშაობს. თუ ცხელება არ დაექვემდებარა, დაურეკეთ ექიმს. უზომო რაოდენობით იბუპროფენების მიღება აუცილებლად გამოიწვევს კუჭის გაღიზიანებას. დავიჭიროთ ბალანსი.

5. მადა თუ არ გაქვთ, თავს არ დააძალოთ. მთავარია, მიიღოთ სითხეები, მაქს. 2 ლიტრი და სასურველია მოერიდოთ გაზიანს.

6. მუდმივი წოლა კარგი არ არის, მაგრამ ენერგია თუ არ გაქვთ, ნუ აიძულებთ თავს, ზედმეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად.

7. და ახლა ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი: როგორ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება - საუბრისას ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც გაცილებით მნიშნვნელოვანია, ვიდრე ხველება! ვისაც საშუალება გაქვთ, იკონტროლეთ სატურაცია, სუნთქვის გაძნელებისას დაწექით და იწექით მუცელზე, რადგან ასე უკეთ ვენტილირდება ფილტვი. ძალიან კარგად მესმის ინფიცირებულების შიში, რთულია ებრძოდე იმას, ვისაც არ იცნობ და არც იმის შეფასებაა მარტივი, რა არის საყურადღებო და რა არა.

არ შეგეშინდეთ 2-დღიანი სიცხის, თავის ტკივილის და ხველების - ეს არ არის საავადმყოფოში დაწოლის ჩვენება, თუმცა არ გამოგეპაროთ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები - მათი არსებობისაც არც შეგეშინდეთ, თუმცა დროულად მიაქციეთ ყურადღება", - წერს თამუნა გვასალია.

იხილეთ ვიდეო