საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

„ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად ანა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ხოლო საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტად ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და­ა­სა­ხე­ლა.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბი­ბი­ლაშ­ვილს კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა აქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ჩვენ მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ურ­ბა­ნის­ტი, არ­ქი­ტექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი - ანა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი. რო­მელ­საც კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა აქვს, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი „ლე­ლო­სი“ და აქვს ხედ­ვა, რომ ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი იქ­ნას. მე მინ­და მო­გი­წო­დოთ ყვე­ლას, რომ მხა­რი და­უ­ჭი­როთ „ლე­ლოს“, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ ნე­ბის­მი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, რად­გან დღეს სა­ერთ მი­ზა­ნი გვა­მოძ­რა­ვებს. ბრძო­ლა ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი არაა, არა­მედ ბრძო­ლაა შიმ­ში­ლის, სი­ღა­ტა­კის, უმუ­შევ­რო­ბის და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ნი­ჰი­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ ქა­ლა­ქი­დან უნდა და­ი­წყოს ამის ცვლი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პარ­ტი­ი­დან ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე იქ­ნე­ბა.

"მე მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ, პარ­ტი­ის საკ­რე­ბუ­ლოს სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. ის არის, ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი, მე­გო­ბა­რი - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე. ის გა­უ­ძღვე­ბა ქა­ლაქ­ში საკ­რე­ბუ­ლოს სიას და ჩვენ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ხა­ზა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხალ­ხმა აირ­ჩი­ოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის გზა.

„2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის. ეს არ არის არ­ჩევ­ნე­ბი მხო­ლოდ მე­რე­ბის ან საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი, არა­მედ ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­მაც უნდა გან­სა­ზღვროს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღე, ეს არის ტეს­ტი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, რო­მელ­მაც უნდა აირ­ჩი­ოს, თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში სურს მას ცხოვ­რე­ბა, - უნდა, რომ იყოს ჩა­კე­ტილ 30-იან წრე­ში, თუ გა­არ­ღვი­ოს ეს წრე და ქვე­ყა­ნა და­ა­ყე­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის და აღორ­ძი­ნე­ბის გზა­ზე. ქვე­ყა­ნას მივ­ცეთ შან­სი, რომ უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში, 2022-ში და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ქვე­ყა­ნა გა­და­ვა სრუ­ლად კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მა სწო­რედ კო­ა­ლი­ცი­ურ მარ­თვას ნიშ­ნავს, რუ­სუ­ლი სის­ტე­მა ნიშ­ნავს ერ­თმმარ­თვე­ლო­ბას, - ჩვენ ამას ყვე­ლამ ერ­თად უნდა და­ვაღ­წი­ოთ თავი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

რო­გორც ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, დროა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ძი­რე­უ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იგ­რძნოს.

მი­სი­ვე თქმით, 2 ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი სწო­რედ ამის შან­სია.

„დღეს ჩვენ ვი­წყებთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც თქვენ უნდა მო­გი­ტა­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბა პან­დე­მი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ზე, ტყუ­ილ­ზე, უი­მე­დო­ბა­ზე, კო­რუფ­ცი­ა­ზე. ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა უნდა იგ­რძნოს გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბა, უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის ძი­რე­უ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი. უკ­ლებ­ლივ, თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა, მი­უ­ხე­და­ვად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და რა თქმა უნდა, მათ შო­რის და­მარ­ცხე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დელ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მაც, - ეს უნდა იყოს არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­თავ­რებს არა­კომ­პე­ტენ­ტურ მარ­თვას, ნე­პო­ტიზმს, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვას, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­შა­ვე­ბას, დე­მო­ნი­ზა­ცი­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიასე
13

კარგი პარტიაა, წარმატებები. 

რეზერვუარების მღებავი
0

ეჰ, ამ ორ "ვაჟკაცს" არ ვიცნობდე მაინც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.

„ჩვენ მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი - ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნას. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს საერთ მიზანი გვამოძრავებს. ბრძოლა ვინმე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ კი არაა, არამედ ბრძოლაა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის და რაც ყველაზე მთავარია ნიჰილიზმის წინააღმდეგ. ამ ქალაქიდან უნდა დაიწყოს ამის ცვლილება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პარტიიდან ბადრი ჯაფარიძე იქნება.

"მე მინდა წარმოგიდგინოთ, პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის, ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, აუცილებელია, ხალხმა აირჩიოს განვითარებისა და აღორძინების გზა.

„2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მერების ან საკრებულოს წევრების არჩევნები, არამედ ისტორიული არჩევნებია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ეს არის ტესტი ქართველი ხალხის, რომელმაც უნდა აირჩიოს, თუ როგორ ქვეყანაში სურს მას ცხოვრება, - უნდა, რომ იყოს ჩაკეტილ 30-იან წრეში, თუ გაარღვიოს ეს წრე და ქვეყანა დააყენოს განვითარების და აღორძინების გზაზე. ქვეყანას მივცეთ შანსი, რომ უახლოეს თვეებში, 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ქვეყანა გადავა სრულად კოალიციურ მმართველობაზე. ევროპული სისტემა სწორედ კოალიციურ მართვას ნიშნავს, რუსული სისტემა ნიშნავს ერთმმართველობას, - ჩვენ ამას ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დროა საზოგადოებამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესება იგრძნოს.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამის შანსია.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელმაც თქვენ უნდა მოგიტანოთ გამარჯვება პანდემიაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ტყუილზე, უიმედობაზე, კორუფციაზე. ამ არჩევნების შემდეგ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იგრძნოს გარდამტეხი ცვლილებების დაწყება, უმძიმესი ვითარების ძირეულად გაუმჯობესება, ქვეყნის გადარჩენის შანსი. უკლებლივ, თითოეულმა თქვენგანმა, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა და რა თქმა უნდა, მათ შორის დამარცხებული „ქართული ოცნების“ დღევანდელმა მხარდამჭერებმაც, - ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში დაამთავრებს არაკომპეტენტურ მართვას, ნეპოტიზმს, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას, დემონიზაციისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების და სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.