პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაივანში, კრიტიკის მიუხედავად, ადგილზე შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებენ
ტაივანში, კრიტიკის მიუხედავად, ადგილზე შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებენ

კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ტა­ი­ვან­მა მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი Covid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის და­ნერგვა ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო.

დამ­ტკი­ცე­ბის დროს, Medigen Vaccine Biologics Corp-ის მიერ წარ­მო­ე­ბულ ვაქ­ცი­ნას ჯერ არ ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ეტა­პი, მაგ­რამ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გა­სულ თვეს ტა­ი­ვა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მა­ინც გას­ცა.

მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ტა­ი­ვა­ნე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის ინექ­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი “ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შე­დეგს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

"მე­დი­გე­ნი", რო­მე­ლიც სი­ტყვა­სი­ტყვით "მა­ღალ ხა­რისხს" ნიშ­ნავს, არის რე­კომ­ბი­ნან­ტუ­ლი ცი­ლო­ვა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც Novavax-ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის მსგავ­სია.

”ჩვენ ბევ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა. და­ფიქ­სირ­და ძა­ლი­ან ცოტა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, თით­ქმის არა­ნა­ი­რი ცხე­ლე­ბა და ასე შემ­დეგ. ასე რომ ყვე­ლას შე­უძ­ლია იყოს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი", - გა­ნუ­ცხა­და "რო­ი­ტერს" კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ჩარლზ ჩენ­მა.

მო­უ­ხე­და­ვად კვლე­ვე­ბი­სა, ვაქ­ცი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ტა­ი­ვა­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­დის. მათი გან­ცხა­დე­ბით, ტეს­ტი­რე­ბის სა­მი­ვე ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, რის გა­მოც ნა­ად­რე­ვია ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე დას­კვნე­ბის კე­თე­ბა. ერთ - ერ­თმა მათ­გან­მა თქვა, რომ ტა­ი­ვა­ნე­ლებს ისე არ უნდა მო­ექ­ცნენ, რო­გორც "ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თეთრ ვირ­თხებს“.

პარ­ტი­ის ორმა ცნო­ბილ­მა წევ­რმა მი­აღ­წია და სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­ა­უქ­მა სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა, რო­მე­ლიც გა­უქ­მე­ბუ­ლია არა­საკ­მა­რი­სი ტეს­ტი­რე­ბის გამო.

“მე­დი­გე­ნის“ ვაქ­ცი­ნა­ზე უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 700 000 -ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ვაქ­ცი­ნა ორ­ჯე­რა­დად, 28 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. ტა­ი­ვა­ნის 23.5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის 5% -ზე ნაკ­ლე­ბი სრუ­ლად არის აც­რი­ლი, 40% -ს კი მხო­ლოდ ერთი დოზა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. წყა­რო

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტა­ი­ვა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ცაი ინ-ვენი სა­ჯა­როდ აიც­რა ქვე­ყა­ნა­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი "მე­დი­გე­ნის“ ვაქ­ცი­ნით და ამით მხა­რი და­უ­ჭი­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ტაივანში, კრიტიკის მიუხედავად, ადგილზე შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებენ

ტაივანში, კრიტიკის მიუხედავად, ადგილზე შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას იწყებენ

კრიტიკის მიუხედავად, ტაივანმა მათ მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა ქვეყანაში ოფიციალურად დაიწყო.

დამტკიცების დროს, Medigen Vaccine Biologics Corp-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას ჯერ არ ჰქონდა დასრულებული კვლევების მესამე ეტაპი, მაგრამ საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასულ თვეს ტაივანის ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც გასცა.

მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ვაქცინის უსაფრთხოების მხრივ ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ტაივანელების მტკიცებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინის ინექციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები “ასტრაზენეკას“ შედეგს არ ჩამოუვარდება.

"მედიგენი", რომელიც სიტყვასიტყვით "მაღალ ხარისხს" ნიშნავს, არის რეკომბინანტული ცილოვანი ვაქცინა, რომელიც Novavax-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის მსგავსია.

”ჩვენ ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ყველამ დაინახა თუ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ვაქცინა. დაფიქსირდა ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა, თითქმის არანაირი ცხელება და ასე შემდეგ. ასე რომ ყველას შეუძლია იყოს თავდაჯერებული", - განუცხადა "როიტერს" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჩენმა.

მოუხედავად კვლევებისა, ვაქცინის წინააღმდეგ ტაივანის ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი გამოდის. მათი განცხადებით, ტესტირების სამივე ეტაპი დასრულებული არ არის, რის გამოც ნაადრევია ვაქცინის უსაფრთხოებაზე დასკვნების კეთება. ერთ - ერთმა მათგანმა თქვა, რომ ტაივანელებს ისე არ უნდა მოექცნენ, როგორც "ლაბორატორიის თეთრ ვირთხებს“.

პარტიის ორმა ცნობილმა წევრმა მიაღწია და სასამართლოს შუამდგომლობით გააუქმა საგანგებო გამოყენების ნებართვა, რომელიც გაუქმებულია არასაკმარისი ტესტირების გამო.

“მედიგენის“ ვაქცინაზე უკვე დარეგისტრირებულია 700 000 -ზე მეტი ადამიანი. ვაქცინა ორჯერადად, 28 დღის ინტერვალით კეთდება. ტაივანის 23.5 მილიონი ადამიანის 5% -ზე ნაკლები სრულად არის აცრილი, 40% -ს კი მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული. წყარო

საინტერესოა, რომ ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი საჯაროდ აიცრა ქვეყანაში შემუშავებული "მედიგენის“ ვაქცინით და ამით მხარი დაუჭირა ადგილობრივი ვაქცინის გამოყენებას.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა