მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს, ტერორისტი არც ერთი არ არის" - რას უკავშირებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთ-ერთი დაკავებულის დედა
"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს, ტერორისტი არც ერთი არ არის" - რას უკავშირებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთ-ერთი დაკავებულის დედა

პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ქო­რეთ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ჰამ­ზატ ბა­ღა­კაშ­ვი­ლის დედა აცხა­დებს, რომ და­კა­ვე­ბულ სამ პირს შო­რის ერთი თვის წინ და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც ბა­ღა­კაშ­ვი­ლის დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, მისი შვი­ლის და­კა­ვე­ბას სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­ში­რებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მხა­რე­ებს ია­რა­ღი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

მი­სი­ვე თქმით, სუს-ის შვი­დი მან­ქა­ნა მათ სო­ფელ­ში დი­ლის 07:00 სა­ათ­ზე მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც სა­მი­ვე პირი თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნეს.

„მი­ზე­ზი არ უთ­ქვამთ, დი­ლის 7 სა­ა­თი იყო, შე­მო­ვიდ­ნენ მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბი წა­მო­ა­ყე­ნეს და წა­იყ­ვა­ნეს. ერთი თვის წინ ეს ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­კა­მათ­ნენ, მას შემ­დეგ არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა, არც ჩხუ­ბი და არა­ფე­რი. ახლა რა­ტომ წა­იყ­ვა­ნეს, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, მე­ზობ­ლის ბავ­შვებს შო­რის მოხ­და კა­მა­თი. ჩვენ ამას ვუ­კავ­ში­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს, სხვა არა­ფე­რი ჩვენს ბავ­შვებს არ და­უ­შა­ვე­ბი­ათ. მხო­ლოდ ჩხუ­ბი იყო, ია­რა­ღი არ ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ტე­რო­რის­ტი არც ერთი არ არის. ას­ჯერ ვკი­თხეთ და თი­თო­ე­ულ­თან მი­ვე­დით რა­ტომ და­ა­კა­ვეს, არც ერთს პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. შვი­დი მან­ქა­ნა იქ­ნე­ბო­და, სუს-ის ფორ­მა ეც­ვათ. გა­უფრ­თხი­ლებ­ლად წა­იყ­ვა­ნეს პირ­და­პირ თბი­ლის­ში, არც ად­ვო­კა­ტი, არც გაფრ­თხი­ლე­ბა და არა­ფე­რი. ამ­ჟა­მად სხვა ვერ­სია არ მაქვს თუ რას და­ვაბ­რა­ლო, მე­ჩეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ლო­ცუ­ლობ­დნენ და მო­დი­ოდ­ნენ, განა ეს მი­ზე­ზია? ჩემი შვი­ლი ჰამ­ზატ ბა­ღა­კაშ­ვი­ლია, 19 წლი­საა, თუ რამე სა­მუ­შაო გა­მოჩ­ნდა, დღი­უ­რად მუ­შა­ობს ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნა და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ ლია ცი­ხე­საშ­ვილ­მა.

სო­ფელ დუ­ის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უსუფ ცა­თი­აშ­ვი­ლის მა­მის გან­ცხა­დე­ბით კი, სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მის შვილს და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვან­დნენ, რის შემ­დე­გაც გა­მო­უშ­ვებ­დნენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლის ჩხრე­კი­სას და­კა­ვე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მისი შვი­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი წა­ი­ღეს.

"შე­მო­ვიდ­ნენ, გამ­თე­ნი­ი­სას წა­იყ­ვა­ნეს, ვი­თომ დავ­კი­თხავ­თო და გა­მო­ვუშ­ვებ­თო. ბრალ­დე­ბა ცნო­ბი­ლი არ არის. სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, ბავ­შვე­ბის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და უსუ­ფის ტე­ლე­ფო­ნი წა­ი­ღეს, ჩემ­მა შვილ­მა კომ­პი­უ­ტე­რის არა­ფე­რი არ იცის. ჩემი შვი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს, არა­ნა­ი­რი ტე­რო­რიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, რაც გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ ია­რა­ღი არ მი­ნა­ხავს, მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა ამ სახ­ლში“, - აღ­ნიშ­ნა უსუფ ცა­თი­აშ­ვი­ლის მა­მამ.

ცნო­ბის­თვის, კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით 5 პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი კა­ხე­თი­დან იუ­წყე­ბა, პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცია წუ­ხელ ჩა­ტარ­და. 2 პირი სო­ფელ დუ­ის­ში, 3 კი ქო­რეთ­ში და­ა­კა­ვეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა 327-ე (ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

არააა არ არიან 

++++
2

სოსკები ქონდათ ალბათ პირში,ბავშვები არიანო.ცოტა მაინც დაფიქრდით სანამ რამეს რომ იტყვით,ყველა მშობელს თავისი შვილი ანგელოზი გონია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს, ტერორისტი არც ერთი არ არის" - რას უკავშირებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთ-ერთი დაკავებულის დედა

"დილის 7 საათზე შემოვიდნენ და მძინარე ბავშვები წამოაყენეს, ტერორისტი არც ერთი არ არის" - რას უკავშირებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთ-ერთი დაკავებულის დედა

პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული ჰამზატ ბაღაკაშვილის დედა აცხადებს, რომ დაკავებულ სამ პირს შორის ერთი თვის წინ დაპირისპირება მოხდა.

როგორც ბაღაკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისი შვილის დაკავებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, თუმცა აღნიშნული დაპირისპირებისას მხარეებს იარაღი არ გამოუყენებიათ.

მისივე თქმით, სუს-ის შვიდი მანქანა მათ სოფელში დილის 07:00 საათზე მივიდა, რის შემდეგაც სამივე პირი თბილისში წაიყვანეს.

„მიზეზი არ უთქვამთ, დილის 7 საათი იყო, შემოვიდნენ მძინარე ბავშვები წამოაყენეს და წაიყვანეს. ერთი თვის წინ ეს ბავშვები ერთმანეთს შეეკამათნენ, მას შემდეგ არაფერი არ მომხდარა, არც ჩხუბი და არაფერი. ახლა რატომ წაიყვანეს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მეზობლის ბავშვებს შორის მოხდა კამათი. ჩვენ ამას ვუკავშირებთ ამ ყველაფერს, სხვა არაფერი ჩვენს ბავშვებს არ დაუშავებიათ. მხოლოდ ჩხუბი იყო, იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, ტერორისტი არც ერთი არ არის. ასჯერ ვკითხეთ და თითოეულთან მივედით რატომ დააკავეს, არც ერთს პასუხი არ გაუცია. შვიდი მანქანა იქნებოდა, სუს-ის ფორმა ეცვათ. გაუფრთხილებლად წაიყვანეს პირდაპირ თბილისში, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება და არაფერი. ამჟამად სხვა ვერსია არ მაქვს თუ რას დავაბრალო, მეჩეთში მიდიოდნენ, ლოცულობდნენ და მოდიოდნენ, განა ეს მიზეზია? ჩემი შვილი ჰამზატ ბაღაკაშვილია, 19 წლისაა, თუ რამე სამუშაო გამოჩნდა, დღიურად მუშაობს ხოლმე“, - აღნიშნა დაკავებულის დედამ ლია ციხესაშვილმა.

სოფელ დუისში დაკავებული უსუფ ცათიაშვილის მამის განცხადებით კი, სუს-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მის შვილს დაკითხვაზე წაიყვანდნენ, რის შემდეგაც გამოუშვებდნენ. მისივე ინფორმაციით, სახლის ჩხრეკისას დაკავებულის მობილური ტელეფონი და მისი შვილების კუთვნილი კომპიუტერები წაიღეს.

,,შემოვიდნენ, გამთენიისას წაიყვანეს, ვითომ დავკითხავთო და გამოვუშვებთო. ბრალდება ცნობილი არ არის. სახლი გაჩხრიკეს, ბავშვების კომპიუტერები და უსუფის ტელეფონი წაიღეს, ჩემმა შვილმა კომპიუტერის არაფერი არ იცის. ჩემი შვილი მშენებლობაზე მუშაობს, არანაირი ტერორიზმის საფუძველი არ არის, რაც გაიზარდა მას შემდეგ იარაღი არ მინახავს, მსგავსი რამ არ ყოფილა ამ სახლში“, - აღნიშნა უსუფ ცათიაშვილის მამამ.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) მუხლით მიმდინარეობს.