მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, მათ შორის მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ისევ ვიმეორებთ მაკედონიასთან დაშვებულ შეცდომას. რა გვჭირს. ზოგი სხვის შეცდომაზე სწავლობს. ჩვენ საკუთარ შეცდომაზეც ვერ ვსწავლობთ. 2000 ბილეთი მაინც გაგეყიდათ და დაგესვათ ეს ხალხი დისტანციურად. როგორც ეს ხდება მაგალითად გერმანიაში. რეგულაციების გამკაცრება კი არ არის საჭირო, საჭიროა მკაცრი კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე. დროა ეს შეიგნოთ ბატონო მუშკეტერებო