მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც
ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, რბი­ლად რომ ვთქვათ, კუს ნა­ბი­ჯე­ბით მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში 4 სა­ხის ვაქ­ცი­ნაა და მო­ქა­ლა­ქე­ებს ფარ­თო არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ისი­ნი აც­რას არ ჩქა­რო­ბენ. მე­ო­რეს მხრივ, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ტრა­გი­კუ­ლად მა­ღა­ლია. დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი 5000 - ზე მე­ტია.

ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი ვაქ­ცი­ნას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. ზო­გის­თვის შექ­მნის ვა­დე­ბი არის საკ­მა­ოდ მცი­რე, ზოგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხსნარ­ში თხე­ვა­დი ჩი­პია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ვი­ღაც, ამე­რი­კა­ში შე­პყრო­ბი­ლია მათი მო­ნა­ცე­მე­ბის კონ­ტრო­ლით, ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ვაქ­ცი­ნა მემ­კვიდ­რე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლის, ხოლო უკი­დუ­რეს ნა­წილს დღემ­დე სა­ერ­თოდ არ სჯე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ინ­ფექ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლოა ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეც კია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად წე­ლავს ამ პრო­ცესს და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს, ვა­ი­თუ მათი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რი ახ­დეს და ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს?!

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ მოგ­ვეკვლია, რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თე­ბი იყო სხვა­დას­ხვა ეპი­დე­მი­ის დროს, რამ­დე­ნად წინ წა­ვი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ირ­წმუ­ნა მეც­ნი­ე­რე­ბის ან რამ­დე­ნად გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდა ჩვე­ნი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ფან­ტა­ზი­ე­ბი გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­თან შე­და­რე­ბით?

მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში, როცა შავი ჭირი ევ­რო­პა­ში მძვინ­ვა­რებ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე თან მიჰ­ქონ­და, თით­ქოს ხსნა არ­სა­ი­დან ჩან­და. ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერ­თს ევედ­რე­ბოდ­ნენ, რომ ეს მარ­თლა ჭირი არ შეხ­ვედ­რო­დათ და რო­გორ­მე მათი ორ­გა­ნიზ­მი და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ მდგრა­დი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

1796 წელს ექიმ­მა ედ­ვარდ ჯე­ნერ­მა ძრო­ხის ჭი­რით ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ი­წყო. ძრო­ხის ჭირი შავი ჭი­რის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა იყო, ჯე­ნე­რი კი მცი­რე დო­ზებს უკე­თებ­და ადა­მი­ა­ნებს, რი­თაც მათ იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებ­და და შავი ჭი­რის მი­მართ ნამ­დვი­ლად მდგრადს ხდი­და. მან ექ­სპე­რი­მენ­ტი ბავ­შვებ­ში გა­აგ­რძე­ლა და შე­დე­გის ეფექ­ტში იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თა­ვის 11 თვის ვა­ჟიშ­ვილ­საც გა­უ­კე­თა აცრა. ასე წარ­მო­იქ­მნა სი­ტყვა "ვაქ­ცი­ნა­ცია“, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლის ფუ­ძე­საც წარ­მო­ად­გენს ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვა “vacca”, რაც ძრო­ხას ნიშ­ნავს.

რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­ი­გეს, ისი­ნი აღ­შფოთ­დნენ.

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­ში ძრო­ხის ნა­წი­ლა­კე­ბი შე­იყ­ვა­ნო, ეს ადა­მი­ანს "ხა­რის­მაგ­ვა­რად“ გა­და­აქ­ცევს", - ამ­ბობ­დნენ ისი­ნი.

უს­წრა­ფე­სად გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ეზ­რდე­ბო­დათ კუდი, ხოლო თავ­ზე რქე­ბი ამო­უ­ვი­დო­დათ, შეც­ვლი­ლი გე­ნე­ბი კი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მო­და.

მოკ­ლე ხან­ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად აშ­კა­რა გახ­და, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ნა­ხი­რად არ გა­და­იქ­ცა, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობ­დნენ იმ სხვა­ო­ბით, რომ კი­დევ უფრო ჯან­მრთე­ლე­ბი და ვირუ­სი­სად­მი მდგრა­დე­ბი გახ­დნენ.

კონ­სერ­ვა­ტუ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი შე­იკ­რი­ბა და გა­ნა­ცხა­დეს, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლდა, ვაქ­ცი­ნა­ცია მა­ინც და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ის ღვთის ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბაო...

1853 წელს ბრი­ტა­ნეთ­ში შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. 1885 წელს კი, უზარ­მა­ზა­რი აქ­ცია მო­ე­წყო. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, პერ­ფორ­მან­სი მო­ა­წყო: ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს ხის პა­ტა­რა კუ­ბო­ე­ბი ხელ­ში ეკა­ვათ, კუ­ბო­ზე კი ედ­ვარდ ჯე­ნე­რის სუ­რა­თე­ბი ჰქონ­დათ მიკ­რუ­ლი. ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი ვი­ლი­ამ ტები ამე­რი­კა­შიც გა­აგ­ზავ­ნეს, რათა მათი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბი იქაც აქ­ტი­უ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ი­ზღუ­და, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა მკვეთ­რად იმა­ტა და და­ა­ვა­დე­ბის აფეთ­ქე­ბის რამ­დე­ნი­მე კერა გაჩ­ნდა, რო­გორც ბრი­ტა­ნეთ­ში, ასე­ვე აშშ-ში.

თუ თქვენ ფიქ­რობთ, რომ მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ტონი ან ტაქ­ტი­კა შე­იც­ვა­ლა, ცდე­ბით.

შემ­დე­გი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ისე­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტე­ტა­ნუ­სი, დიფ­ტე­რია და ყი­ვა­ნახ­ვე­ლა. ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი კი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახალ­შო­ბი­ლე­ბი. ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ დე­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა შექ­მნი­და ან­ტი­ვაქ­სე­რულ თე­ო­რი­ებს. "სა­ი­დუმ­ლოდ გა­ვი­გე, რომ აცრა ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტს ასუს­ტებს“ - ამ­ბობ­დნენ მშობ­ლე­ბი და ექი­მე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად უხ­სნიდ­ნენ, რომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს ტე­ტა­ნუ­სის, დიფ­ტე­რი­ი­სა და ყი­ვა­ნახ­ვე­ლას თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი არ გა­აჩ­ნია, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას არც გა­მო­ი­გო­ნებ­დნენ.

"მე მა­ინც, მირ­ჩევ­ნია 1 წლამ­დე მო­ვი­ცა­დო, შევ­ხე­დო რა მოხ­დე­ბა“, - აგ­რძე­ლებ­დნენ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი. "რაღა ერთ წლამ­დე, ბა­რემ 5-მდე მო­ი­ცა­დეთ“, - ამ­ბობ­დნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, არა­და, ექი­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ აეხ­სნათ, რომ: "ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი სწო­რედ 1-დან 5 წლამ­დეა".

1974 წელს "ბავ­შვთა და­ა­ვა­დე­ბის არ­ქივ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ტე­ტა­ნუ­სის, დიფ­ტე­რი­ი­სა და ყი­ვა­ნახ­ვე­ლას აც­რის შემ­დეგ, პირ­ველ 24 სა­ათ­ში 36 ბავ­შვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის­თვის ეს კვლე­ვა ნამ­დვი­ლი ზე­ი­მი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რა­ზე უარი თქვა. მა­ლე­ვე კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლამ 100 000 ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­მოჩ­ნდა, რომ კვლე­ვის ავ­ტო­რებს ის 36 ბავ­შვი პირ­ვე­ლი 24 სა­ა­თის შემ­დეგ არა რამ­დე­ნი­მე წლის, არა­მედ, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც კი აღარ შე­უ­მოწ­მე­ბი­ათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სად­მი და­ცუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. არ­ქივ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა კი ეჭ­ვის ქვეშ დად­გა. ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი და­მარ­ცხდნენ, თა­ნაც ორ­ჯერ.

1998 წელს ვაქ­ცი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი ში­შე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ი­ზარ­და და ამ­ჯე­რა­დაც კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი წრის გარ­და, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იზი­ა­რებ­დნენ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ყვე­ლა­ფე­რი კი ერთი კვლე­ვის ბრა­ლი იყო, რომ­ლის შე­დე­გე­ბი დიდი ხა­ნია უარ­ყო­ფი­ლია.

ენ­დრიუ ვე­ი­კ­ფილდმა სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ The Lancet-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნაშ­რო­მი, სა­დაც ეწე­რა, - წი­თე­ლა-წი­თუ­რა-ყბა­ყუ­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ, რო­მე­ლიც ბავ­შვს პირ­ვე­ლად 18 თვის, ხოლო მე­ო­რედ 4 წლის ასაკ­ში უკე­თე­ბენ, შე­საძ­ლოა აუ­ტიზ­მი გა­მო­იწ­ვი­ო­სო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვლე­ვა მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა, მის­მა მომ­ხრე­ებ­მა აიკ­ვი­ა­ტეს და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბომ­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ავ­რცე­ლეს. 20 წლის შემ­დე­გაც კი ადა­მი­ა­ნებს ვე­ი­კ­ფილ­დის მცდა­რი კვლე­ვის სჯე­რათ. დიდ­წი­ლად სწო­რედ ენ­დრი­უს ბრა­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის სჯე­რათ.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით (BCG) აც­რის შემ­დგომ მკლავ­ზე და­ტო­ვე­ბულ კვალს, სა­უ­კუ­ნის წინ, სწო­რედ ასე­ვე ეძახ­დნენ "ეშ­მა­კის ბე­ჭედს", რო­გორც ახლა ზო­გი­ერ­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს მო­იხ­სე­ნი­ებს.

2010-იან წლებ­ში პა­კის­ტან­ში სულ ორი რა­მის ეში­ნო­დათ: ამე­რი­კუ­ლი გავ­ლე­ნის გაზ­რდი­სა და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფექ­ცი­ის მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ქა­ლაქ აბო­ტა­ბად­ში აც­რებს დოქ­ტო­რი შა­კილ აფ­რი­დი ატა­რებ­და. იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA)-ს გეგ­მაც იყო. სა­დაზ­ვერ­ვოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში უსა­მა ბინ ლა­დე­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. პა­კის­ტა­ნუ­რი მხა­რე ამ­ტკი­ცებს, რომ აფ­რი­დი CIA-ს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და.

დოქ­ტო­რი სა­ხელ­მწი­ფომ მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხა და 33 წლით ცი­ხე­ში ჩას­ვა. თა­ლი­ბებ­მა კი ეს შემ­თხვე­ვა ვაქ­ცი­ნის ან­ტიპ­რო­პა­გან­დის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, ჯან­დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჯა­შუ­შო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და მე­ო­რე დღეს 70 მე­დი­კო­სი დახ­ვრი­ტეს. მე­ტიც, მათი ექი­მე­ბის დევ­ნა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

სი­ტუ­ა­ცია პა­კის­ტან­ში რა­დი­კა­ლუ­რად გა­უ­ა­რეს­და, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის რე­კორ­დუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა მხო­ლოდ 2021 წელს მო­ხერ­ხდა.

პა­კის­ტან­ში ეპი­და­ფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა - ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ულტრა-რე­ლი­გი­ურ და პო­პუ­ლის­ტურ ჯგუ­ფებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უზარ­მა­ზა­რი და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი კამ­პა­ნი­ის მო­წყო­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ჩვენ დრო­ში კი ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბის ნა­კა­დის შე­ჩე­რე­ბა ურ­თუ­ლე­სია. სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა და მე­სენ­ჯე­რებ­მა მათ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ას­თან პირ­და­პი­რი, უშუ­ა­ლო წვდო­მა მის­ცა.

პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნი­დან 200 წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და. კა­ცობ­რი­ო­ბა კო­ვიდ-19-ის სა­ხით მო­რიგ პან­დე­მი­ას ებ­რძვის. დღე­ვან­დე­ლი ედ­ვარდ ჯე­ნე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის, ისე­ვე როგ­როც მა­რა­ვა­ლი წლის წინ, ახ­ლაც არა ხსნად, არა­მედ მტრად ცხად­დე­ბი­ან.

არის კი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის საკ­მაო დრო? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ 200 წლის წინ ადა­მი­ანს ეგო­ნა, რომ ვაქ­ცი­ნა მას კუდ­სა და რქებს "გა­მო­უყ­ვან­და“ და ცხო­ვე­ლი გახ­დე­ბო­და, ხოლო დღეს კი ჰგო­ნი­ათ, რომ ისი­ნი "იჩი­პე­ბი­ან“ და ბილ გე­ით­სი (პი­რო­ბი­თად) მათ გა­კონ­ტრო­ლე­ბას შეძ­ლებს.

ამ ის­ტო­რი­ა­ში ტრა­გი­კუ­ლი მხო­ლოდ ის კი არაა, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვის­წავ­ლეთ, რომ ვაქ­ცი­ნა ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბი­სა, არა­მედ ისიც არის, რომ ჩვენს დრო­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად კრემ­ლი­დან, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტრის მიერ იმარ­თე­ბა. ეს ფაქ­ტი "ფე­ის­ბუქ­მა“ შე­სა­ბა­მი­სი ტრო­ლე­ბი­სა და ბო­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვით და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა ამა­საც კი ქარ­თვე­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის იდე­ებ­ზე გავ­ლე­ნა არ ჰქო­ნია. მათ ნა­წილს კვლავ სჯე­რა, რომ ვაქ­ცი­ნა არ გვი­ცავს, ხოლო მთლად უკი­დუ­რე­სი ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ არა­ნა­ი­რი კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს. და თა­ნაც, რის ფონ­ზე? გა­და­ჭე­დი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სა­მე­დი­ცო­ნო პერ­სო­ნა­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვარ­ზე მუ­შა­ო­ბის, და­სუს­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და უდი­დე­სი კო­ლა­ფი­სის მო­ლო­დინ­ში.

ახლა, როცა პე­რანგს შე­ის­წო­რებთ, სა­კუ­თა­რი თა­ვით სარ­კე­ში დატ­კე­ბე­ბით და უზარ­მა­ზარ ქორ­წილ­ში სუფ­რას მი­უს­ხდე­ბით, უნდა ფიქ­რობ­დეთ, რომ სა­დღაც, ვი­ღაც თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ბოლო ძა­ლე­ბით ცდი­ლობს ისუნ­თქოს და ფილ­ტვე­ბი სა­მუ­და­მოდ არ გა­ე­თი­შოს. მისი შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი კი ყვე­ლა ღო­ნეს იყე­ნე­ბენ, რომ იქ­ნებ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მა­ინც მო­ახ­ვედ­რონ. თქვენ კი, და­ახ­ლო­ე­ბით იქ ხართ, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ბის წინ იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, კუ­ბო­ე­ბი­თა და ედ­ვარდ ჯე­ნე­რის სუ­რა­თე­ბით...

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
1

200 წლის წინაც პუწინი იყო?!

Erekle
2

საქართველოში როგორც მაქვს ინფორმაცია თავდაპირველად აიცრა ერეკლე მეორე , იგივე პატარა კახი , დღეს რომ ჩვენ იმ დროში ვყოფილიყავით საერთოდ ვინ აიცრებოდა ? ისმის კითხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც

ანტივაქსერული მითები დღეს და 200 წლის წინ - იპოვე მცირე განსხვავება მაინც

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, კუს ნაბიჯებით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 4 სახის ვაქცინაა და მოქალაქეებს ფართო არჩევნის საშუალება აქვთ, ისინი აცრას არ ჩქარობენ. მეორეს მხრივ, რამდენიმე კვირაა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ტრაგიკულად მაღალია. დღიური ინფიცირების მაჩვენებელი კი 5000 - ზე მეტია.

ადამიანთა ნაწილი ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს. ზოგისთვის შექმნის ვადები არის საკმაოდ მცირე, ზოგი დარწმუნებულია, რომ ხსნარში თხევადი ჩიპია მოთავსებული და ვიღაც, ამერიკაში შეპყრობილია მათი მონაცემების კონტროლით, ნაწილი ვარაუდობს, რომ ვაქცინა მემკვიდრეობის გაგრძელებაში ხელს შეუშლის, ხოლო უკიდურეს ნაწილს დღემდე საერთოდ არ სჯერა კორონავირუსის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფექციის დამარცხება შესაძლოა ერთი ხელის გაწვდენაზეც კია, საზოგადოება მაქსიმალურად წელავს ამ პროცესს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვაითუ მათი ყველაზე საშინელი კოშმარი ახდეს და ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს?!

ჩვენ შევეცადეთ მოგვეკვლია, რა გავრცელებული მითები იყო სხვადასხვა ეპიდემიის დროს, რამდენად წინ წავიდა საზოგადოება, ირწმუნა მეცნიერების ან რამდენად გამრავალფეროვნდა ჩვენი კონსპირაციული ფანტაზიები გასულ საუკუნეებთან შედარებით?

მე-18 საუკუნეში, როცა შავი ჭირი ევროპაში მძვინვარებდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე თან მიჰქონდა, თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა. ადამიანები ღმერთს ევედრებოდნენ, რომ ეს მართლა ჭირი არ შეხვედროდათ და როგორმე მათი ორგანიზმი დაავადების მიმართ მდგრადი აღმოჩენილიყო.

1796 წელს ექიმმა ედვარდ ჯენერმა ძროხის ჭირით ექსპერიმენტები დაიწყო. ძროხის ჭირი შავი ჭირის მსუბუქი ფორმა იყო, ჯენერი კი მცირე დოზებს უკეთებდა ადამიანებს, რითაც მათ იმუნიტეტს აძლიერებდა და შავი ჭირის მიმართ ნამდვილად მდგრადს ხდიდა. მან ექსპერიმენტი ბავშვებში გააგრძელა და შედეგის ეფექტში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ თავის 11 თვის ვაჟიშვილსაც გაუკეთა აცრა. ასე წარმოიქმნა სიტყვა "ვაქცინაცია“, რომელიც იმუნიზაციის პროცესს აღნიშნავს, რომლის ფუძესაც წარმოადგენს ლათინური სიტყვა “vacca”, რაც ძროხას ნიშნავს.

როდესაც ეს ამბავი სასულიერო პირებმა გაიგეს, ისინი აღშფოთდნენ.

"როგორ შეიძლება, ადამიანში ძროხის ნაწილაკები შეიყვანო, ეს ადამიანს "ხარისმაგვარად“ გადააქცევს", - ამბობდნენ ისინი.

უსწრაფესად გავრცელდა ვერსია, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს გამოეზრდებოდათ კუდი, ხოლო თავზე რქები ამოუვიდოდათ, შეცვლილი გენები კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

მოკლე ხანში ფართო საზოგადოებისთვის მოულოდნელად აშკარა გახდა, რომ ვაქცინირებული ხალხი ნახირად არ გადაიქცა, ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ იმ სხვაობით, რომ კიდევ უფრო ჯანმრთელები და ვირუსისადმი მდგრადები გახდნენ.

კონსერვატული და სასულიერო საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა და განაცხადეს, - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი არ გამართლდა, ვაქცინაცია მაინც დაუშვებელია, რადგან ის ღვთის ნებას ეწინააღმდეგებაო...

1853 წელს ბრიტანეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. 1885 წელს კი, უზარმაზარი აქცია მოეწყო. მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, პერფორმანსი მოაწყო: ათიათასობით ადამიანს ხის პატარა კუბოები ხელში ეკავათ, კუბოზე კი ედვარდ ჯენერის სურათები ჰქონდათ მიკრული. ერთ-ერთი აქტივისტი ვილიამ ტები ამერიკაშიც გააგზავნეს, რათა მათი კონსპირაციული თეორიები იქაც აქტიურად გავრცელებულიყო. საბოლოოდ, სავალდებულო ვაქცინაცია მეტ-ნაკლებად შეიზღუდა, თუმცა ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა და დაავადების აფეთქების რამდენიმე კერა გაჩნდა, როგორც ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მომდევნო საუკუნეებში ვაქცინებისადმი ანტივაქსერების დამოკიდებულება, ტონი ან ტაქტიკა შეიცვალა, ცდებით.

შემდეგი 100 წლის განმავლობაში გამოჩნდა ისეთი ინფექციები, როგორიცაა ტეტანუსი, დიფტერია და ყივანახველა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კი ბავშვები იყვნენ, განსაკუთრებით კი ახალშობილები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედების უმეტესობა შექმნიდა ანტივაქსერულ თეორიებს. "საიდუმლოდ გავიგე, რომ აცრა ბუნებრივ იმუნიტეტს ასუსტებს“ - ამბობდნენ მშობლები და ექიმები დაუღალავად უხსნიდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმს ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას თანდაყოლილი იმუნიტეტი არ გააჩნია, სხვა შემთხვევაში მის საწინააღმდეგო ვაქცინას არც გამოიგონებდნენ.

"მე მაინც, მირჩევნია 1 წლამდე მოვიცადო, შევხედო რა მოხდება“, - აგრძელებდნენ ანტივაქსერები. "რაღა ერთ წლამდე, ბარემ 5-მდე მოიცადეთ“, - ამბობდნენ დანარჩენები, არადა, ექიმები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ: "ადამიანის იმუნიტეტის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ 1-დან 5 წლამდეა".

1974 წელს "ბავშვთა დაავადების არქივში“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას აცრის შემდეგ, პირველ 24 საათში 36 ბავშვს ნევროლოგიური გართულება განუვითარდა.

ანტივაქსერებისთვის ეს კვლევა ნამდვილი ზეიმი იყო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ზემოთნახსენები ინფექციების საწინააღმდეგო აცრაზე უარი თქვა. მალევე კი დიდ ბრიტანეთში ყივანახველამ 100 000 ადამიანი დააზარალა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ კვლევის ავტორებს ის 36 ბავშვი პირველი 24 საათის შემდეგ არა რამდენიმე წლის, არამედ, რამდენიმე თვის შემდეგაც კი აღარ შეუმოწმებიათ. საბედნიეროდ, ბავშვები ჯანმრთელები და გავრცელებული ინფექციისადმი დაცულები აღმოჩნდნენ. არქივში გამოქვეყნებული შედეგების ნამდვილობა კი ეჭვის ქვეშ დადგა. ანტივაქსერები დამარცხდნენ, თანაც ორჯერ.

1998 წელს ვაქცინის წინააღმდეგ არსებული შიშები სერიოზულად გაიზარდა და ამჯერადაც კონსერვატული რელიგიური წრის გარდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც იზიარებდნენ შეხედულებებს. ყველაფერი კი ერთი კვლევის ბრალი იყო, რომლის შედეგები დიდი ხანია უარყოფილია.

ენდრიუ ვეიკფილდმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ეწერა, - წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც ბავშვს პირველად 18 თვის, ხოლო მეორედ 4 წლის ასაკში უკეთებენ, შესაძლოა აუტიზმი გამოიწვიოსო. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მცდარი აღმოჩნდა, მისმა მომხრეებმა აიკვიატეს და დეზინფორმაციული ბომბი მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. 20 წლის შემდეგაც კი ადამიანებს ვეიკფილდის მცდარი კვლევის სჯერათ. დიდწილად სწორედ ენდრიუს ბრალია, რომ ადამიანებს ვაქცინის შეყვანის შემდეგ სხვადასხვა დაავადებების გაჩენის სჯერათ.

ყველასთვის ცნობილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინით (BCG) აცრის შემდგომ მკლავზე დატოვებულ კვალს, საუკუნის წინ, სწორედ ასევე ეძახდნენ "ეშმაკის ბეჭედს", როგორც ახლა ზოგიერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მოიხსენიებს.

2010-იან წლებში პაკისტანში სულ ორი რამის ეშინოდათ: ამერიკული გავლენის გაზრდისა და პოლიომიელიტის. ქვეყანაში ინფექციის მასიური ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ქალაქ აბოტაბადში აცრებს დოქტორი შაკილ აფრიდი ატარებდა. იმუნიზაციის პროცესი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ს გეგმაც იყო. სადაზვერვოს ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში უსამა ბინ ლადენი იმყოფებოდა. პაკისტანური მხარე ამტკიცებს, რომ აფრიდი CIA-ს ამ ინფორმაციის დადასტურებისთვის სჭირდებოდა.

დოქტორი სახელმწიფომ მოღალატედ შერაცხა და 33 წლით ციხეში ჩასვა. თალიბებმა კი ეს შემთხვევა ვაქცინის ანტიპროპაგანდისთვის გამოიყენეს, ჯანდაცვის თანამშრომლები ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და მეორე დღეს 70 მედიკოსი დახვრიტეს. მეტიც, მათი ექიმების დევნა დღემდე გრძელდება.

სიტუაცია პაკისტანში რადიკალურად გაუარესდა, ქვეყანაში პოლიომიელიტის რეკორდული შემთხვევები გამოვლინდა, ვითარების გამოსწორება მხოლოდ 2021 წელს მოხერხდა.

პაკისტანში ეპიდაფეთქების შემთხვევა - ნათელი მაგალითია იმისა, რომ ულტრა-რელიგიურ და პოპულისტურ ჯგუფებს ვაქცინაციის წინააღმდეგ უზარმაზარი და სავალალო შედეგების მომტანი კამპანიის მოწყობა შეუძლიათ.

ჩვენ დროში კი ანტივაქსერობის ნაკადის შეჩერება ურთულესია. სოციალურმა ქსელებმა და მესენჯერებმა მათ სამიზნე აუდიტორიასთან პირდაპირი, უშუალო წვდომა მისცა.

პირველი ვაქცინიდან 200 წელიწადზე მეტი გავიდა. კაცობრიობა კოვიდ-19-ის სახით მორიგ პანდემიას ებრძვის. დღევანდელი ედვარდ ჯენერები საზოგადოების ნაწილისთვის, ისევე როგროც მარავალი წლის წინ, ახლაც არა ხსნად, არამედ მტრად ცხადდებიან.

არის კი საუკუნეები საზოგადოების განვითარებისთვის საკმაო დრო? რა მნიშვნელობა აქვს, თუ 200 წლის წინ ადამიანს ეგონა, რომ ვაქცინა მას კუდსა და რქებს "გამოუყვანდა“ და ცხოველი გახდებოდა, ხოლო დღეს კი ჰგონიათ, რომ ისინი "იჩიპებიან“ და ბილ გეითსი (პირობითად) მათ გაკონტროლებას შეძლებს.

ამ ისტორიაში ტრაგიკული მხოლოდ ის კი არაა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერ ვისწავლეთ, რომ ვაქცინა ერთადერთი საშუალებაა პანდემიის დამარცხებისა, არამედ ისიც არის, რომ ჩვენს დროში ანტივაქსერული მოძრაობა მნიშვნელოვანწილად კრემლიდან, ჩვენი მთავარი მტრის მიერ იმართება. ეს ფაქტი "ფეისბუქმა“ შესაბამისი ტროლებისა და ბოტების ანგარიშების დაბლოკვით დაადასტურა, თუმცა ამასაც კი ქართველი ანტივაქსერების იდეებზე გავლენა არ ჰქონია. მათ ნაწილს კვლავ სჯერა, რომ ვაქცინა არ გვიცავს, ხოლო მთლად უკიდურესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ არანაირი კორონა არ არსებობს. და თანაც, რის ფონზე? გადაჭედილი საავადმყოფოების, სამედიცონო პერსონალის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობის, დასუსტებული ეკონომიკისა და უდიდესი კოლაფისის მოლოდინში.

ახლა, როცა პერანგს შეისწორებთ, საკუთარი თავით სარკეში დატკებებით და უზარმაზარ ქორწილში სუფრას მიუსხდებით, უნდა ფიქრობდეთ, რომ სადღაც, ვიღაც თქვენი თანამემამულე ბოლო ძალებით ცდილობს ისუნთქოს და ფილტვები სამუდამოდ არ გაეთიშოს. მისი შვილები, მშობლები და ახლობლები კი ყველა ღონეს იყენებენ, რომ იქნებ, საავადმყოფოში მაინც მოახვედრონ. თქვენ კი, დაახლოებით იქ ხართ, სადაც საუკუნების წინ იყვნენ ის ადამიანები, კუბოებითა და ედვარდ ჯენერის სურათებით...

ავტორი: ანრი კურტანიძე