მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მემკვიდრული დაავადებები და რჩევები რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის
მემკვიდრული დაავადებები და რჩევები რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის

მე­დი­ცი­ნის დახ­ვე­წი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვას­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბის რის­კე­ბი მცირ­დე­ბა. თუმ­ცა კვლავ დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ანუ და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა აქვს და მშობ­ლი­დან შვილს მარ­ტი­ვად გა­და­ე­ცე­მა. მათი პრე­ვენ­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნის გე­ნებ­ში დევს. ყვე­ლა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჯგუ­ფე­ბია: ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გულ–სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და დი­ა­ბე­ტი.

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი

სიმ­სივ­ნე მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს კვე­ბა, რა­დი­ა­ცია, გე­ნე­ტი­კა და სხვა. სა­ერ­თო შემ­თხვე­ვებს შო­რის მემ­კვიდ­რულ სიმ­სივ­ნეს 10-11% უკა­ვია. ზო­გა­დად, ით­ვლე­ბა, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნოს სიმ­სივ­ნეს მემ­კვიდ­რუ­ლი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა აქვს. ყვე­ლა­ზე ხში­რი მემ­კვიდ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­სივ­ნე კი არის ძუ­ძუს, საკ­ვერ­ცხე­ე­ბის და საშ­ვი­ლოს­ნოს კიბო. გე­ნე­ბი, რაც ქა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნულ სიმ­სივ­ნეს იწ­ვევს, მა­მა­კა­ცებ­ში პროს­ტა­ტის კი­ბოს იწ­ვევს. ასე­ვე, მემ­კვიდ­რუ­ლი ფორ­მი­საა ნაწ­ლა­ვის, პანკრე­ა­სის, კუ­ჭის სიმ­სივ­ნე.

სიმ­სივ­ნის რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც დატ­ვირ­თუ­ლი ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი აქვთ. რო­დე­საც ოჯა­ხის პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვებ­ში ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გვხვდე­ბა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი, ის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ვა შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე. სტა­ტის­ტი­კუ­რად, მემ­კვიდ­რუ­ლი კიბო ვი­თარ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ზედა ზღვა­რი არის 50 წელი. ამ ასა­კის შემ­დეგ მემ­კვიდ­რუ­ლი კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა იკ­ლებს.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ინ­ფარ­ქტი და ინ­სულ­ტი

ზო­გა­დად, გულს-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წესი იწ­ვევს. თუმ­ცა ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ში მემ­კვიდ­რულ ფაქ­ტორ­საც დიდი წილი გა­აჩ­ნია.

ინ­ფარ­ქტით ხში­რად ავად­დე­ბი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რო­მელ­თა ასა­კი 45 წელ­ზე მე­ტია. თუმ­ცა ბოლო დროს მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი „გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და“. საგ­რძნობ­ლად იმა­ტა ინ­ფარ­ქტის შემ­თხვე­ვებ­მა 35-დან 40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში. ად­რე­ულ ასაკ­ში ინ­ფარ­ქტი კი პირ­და­პირ გე­ნე­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბა­სა და მემ­კვიდ­რულ ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა. მემ­კვიდ­რუ­ლის გარ­და და­ა­ვა­დე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, სიმ­სუქ­ნე, უმოძ­რა­ო­ბა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, სტრე­სი.

ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გე­ნე­ტი­კურ გან­წყო­ბას ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე მოშ­ლა, სიკ­ვდი­ლი­სა და ინ­ვა­ლი­დო­ბის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზია. თუ თქვენს პირ­და­პირ ნა­თე­სავს ინ­სულ­ტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 45 წლამ­დე ასაკ­ში, მა­შინ დიდი გაფრ­თხი­ლე­ბა და მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

დი­ა­ბე­ტი

მემ­კვიდ­რუ­ლი ფორ­მა ახა­სი­ა­თებს დი­ა­ბე­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის წარ­მო­შო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია გე­ნე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის ფაქ­ტო­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ მის გან­ვი­თა­რე­ბას. ესე­ნია: გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სიმ­სუქ­ნე, ცხი­მო­ვა­ნი ცვლის მოშ­ლა. თუმ­ცა დი­ა­ბე­ტით შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს გამ­ხდა­რიც. თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი გე­ნე­ტი­კა­ში გაქვთ, მა­შინ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ წო­ნას, ნაკ­ლე­ბად მი­ირ­თვით ტკბი­ლე­უ­ლი.

ზემ­თო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და სხვა მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სიმ­სივ­ნის შემ­თხვე­ვა­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი იყო, რო­დე­საც ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ან­ჟე­ლი­ნა ჯო­ლიმ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ი­კე­თა. მას შემ­დეგ პრე­ვენ­ცი­ის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ის ოპ­ტი­მა­ლურ გა­მო­სავ­ლად არ მი­იჩ­ნე­ვა.

თუ რო­მე­ლი­მე მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კჯ­გუფ­ში ხართ, სა­უ­კე­თე­სო რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვაა. ზო­გა­დად, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რაც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დიდი ხარ­ჯე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის­გან იცავს. კრი­ტი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ზღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია და ის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დიდ ნა­წილს აზღვევს. შე­გიძ­ლი­ათ და­ე­ზღვი­ოთ შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე: ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, თა­ვის ტვი­ნის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, გუ­ლის ინ­ფარ­ქტი, გუ­ლის შუნ­ტი­რე­ბა, ინ­სულ­ტი, დამ­ბლა და სიბრმა­ვე. და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ღე­ბის გარ­და, თქვენ შეძ­ლებთ ნე­ბის­მი­ე­რი დი­აგ­ნო­ზის და მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მის გა­და­მოწ­მე­ბას მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში. ასე­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ შერ­ჩე­ულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბის, ვი­ზი­ტის და გან­თავ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა­საც მი­ი­ღებთ. თი­თო­ე­უ­ლი ეს კომ­პო­ნენ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თუ რო­მე­ლი­მე არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა გაქვთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ მას­ზე ზრუნ­ვა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე და­ი­წყოთ. მემ­კვიდ­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უმე­ტე­სად ახალ­გაზ­რდო­ბაშ­ვე იჩენს თავს. სის­ტე­მა­ტი­უ­რად გა­ი­ა­რეთ ექი­მის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია, რაც და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რისკს შე­ამ­ცი­რებს, და­ი­ცა­ვით მის მიერ მო­ცე­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რაც პრე­ცენ­ცი­ა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამავდრო­ულ­დად, არ და­გა­ვი­წყდეთ და­ზღვე­ვა, რაც და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მისი მარ­ტი­ვად მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
1

არც ერთი სადაზღვევო არ ანაზღაურებს აქ ქრონიკულ დაავადებებს, რისთვის წერთ ამ უაზრო სტატიებს

დ გ
0

2X 2 და წავიდააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მემკვიდრული დაავადებები და რჩევები რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის

მემკვიდრული დაავადებები და რჩევები რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის

მედიცინის დახვეწისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდების დანერგვასთან ერთად, სხვადასხვა დაავადების განვითარებისა და გართულების რისკები მცირდება. თუმცა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მემკვიდრული დაავადებები, ანუ დაავადებები, რომლებსაც გენეტიკური განწყობა აქვს და მშობლიდან შვილს მარტივად გადაეცემა. მათი პრევენცია საკმაოდ რთულია, რადგან დაავადება ადამიანის გენებში დევს. ყველაზე ხშირად გავრცელებული მემკვიდრული დაავადებების ჯგუფებია: ონკოლოგიური დაავადებები, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

ონკოლოგიური დაავადებები

სიმსივნე მულტიფაქტორული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კვება, რადიაცია, გენეტიკა და სხვა. საერთო შემთხვევებს შორის მემკვიდრულ სიმსივნეს 10-11% უკავია. ზოგადად, ითვლება, რომ ყველა ორგანოს სიმსივნეს მემკვიდრული წინასწარგანწყობა აქვს. ყველაზე ხშირი მემკვიდრული ხასიათის სიმსივნე კი არის ძუძუს, საკვერცხეების და საშვილოსნოს კიბო. გენები, რაც ქალებში აღნიშნულ სიმსივნეს იწვევს, მამაკაცებში პროსტატის კიბოს იწვევს. ასევე, მემკვიდრული ფორმისაა ნაწლავის, პანკრეასის, კუჭის სიმსივნე.

სიმსივნის რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც დატვირთული ოჯახური ანამნეზი აქვთ. როდესაც ოჯახის პირველი რიგის ნათესავებში ახალგაზრდა ასაკში გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, ის, დიდი ალბათობით, მემკვიდრეობით გადავა შთამომავლობაზე. სტატისტიკურად, მემკვიდრული კიბო ვითარდება ახალგაზრდა ასაკში. უმეტეს შემთხვევაში ზედა ზღვარი არის 50 წელი. ამ ასაკის შემდეგ მემკვიდრული კიბოს განვითარების ალბათობა იკლებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ინფარქტი და ინსულტი

ზოგადად, გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს სიკვდილიანობის თვალსაზრისით პირველი ადგილი უკავია. ეს არის მსოფლიოში გავრცელებული დაავადება, რომელსაც ძირითადად არასწორი ცხოვრების წესი იწვევს. თუმცა ინფარქტისა და ინსულტის გამომწვევ მიზეზებში მემკვიდრულ ფაქტორსაც დიდი წილი გააჩნია.

ინფარქტით ხშირად ავადდებიან მამაკაცები, რომელთა ასაკი 45 წელზე მეტია. თუმცა ბოლო დროს მიოკარდიუმის ინფარქტი „გაახალგაზრდავდა“. საგრძნობლად იმატა ინფარქტის შემთხვევებმა 35-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ადრეულ ასაკში ინფარქტი კი პირდაპირ გენეტიკურ მიდრეკილებასა და მემკვიდრულ ფაქტორს უკავშირდება. მემკვიდრულის გარდა დაავადების რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია: მაღალი არტერიული წნევა, სიმსუქნე, უმოძრაობა, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, სტრესი.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას ინსულტის შემთხვევაში, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, სიკვდილისა და ინვალიდობის გავრცელებული მიზეზია. თუ თქვენს პირდაპირ ნათესავს ინსულტი აქვს გადატანილი, განსაკუთრებით კი 45 წლამდე ასაკში, მაშინ დიდი გაფრთხილება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა აუცილებელია.

დიაბეტი

მემკვიდრული ფორმა ახასიათებს დიაბეტის რამდენიმე სახეობას. შაქრიანი დიაბეტის წარმოშობაზე პასუხისმგებელია გენების მთელი ჯგუფი. გასათვალისწინებელია, რომ მემკვიდრეობით გადადის ფაქტორებიც, რომლებიც იწვევენ მის განვითარებას. ესენია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, ცხიმოვანი ცვლის მოშლა. თუმცა დიაბეტით შეიძლება დაავადდეს გამხდარიც. თუ შაქრიანი დიაბეტი გენეტიკაში გაქვთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ წონას, ნაკლებად მიირთვით ტკბილეული.

ზემთო დასახელებული და სხვა მემკვიდრული დაავადებების პრევენცია რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რიგ შემთხვევაში კი ეს უბრალოდ შეუძლებელია. სიმსივნის შემთხვევაში გახმაურებული ფაქტი იყო, როდესაც ჰოლივუდის მსახიობმა ანჟელინა ჯოლიმ პრევენციული ოპერაციები გაიკეთა. მას შემდეგ პრევენციის ეს მიმართულება პოპულარული გახდა, თუმცა ამ დროისთვის ის ოპტიმალურ გამოსავლად არ მიიჩნევა.

თუ რომელიმე მემკვიდრული დაავადების განვითარების რისკჯგუფში ხართ, საუკეთესო რაც ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ, აღნიშნული დაავადებების დაზღვევაა. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში კრიტიკული დაავადებების დაზღვევა გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ბენეფიციარებს დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დიდი ხარჯებისა და დამატებითი პრობლემებისგან იცავს. კრიტიკული დაავადებების დაზღვევა საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ის ყველაზე გავრცელებული მემკვიდრული დაავადებების დიდ ნაწილს აზღვევს. შეგიძლიათ დაეზღვიოთ შემდეგ დაავადებებზე: ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, გულის შუნტირება, ინსულტი, დამბლა და სიბრმავე. დაზღვევის შემთხვევაში, მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის მიღების გარდა, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი დიაგნოზის და მკურნალობის გეგმის გადამოწმებას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ასევე, საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის, ვიზიტის და განთავსების ორგანიზებაში დახმარებასაც მიიღებთ. თითოეული ეს კომპონენტი წარმატებული მკურნალობისა და გამოჯანმრთელებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

თუ რომელიმე არაგადამდები დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა გაქვთ, მნიშვნელოვანია რომ მასზე ზრუნვა ადრეულ ასაკშივე დაიწყოთ. მემკვიდრული დაავადებები უმეტესად ახალგაზრდობაშვე იჩენს თავს. სისტემატიურად გაიარეთ ექიმის მაღალკვალიფიციური კონსულტაცია, რაც დაავადების გაჩენის რისკს შეამცირებს, დაიცავით მის მიერ მოცემული თითოეული რეკომენდაცია, რაც პრეცენციაში დაგეხმარებათ. ამავდროულდად, არ დაგავიწყდეთ დაზღვევა, რაც დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მარტივად მართვის შესაძლებლობას მოგცემთ.