ავტორი:

31 წლის უელსელი მორაგბე, გულის შეტევის შედეგად, მოედანზე გარდაიცვალა

31 წლის უელსელი მორაგბე, გულის შეტევის შედეგად, მოედანზე გარდაიცვალა

31 წლის უელსელი მორაგბე, ალექს ევანსი, გულის შეტევის შედეგად, მოედანზე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევანსი Cwmllynfell-ის კლუბში თამაშობდა. "კრინანტთან" მატჩი კლუბის მცველის პატივსაცემად იმართებოდა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, ალექს ევანსმა თამაშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მოედანი დატოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გული გაუჩერდა. ექიმებმა სპორტსმენს სასწრაფო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ჩვენი ძმა მოედანზე დავკარგეთ, ეს ძალიან მტკივნეულია", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მორაგბეს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.