ჰოლივუდის ვარსკვლავი შონ პენი უარს ამბობს სერიალ Gaslit-ის გადაღებებს დაუბრუნდეს, ვიდრე წარმოებაში ჩართული ყველა მონაწილე COVID ვაქცინაციას არ ჩაიტარებს.
სერიალში პენი მთავარ როლშია და ის ჯულია რობერტსთან ერთად თამაშობს.
ამერიკაში ამჟამად კორონავირუსის დელტა შტამი ვრცელდება, რის გამოც ლოს ანჯელესში რეგულაციები და გარკვეული შეზღუდვები ისევ დაწესდა. მათ შორის, სავალდებულო გახდა ნიღბების ტარება. არავაქცინირებულებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
Gaslight Studios NBCUniversal - მა ამ კვირაში, მსახიობებისა და ადგილზე მომუშავე სრული სტაფისთვის A ზონაში სავალდებულო ვაქცინაცია დააწესა.
თავად მსახიობი შონ პენი სრულად არის ვაქცინირებული. ის აქტიურად ჩაერთო გადამღებ სტუდიაში ასაცრელი კუთხის მოწყობის ორგანიზებაში. მისი თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის გარშემომყოფებს. წყარო
მოამზადა თეონა რამაზაშვილმა