პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"
მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"

და­ნი­ელ კრე­ი­გი მი­იჩ­ნევს, რომ შვი­ლე­ბის­თვის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ლი­ო­ნე­ბის გა­და­ცე­მა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და. რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მას ბევ­რი მომ­ხრე აღ­მო­აჩ­ნდა.

კრე­ი­გის მსგავ­სად მსოფ­ლი­ოს ბევ­რი მი­ლი­არ­დე­რი და მი­ლი­ო­ნე­რი ფიქ­რობს. ვინ არი­ან ისი­ნი?

აა­რონ სპე­ლინ­გი

ცნო­ბი­ლი ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რის, აა­რონ სპე­ლინ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მთლი­ა­ნი ქო­ნე­ბა მის მე­უღ­ლეს დარ­ჩა. ფი­ნან­სებს მთლი­ა­ნად ქენ­დი­სი აკონ­ტრო­ლებს. 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან მათ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, მსა­ხი­ობ­მა ტორი სპე­ლინ­გმა, მხო­ლოდ 800,000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

ჯინ სი­მონ­სი

ღა­რი­ბი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ჯინ სი­მონ­სი, სა­ნამ როკ ჯგუფ KISS- ის რო­კე­რი გახ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობ­და. ჩვე­ვას არც გამ­დიდ­რე­ბის შემ­დეგ უღა­ლა­ტა. მან მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ფუ­ფუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის ორ შვილს მუ­შა­ო­ბას და ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას აი­ძუ­ლებ­და.

„ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ყო­ველ­დღე ად­გნენ დი­ლით ადრე, იმუ­შა­ონ და გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე. იპო­ვონ სა­კუ­თა­რი გზა.“ - აცხა­დებს ჯინი.

ნი­გე­ლა ლო­უსო­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მზა­რე­უ­ლი ნი­გე­ლა ლო­უსო­ნი ძა­ლი­ან მდი­დარ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურს მის ორ შვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, კო­ზი­მა­სა და ბრუ­ნოს ჰქონ­დეთ ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რად­გან ეს „ანად­გუ­რებს ადა­მი­ა­ნებს“.

მას შემ­დეგ ვარ­სკვლავ­მა მზა­რე­ულ­მა, მწე­რალ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა გან­მარ­ტა, რომ ის შვი­ლებს ძა­ლი­ან მცი­რე ქო­ნე­ბას და­უ­ტო­ვებს.

და­ნი­ელ კრე­ი­გი

ჯე­იმს ბონ­დის ვარ­სკვლავ­მა და­ნი­ელ კრე­იგ­მა ჟურ­ნალ Candis-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ "მემ­კვიდ­რე­ო­ბის შვი­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მა იმე­დე­ბის გაც­რუ­ე­ბას იწ­ვევს.“

კრე­იგს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი, ელა ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი სამი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. წყვი­ლი თვლის, რომ უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ანს აფუ­ჭებს, ამი­ტომ ქო­ნე­ბის და­ტო­ვე­ბას შვი­ლე­ბის­თვის არ გეგ­მა­ვენ.

ჯეკი ჩანი

მსა­ხი­ობს და ჰო­ლი­ვუ­დის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ვარ­სკვლავს ორი შვი­ლი, ვაჟი- ჯე­ი­სი და ქა­ლიშ­ვი­ლი, ეტა ნგი ჰყავს. მას აქვს სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჯეკი ჩა­ნის ფონ­დი“ და თა­ვი­სი ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მას ამ ფონ­დის­თვის გეგ­მავს.

2011 წელს მან NewsAsia- ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის შვი­ლებს სა­კუ­თა­რი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა თა­ვად შე­უძ­ლი­ათ.

გორ­დონ რამ­ზი

მულ­ტი­მი­ლი­ო­ნერ­მა შეფ-მზა­რე­ულ­მა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 70 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია, გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს მი­ი­ღე­ბენ.

“ერ­თა­დერ­თი, რა­საც მე ვე­თან­ხმე­ბი არის ის, რომ ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ 25% -იან დე­პო­ზიტს ბი­ნის­თვის“, -გა­ნა­ცხა­და გორ­დონ რამ­ზიმ. მისი თქმით, მას გა­უ­მარ­თლა კა­რი­ე­რა­ში და სურს, რომ შვი­ლებ­მაც შეძ­ლონ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვის გა­ტა­ნა.

სტინ­გი

2014 წელს მუ­სი­კოს­მა და მსა­ხი­ობ­მა სტინ­გმა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც მა­შინ 300 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო, ბრი­ტა­ნულ გა­ზეთს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას არ სურს მისი ექ­ვსი შვი­ლის­თვის “ნდო­ბის ფონ­დის“ და­ტო­ვე­ბა.

მისი თქმით, შვი­ლე­ბი მას ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად თით­ქმის არ მი­მარ­თა­ვენ, რაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

მა­კენ­ზი სკო­ტი

მა­კენ­ზი სკოტს ყო­ფილ ქმარ­თან, ჯეფ ბე­ზოს­თან ოთხი შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე ძვი­რი, რაც კი ოდეს­მე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მა­კენ­ზიმ ქმრის­გან 35 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ი­ღო, რი­თაც მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე უმ­დიდ­რე­სი ქალი გახ­და.

თუმ­ცა ამ სიმ­დიდ­რით ბე­ზო­სის შვი­ლე­ბი სუ­ლაც არ ისარ­გებ­ლე­ბენ, რად­გან სკოტ­მა თით­ქმის მთე­ლი თან­ხა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში და­ხარ­ჯა. მან ასე­ვე პი­რო­ბა დადო, რომ მისი ქო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის ქველ­მოქ­მე­დე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალ
3

დღეს ვნახე ეს სტატია რომელიღაც ამერიკულ საითზე. ჭკვიანი ხალხია ეს უცხოელები, საკუთარ შვილებს წინსვლის და განვითარების მოტივაციას არ უკლავენ. 

dmt
0

აუ მოდი რა ბილ გეითზე 20 წელია მესმის შვილს ქონებას არ უტოვებსო. ისე წერთ ეგეთ პოსტებს ვითომ დღე დღეზე უნდა გარდაიცვალონ. უორენ ბაფეტიც მაგას იძახის მაგრამ აგერ მისი შვილი უკვე პენსიის ასაკს უკაკუნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"

მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ - "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს"

დანიელ კრეიგი მიიჩნევს, რომ შვილებისთვის მემკვიდრეობით მილიონების გადაცემა ზიანის მომტანია. ამის შესახებ მსახიობმა მედიაში რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას ბევრი მომხრე აღმოაჩნდა.

კრეიგის მსგავსად მსოფლიოს ბევრი მილიარდერი და მილიონერი ფიქრობს. ვინ არიან ისინი?

აარონ სპელინგი

ცნობილი ტელეპროდიუსერის, აარონ სპელინგის გარდაცვალების შემდეგ მთლიანი ქონება მის მეუღლეს დარჩა. ფინანსებს მთლიანად ქენდისი აკონტროლებს. 600 მილიონი დოლარიდან მათმა ქალიშვილმა, მსახიობმა ტორი სპელინგმა, მხოლოდ 800,000 დოლარი მიიღო.

ჯინ სიმონსი

ღარიბი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ჯინ სიმონსი, სანამ როკ ჯგუფ KISS- ის როკერი გახდებოდა, ძალიან ბევრს მუშაობდა. ჩვევას არც გამდიდრების შემდეგ უღალატა. მან მედიასთან განაცხადა, რომ ფუფუნების მიუხედავად, მის ორ შვილს მუშაობას და ფულის გამომუშავებას აიძულებდა.

„ისინი ვალდებულნი არიან ყოველდღე ადგნენ დილით ადრე, იმუშაონ და გააკეთონ თავიანთი საქმე. იპოვონ საკუთარი გზა.“ - აცხადებს ჯინი.

ნიგელა ლოუსონი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მზარეული ნიგელა ლოუსონი ძალიან მდიდარ ოჯახში გაიზარდა, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ არ სურს მის ორ შვილს პირველი ქორწინებიდან, კოზიმასა და ბრუნოს ჰქონდეთ ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან ეს „ანადგურებს ადამიანებს“.

მას შემდეგ ვარსკვლავმა მზარეულმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა განმარტა, რომ ის შვილებს ძალიან მცირე ქონებას დაუტოვებს.

დანიელ კრეიგი

ჯეიმს ბონდის ვარსკვლავმა დანიელ კრეიგმა ჟურნალ Candis-თან ინტერვიუში თქვა, რომ "მემკვიდრეობის შვილებისთვის გადაცემა იმედების გაცრუებას იწვევს.“

კრეიგს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, ელა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან კი სამი წლის ქალიშვილი. წყვილი თვლის, რომ უზრუნველი ცხოვრება ადამიანს აფუჭებს, ამიტომ ქონების დატოვებას შვილებისთვის არ გეგმავენ.

ჯეკი ჩანი

მსახიობს და ჰოლივუდის საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავს ორი შვილი, ვაჟი- ჯეისი და ქალიშვილი, ეტა ნგი ჰყავს. მას აქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჯეკი ჩანის ფონდი“ და თავისი ქონების გადაცემას ამ ფონდისთვის გეგმავს.

2011 წელს მან NewsAsia- ს განუცხადა, რომ მის შვილებს საკუთარი ფულის გამომუშავება თავად შეუძლიათ.

გორდონ რამზი

მულტიმილიონერმა შეფ-მზარეულმა, რომლის ქონებაც 70 მილიონ დოლარზე მეტია, განაცხადა, რომ მისი შვილები მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ.

“ერთადერთი, რასაც მე ვეთანხმები არის ის, რომ ისინი მიიღებენ 25% -იან დეპოზიტს ბინისთვის“, -განაცხადა გორდონ რამზიმ. მისი თქმით, მას გაუმართლა კარიერაში და სურს, რომ შვილებმაც შეძლონ კრიზისულ ვითარებაში თავის გატანა.

სტინგი

2014 წელს მუსიკოსმა და მსახიობმა სტინგმა, რომლის ქონებაც მაშინ 300 მილიონი დოლარი იყო, ბრიტანულ გაზეთს განუცხადა, რომ მას არ სურს მისი ექვსი შვილისთვის “ნდობის ფონდის“ დატოვება.

მისი თქმით, შვილები მას ფინანსური დახმარების გასაწევად თითქმის არ მიმართავენ, რაც დასაფასებელია.

მაკენზი სკოტი

მაკენზი სკოტს ყოფილ ქმართან, ჯეფ ბეზოსთან ოთხი შვილი ჰყავს. ისინი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. წყვილის განქორწინების ხელშეკრულება იყო ყველაზე ძვირი, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა. მაკენზიმ ქმრისგან 35 მილიარდი დოლარი მიიღო, რითაც მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ქალი გახდა.

თუმცა ამ სიმდიდრით ბეზოსის შვილები სულაც არ ისარგებლებენ, რადგან სკოტმა თითქმის მთელი თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა. მან ასევე პირობა დადო, რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი ყოველთვის ქველმოქმედებას მოხმარდება. წაიკითხეთ სრულად