საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, აქ დოვლას ამბავია, ანუ შეფიცულობის" - ვინ არიან პანკისში დაკავებულები და რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში არიან ბრალდებულები?
"ვფიქრობ, აქ დოვლას ამბავია, ანუ შეფიცულობის" - ვინ არიან პანკისში დაკავებულები და რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში არიან ბრალდებულები?

24 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით 5 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 2 პირი სო­ფელ დუ­ის­ში, 3 კი - ქო­რეთ­ში. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორც სუს-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბა 327-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, იუ­სუფ ცა­თი­აშ­ვი­ლია (მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლად მო­ი­აზ­რე­ბა. ცა­თი­აშ­ვი­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ (ჯი­ჰა­დის­ტთა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია) აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და წარ­სულ­ში ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი იმა­მის, აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი იყო (მას სი­რი­ა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა დას­დეს ბრა­ლად). მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ცა­თი­აშ­ვი­ლი ჯა­მა­ა­თის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 36 წლის აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად კი­დევ 3 პირი კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2015 წლის 14 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბას ახ­დენ­და და შემ­დგომ­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, სი­რი­ა­ში მათ გამ­გზავ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. აიუფ ბორ­ჩაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბა­სა და სი­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნა­შიც. 2016 წლის 7 მარტს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სან­დო წყა­რო პან­კი­სი­დან გვიყ­ვე­ბა:

"გამ­თე­ნი­ი­სას, დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, დუ­ის­ში 19 წლის მუ­ჰ­მად მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და იუ­სუფ ცა­თი­აშ­ვი­ლი (მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი) და­ა­კა­ვეს, სო­ფელ ქო­რეთ­ში კი მარ­გოშ­ვი­ლი და ქავ­თა­რაშ­ვი­ლი (სა­ხე­ლე­ბი არ ვიცი) და ასე­ვე ჰამ­ზატ ბა­ღა­კაშ­ვი­ლი. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ცა­თი­აშ­ვი­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი 20 წლამ­დე ასა­კი­სა­ნი არი­ან. ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის“ წევ­რო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. მათ ადრე ჰქონ­დათ კავ­ში­რი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, ბოლო წლებ­ში ეს სა­კი­თხი "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის“ მხარ­და­ჭე­რა და ამა­ზე ლა­პა­რა­კი აღა­რაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. იუ­სუფ ცა­თი­აშ­ვი­ლი (მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი) ადრე ბორ­ჩაშ­ვილ­თან იყო.

ვფიქ­რობ, აქ დოვ­ლას ამ­ბა­ვია, ანუ შე­ფი­ცუ­ლო­ბის - თუკი ამ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი ხარ, მა­შინ აკე­თებ ბა­ი­ათს, ანუ შე­ფიც­ვას, ხარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და გაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აკე­თო ის, რა­საც და­გა­ვა­ლე­ბენ. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ დოვ­ლას წევ­რე­ბი არი­ან, რად­გან ISIS-თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი“.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

ესენი ღა გვაკლდნენ კიდე რა. მოკლედ, ვისაც ხელი გავუმართეთ და ხიზნად მივიღეთ ყელამ ზურგში დანის ჩარტყმა მოგვინდომა.

დეა
1

მახსოვს ქორეთში ახალგაზრდობაში ვიყავით დასაფლავებაზე,თანამშრომელი გარდაიცვალა,ეროვნებით ოსი იყო,ძალიან კარგი პიროვნება.სოფელში დაგვამახსოვრდა იმით რომ ,არა ჩვეულებრივი ბუნება და ნამდვილი,წყნარი სოფელი იყო,სადაც მხოლოდ ქართველები და ოსები ცხოვრობდნენ,რომლებმაც არა ჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს დაკრძალვაზე ჩასულებს..ახლა როგორც ვხვდები მხოლოდ ქისტები ცხოვრობენ, როგორ გაუშლიათ არეალი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვფიქრობ, აქ დოვლას ამბავია, ანუ შეფიცულობის" - ვინ არიან პანკისში დაკავებულები და რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში არიან ბრალდებულები?

"ვფიქრობ, აქ დოვლას ამბავია, ანუ შეფიცულობის" - ვინ არიან პანკისში დაკავებულები და რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში არიან ბრალდებულები?

24 აგვისტოს გამთენიისას, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათგან 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი - ქორეთში. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, იუსუფ ცათიაშვილია (მაჩალიკაშვილი), რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელად მოიაზრება. ცათიაშვილი "ისლამური სახელმწიფოს“ (ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია) აქტიური მხარდამჭერი და წარსულში ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდადებულის ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის მარჯვენა ხელი იყო (მას სირიაში ახალგაზრდების რეკრუტირება დასდეს ბრალად). მისი დაკავების შემდეგ, ცათიაშვილი ჯამაათის ხელმძღვანელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. 2016 წლის 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდო წყარო პანკისიდან გვიყვება:

"გამთენიისას, დილის 6 საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დუისში 19 წლის მუჰმად მაჩალიკაშვილი და იუსუფ ცათიაშვილი (მაჩალიკაშვილი) დააკავეს, სოფელ ქორეთში კი მარგოშვილი და ქავთარაშვილი (სახელები არ ვიცი) და ასევე ჰამზატ ბაღაკაშვილი. დაკავებულთა შორის ყველაზე უფროსი ცათიაშვილია, დანარჩენები 20 წლამდე ასაკისანი არიან. ისინი, სავარაუდოდ, "ისლამური ხალიფატის“ წევრობისთვის დააკავეს. მათ ადრე ჰქონდათ კავშირი ამ ორგანიზაციასთან, ბოლო წლებში ეს საკითხი "ისლამური ხალიფატის“ მხარდაჭერა და ამაზე ლაპარაკი აღარაა აქტუალური. იუსუფ ცათიაშვილი (მაჩალიკაშვილი) ადრე ბორჩაშვილთან იყო.

ვფიქრობ, აქ დოვლას ამბავია, ანუ შეფიცულობის - თუკი ამ დაჯგუფების წევრი ხარ, მაშინ აკეთებ ბაიათს, ანუ შეფიცვას, ხარ ორგანიზაციის წევრი და გაქვს ვალდებულება, აკეთო ის, რასაც დაგავალებენ. ყველა დაკავებული, სავარაუდოდ, ამ დოვლას წევრები არიან, რადგან ISIS-თან ჰქონდათ კავშირი“.

ნანა ფიცხელაური