მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, მცირე და მსხვილკალიბრიანი იარაღი -  რა ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში?
ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, მცირე და მსხვილკალიბრიანი იარაღი -  რა ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში?

ავ­ღა­ნე­თის არ­მი­ამ, რო­მე­ლიც თა­ლი­ბე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, “ქრე­ბა“, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა უპატ­რო­ნოდ მი­ა­ტო­ვა. შე­დე­გად "თა­ლი­ბან­მა" ათე­უ­ლო­ბით მსუ­ბუ­ქი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ასო­ბით მცი­რე და მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი ჩა­იგ­დო. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ამე­რი­კუ­ლია.

ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი აღ­მოჩ­ნდა "თა­ლი­ბა­ნის" ხელ­ში, არ არ­სე­ბობს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ავ­ღა­ნე­თის ძა­ლებ­მა უკან და­ხე­ვის დროს თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს კი­დეც, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გა­და­ვი­და.

ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა, იპო­ვის თუ არა "თა­ლი­ბა­ნი" პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თავს.

  • მი­ტა­ცე­ბა

ავ­ღა­ნე­თის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ამე­რი­კუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ტო­რის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს 2021 წლის 1 -ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 162 თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი ჰყავ­და. თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი არ იყო გა­მო­სა­დე­გი. ამა­ვე წყა­როს თა­ნახ­მად, წლის და­სა­წყის­ში, ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს ჰქონ­დათ მსუ­ბუ­ქი თავ­დას­ხმის 17 A-29 (Embraer EMB 314 Super Tucano) და 10 AC-208 თვითმფრი­ნა­ვი, ასე­ვე 21 მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი C -208 Cessna Caravan და ორი სა­შუ­ა­ლო C -130 Hercules. გარ­და ამი­სა, იყო 86 მომ­სა­ხუ­რე შვე­ულმფრე­ნი: 12 რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის Mi-17 სატ­რან­სპორ­ტო და 38 მსუ­ბუ­ქი MD 530F და 36 UH-60 Black Hawk.

ამას გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ა­ვი­ა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც ირი­ცხე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს.

ავ­ღა­ნეთს ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ავი­ა­ტექ­ნი­კა ამა თუ იმ გზით აშშ-დან მი­ე­წო­დე­ბო­და, მათ შო­რის რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბიც.

ავ­ღა­ნე­თის სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც თა­ლი­ბებ­მა კუნ­დუზ­ზე, ყან­და­არ­სა და ჰე­რათ­ზე და­ამ­ყა­რეს კონ­ტრო­ლი. ფო­ტო­სუ­რა­თებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია Mi-17, MD 530F, UH-60 შვე­ულმფრე­ნე­ბი და მცი­რე სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი C-208. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმე­ლი Mi-35, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, კუნ­დუზ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ ვი­დე­ო­ე­ბით ძნე­ლია ავი­ა­მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა - ისი­ნი ან აე­როდ­რო­მებ­ზე იყ­ვნენ ან ფარ­დუ­ლებ­ში. თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნე­ბა აშ­კა­რად ჩანს.

  • გაქ­ცე­ვა

16 აგ­ვის­ტოს, ავ­ღა­ნე­თი­დან ტა­ჯი­კეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვითმფრი­ნა­ვი გაფ­რინ­და. ქვეყ­ნი­დან არ­მი­ის ასამ­დე ჯა­რის­კა­ცი გა­იქ­ცა. New York Times-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ტა­ჯი­კე­თის სა­ზღვრი სულ ხუთ­მა თვითმფრი­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა.

იმა­ვე დღეს, უზ­ბე­კურ­მა გა­ზეთ­მა Gazeta.uz -მა ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ 14 და 15 აგ­ვის­ტოს ავ­ღა­ნე­თი­დან ქვე­ყა­ნა­ში 22 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი და 24 შვე­ულმფრე­ნი ჩაფ­რინ­და. თვითმფრი­ნა­ვებ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში 585 ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო.

ამავდრო­უ­ლად, ავ­ღა­ნე­თის ერთ -ერთი თვითმფრი­ნა­ვი - EMB 314 Super Tucano ჰა­ერ­ში მყოფ უზ­ბე­კურ MiG 29- ს და­ე­ჯა­ხა.

ეს არ არის ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. მა­ნამ­დე სახ­მე­ლე­თო გზით ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი გა­იქ­ცა ტა­ჯი­კეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.

სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

  • თა­ლი­ბე­ბი თვითმფრი­ნა­ვებ­ში

მო­ჰა­მედ ნა­ჯი­ბუ­ლას რე­ჟი­მის და­ცე­მის შემ­დეგ 1992 წელს, "თა­ლი­ბან­მა" საკ­მა­ოდ დიდი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მა­შინ "თა­ლი­ბა­ნის" ხელ­ში რამ­დე­ნი­მე საბ­რძო­ლო მებ­რძო­ლი-მსუ­ბუ­ქი MiG-21MF-ი და მძი­მე შემ­ტე­ვი Su-22 მოხ­ვდა. გარ­და ამი­სა, მათ ჰქონ­დათ Mi-8 შვე­ულმფრე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და სას­წავ­ლო L-39.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა ეს თვითმფრი­ნა­ვი ან 2001 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის დროს გა­ნადგრუ­და ან მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა მი­ზე­ზე­ბით გა­უ­ა­რეს­და.

რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ახლა თა­ლი­ბებს ავ­ღა­ნე­თის აე­როდ­რო­მებ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­თა და შვე­ულმფრე­ნე­ბით?

  • ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა

მა­ში­ნაც კი, თუ თა­ლი­ბან­მა მწყობ­რში მყო­ფი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, ისი­ნი ტექ­ნი­კის მოვ­ლის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან.

რო­გორც რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა საბ­ჭოს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა ილია კრამ­ნიკ­მა BBC - ს რუ­სულ სამ­სა­ხურს გა­ნუ­ცხა­და, ავ­ღა­ნე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი ციკ­ლის გავ­ლა მხო­ლოდ ორი ტი­პის თვითმფრი­ნავს შე­ეძ­ლო - Mi -17 და C-208 Cessna Caravan.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
0

ზღვაზე გასასვლელი,რომ ჰქონდეს ავღანეთს,ალბათ ავიამზიდავს და წყალქვეშა ნავსაც დაუტოვებდნენ!

neo
0

ჩაუვარდათ თუ ჩაუგდეს ხელში ამერიკელებმა რაღაც თავის მიზნებისთვის.. ეს ახალი სვლაა გეოპოლიტიკურ ჭრილში. შემდეგი 20 წლიანი პოლიტიკა ამერიკის, ვნახოთ მალევე გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, მცირე და მსხვილკალიბრიანი იარაღი -  რა ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში?

ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, მცირე და მსხვილკალიბრიანი იარაღი -  რა ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში?

ავღანეთის არმიამ, რომელიც თალიბების თავდასხმის შემდეგ, ფაქტობრივად, “ქრება“, დიდი რაოდენობით სხვადასხვა იარაღი და სამხედრო ტექნიკა უპატრონოდ მიატოვა. შედეგად "თალიბანმა" ათეულობით მსუბუქი ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები, საბრძოლო თვითმფრინავები და ასობით მცირე და მსხვილკალიბრიანი იარაღი ჩაიგდო. აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი ამერიკულია.

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თვითმფრინავი და შვეულმფრენი აღმოჩნდა "თალიბანის" ხელში, არ არსებობს. შესაძლებელია, რომ ავღანეთის ძალებმა უკან დახევის დროს თვითმფრინავები გაანადგურეს კიდეც, ასევე ცნობილია, რომ გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა.

ახლა მთავარი კითხვაა, იპოვის თუ არა "თალიბანი" პერსონალს, რომელიც ამ ყველაფერს მართავს.

  • მიტაცება

ავღანეთის რეკონსტრუქციის ამერიკული გენერალური ინსპექტორის ოფისის ინფორმაციით, ავღანეთის საჰაერო ძალებს 2021 წლის 1 -ლი იანვრის მდგომარეობით, 162 თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჰყავდა. თუმცა ყველა მათგანი არ იყო გამოსადეგი. ამავე წყაროს თანახმად, წლის დასაწყისში, ქვეყნის საჰაერო ძალებს ჰქონდათ მსუბუქი თავდასხმის 17 A-29 (Embraer EMB 314 Super Tucano) და 10 AC-208 თვითმფრინავი, ასევე 21 მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი C -208 Cessna Caravan და ორი საშუალო C -130 Hercules. გარდა ამისა, იყო 86 მომსახურე შვეულმფრენი: 12 რუსული წარმოების Mi-17 სატრანსპორტო და 38 მსუბუქი MD 530F და 36 UH-60 Black Hawk.

ამას გარდა, სპეციალური დანიშნულების საავიაციო განყოფილებაშიც ირიცხებოდა გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავები, რომელთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ავღანეთს ყველა თანამედროვე ავიატექნიკა ამა თუ იმ გზით აშშ-დან მიეწოდებოდა, მათ შორის რუსული შვეულმფრენებიც.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Video reportingly shows <a href="https://twitter.com/hashtag/Taliban?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Taliban</a> captured Kunduz airport with <a href="https://twitter.com/hashtag/Afghanistan?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Afghanistan</a> Air Force Mi-35 Hind attack helicopter <a href="https://t.co/u7jZJdR800">pic.twitter.com/u7jZJdR800</a></p>&mdash; Joseph Dempsey (@JosephHDempsey) <a href="https://twitter.com/JosephHDempsey/status/1425404552807858179?ref_src=twsrc%5Etfw">August 11, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ავღანეთის სამხედრო შვეულმფრენების პირველი ფოტოები ინტერნეტში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც თალიბებმა კუნდუზზე, ყანდაარსა და ჰერათზე დაამყარეს კონტროლი. ფოტოსურათებსა და ვიდეოებში ნაჩვენებია Mi-17, MD 530F, UH-60 შვეულმფრენები და მცირე სატრანსპორტო თვითმფრინავი C-208. ერთ-ერთ ვიდეოში წარმოდგენილი იყო რუსული თავდასხმელი Mi-35, რომელიც სავარაუდოდ, კუნდუზშია გადაღებული. ამ ვიდეოებით ძნელია ავიამანქანების უმეტესობის მდგომარეობაზე მსჯელობა - ისინი ან აეროდრომებზე იყვნენ ან ფარდულებში. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანება აშკარად ჩანს.

  • გაქცევა

16 აგვისტოს, ავღანეთიდან ტაჯიკეთში რამდენიმე თვითმფრინავი გაფრინდა. ქვეყნიდან არმიის ასამდე ჯარისკაცი გაიქცა. New York Times-ის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრი სულ ხუთმა თვითმფრინავმა გადაკვეთა.

იმავე დღეს, უზბეკურმა გაზეთმა Gazeta.uz -მა ქვეყნის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 14 და 15 აგვისტოს ავღანეთიდან ქვეყანაში 22 სამხედრო თვითმფრინავი და 24 შვეულმფრენი ჩაფრინდა. თვითმფრინავებში საერთო ჯამში 585 ავღანელი ჯარისკაცი იყო.

ამავდროულად, ავღანეთის ერთ -ერთი თვითმფრინავი - EMB 314 Super Tucano ჰაერში მყოფ უზბეკურ MiG 29- ს დაეჯახა.

ეს არ არის ავღანელი ჯარისკაცების საზღვარგარეთ გაქცევის ერთადერთი შემთხვევა. მანამდე სახმელეთო გზით ასობით ჯარისკაცი გაიქცა ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.

სხვა მონაცემები ამ დროისთვის უცნობია.

  • თალიბები თვითმფრინავებში

მოჰამედ ნაჯიბულას რეჟიმის დაცემის შემდეგ 1992 წელს, "თალიბანმა" საკმაოდ დიდი საჰაერო ძალების ნარჩენები მემკვიდრეობით მიიღო. მაშინ "თალიბანის" ხელში რამდენიმე საბრძოლო მებრძოლი-მსუბუქი MiG-21MF-ი და მძიმე შემტევი Su-22 მოხვდა. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ Mi-8 შვეულმფრენები, სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავები და სასწავლო L-39.

საბოლოო ჯამში, ყველა ეს თვითმფრინავი ან 2001 წელს ამერიკული საჰაერო თავდასხმების დროს განადგრუდა ან მათი მდგომარეობა სხვა მიზეზებით გაუარესდა.

რისი გაკეთება შეუძლიათ ახლა თალიბებს ავღანეთის აეროდრომებზე დარჩენილი თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით?

  • ტექმომსახურება

მაშინაც კი, თუ თალიბანმა მწყობრში მყოფი თვითმფრინავების მოპოვება შეძლო, ისინი ტექნიკის მოვლის პრობლემის წინაშე დადგებიან.

როგორც რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს სამხედრო ექსპერტმა ილია კრამნიკმა BBC - ს რუსულ სამსახურს განუცხადა, ავღანეთის საჰაერო ძალებში ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე ტექნიკური მომსახურების სრული ციკლის გავლა მხოლოდ ორი ტიპის თვითმფრინავს შეეძლო - Mi -17 და C-208 Cessna Caravan.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა