სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება
დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

დუ­ის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი პან­კის­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, მის­თვის პო­ლი­ტი­კო­სო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო არ არის და ეს მისი 4 წლი­ა­ნი ბრძო­ლის ნა­წი­ლია.

„ჩემი მი­ზა­ნი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, მა­ჟო­რი­ტა­რი ვიქ­ნე­ბი თუ სად ვიქ­ნე­ბი, ჩემი მი­ზა­ნია წა­ვი­დეს მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა და მო­ვი­დეს ხალ­ხის­თვის ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბა. მე წინა პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის, სი­მარ­თლე გი­თხრათ ეს არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე პირ­თან მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვი­და, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნა­ხე, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო და გა­დავ­წყვი­ტე თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს ჩემი ბრძო­ლის ნა­წი­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ი­დან ვიყ­რი კენ­ჭს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ყვე­ლას ბრძო­ლა­ში ვარ, ვინც ჩემ­თან ერ­თად იბ­რძვის. მე ამას არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბას და­ვარ­ქმევ­დი, არც პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ეს 4-წლი­ა­ნი ბრძლის ნა­წი­ლია, არც პო­ლი­ტი­კა მა­ინ­ტე­რე­სებს, არც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა. ჩემი მი­ზა­ნი ერ­თია - და­მარ­ცხდეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ის კარ­გად იც­ნობს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრობ­ლე­მებს და მათი მოგ­ვა­რე­ბის­თვის იზ­რუ­ნებს.

„ხე­ო­ბა­ში რა პრობ­ლე­მე­ბია და რო­გორ არის მთე­ლი ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მის მიერ დათ­რე­უ­ლი ხე­ო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიცი. უნდა ვიზ­რუ­ნო, რა თქმა უნდა, რთუ­ლი მხა­რეა, მაგ­რამ სა­დაც მე ვიქ­ნე­ბი, იქ გა­მო­რი­ცხუ­ლია გა­რი­გე­ბა, კო­რუფ­ცია, უსა­მარ­თლო­ბა. მე არც სიმ­დიდ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ, ეს არ მჭრი­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
2

ესეც რომ თავს გამოყოფს.

Dodo
4

მაგარი კაცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მისთვის პოლიტიკოსობა საინტერესო არ არის და ეს მისი 4 წლიანი ბრძოლის ნაწილია.

„ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარაკება, რომ ვინმე ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნახე, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო და გადავწყვიტე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს საიდან ვიყრი კენჭს, გაერთიანებული ოპოზიცია თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ბრძოლაში ვარ, ვინც ჩემთან ერთად იბრძვის. მე ამას არც პოლიტიკოსობას დავარქმევდი, არც პოლიტიკაში წასვლას, ეს 4-წლიანი ბრძლის ნაწილია, არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში ყოფნა. ჩემი მიზანი ერთია - დამარცხდეს „ქართული ოცნება“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარებისთვის იზრუნებს.

„ხეობაში რა პრობლემებია და როგორ არის მთელი ძალოვანი სისტემის მიერ დათრეული ხეობა და მოსახლეობა, ეს ყველაზე კარგად ვიცი. უნდა ვიზრუნო, რა თქმა უნდა, რთული მხარეა, მაგრამ სადაც მე ვიქნები, იქ გამორიცხულია გარიგება, კორუფცია, უსამართლობა. მე არც სიმდიდრის მაძიებელი ვარ, ეს არ მჭრიდება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.