ავტორი:

"ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა! მაგრამ..." - რა ინფორმაციას ასაჯაროებს გიორგი გასვიანი?

"ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა! მაგრამ..." - რა ინფორმაციას ასაჯაროებს გიორგი გასვიანი?

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საყურადღებო ამბავს ავრცელებს.

"ფაიზერი მაგარია! ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა! მაგრამ, რადგან "ფაიზერით" ვიყავი ორჯერ სრულად ვაქცინირებული, გაამართლა იმუნიზაციამ და იზოლაციის პერიოდში და შემდგომშიც ტესტების პასუხი სამჯერვე უარყოფითია! ვაქვეყნებ დამადასტურებელ ფოტოებს კვლევისას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით: ვაქცინა იცავს კოვიდვირუსისგან! არავის არაფრისკენ აღარ მოვუწოდებ! მხოლოდ ფაქტს ვასაჯაროვებ, რომ ვისაც ეჭვი ეპარება, თამამად შეხედოს ამ საკითხს!

გისურვებთ ჯანმრთელობას და გმადლობთ ყურადღებისთვის!" - წერს ის.