სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი, პანდემიის დროს, უფროსი თაობის ადამიანებს?
როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი, პანდემიის დროს, უფროსი თაობის ადამიანებს?

პან­დე­მი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფენა და­ა­ზა­რა­ლა და ეს ზა­რა­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ გა­ნი­ცა­და. თუმ­ცა ზა­რა­ლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი და ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ასე­ვე დიდი სხვა­ო­ბაა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას შო­რის - ძლი­ერ­მა და გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა კრი­ზი­სი უკე­თე­სად მარ­თეს და მო­ქა­ლა­ქე­ებს უფრო ეფექ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში კი ვი­თა­რე­ბა უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო­ებს არ გა­აჩ­ნდათ საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი, რათა ბიზ­ნე­სი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­თა­ნა­დო ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ.

სა­ერ­თო კრი­ზი­სი­სა და ფი­ნან­სუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის ფონ­ზე გა­მოჩ­ნდნენ ისე­თი ერ­თე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით ხე­ლის მოთ­ბო­ბა გა­და­წყვი­ტეს და ისე­დაც პრობ­ლე­მე­ბით დატ­ვირ­თულ ადა­მი­ა­ნებს და­მა­ტე­ბი­თი საზ­რუ­ნა­ვი გა­უ­ჩი­ნეს. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ტაქ­სო­კომ­პა­ნი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი შე­ი­ზღუ­და, მათ მომ­ხმა­რებ­ლებს გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­სამ­მა­გე­ბუ­ლი ტა­რი­ფიც კი შეს­თა­ვა­ზეს. ისე­დაც გა­სა­ჭირ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ბიზ­ნესს, ვი­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა უწევ­და, ეს და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სურ წნე­ხად და­აწ­ვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­პი­რის­პი­როდ არ­სე­ბო­ბენ ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ზო­გა­დად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა კრი­ზი­სის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მარ­ტი­ვად გა­და­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათი აქ­ტი­ვო­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­და­რე­ბით ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი იყო და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კამ ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ნან­სუ­რად კარ­გად გა­უძ­ლო. მე­ტიც, ივ­ლი­სის და­სას­რულს ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ­ლი­თაც შტა­ტე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რივ მმარ­თვე­ლო­ბას მო­უ­წო­და, ჯერ კი­დევ აუც­რე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის 100 დო­ლა­რი გა­და­ე­ხა­და, რათა აც­რის­თვის წა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და ბა­ი­დე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა სწო­რედ მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი არც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სურ­ვე­ლი ტემ­პით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკა­ნას­კნე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აქ­ტი­ურ­და, კი­დევ მე­ტია სა­ჭი­რო. ამ დრო­ის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში 60 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე 60 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა. NCDC-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 მარ­ტი­დან 15 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით 75+ წლის 17 664 კაცი აიც­რა. და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­უ­რია 60-65, 65-70 და 70-75 ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი აც­რი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი 60 წლამ­დე აც­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვზე და­ბა­ლია...უფ­რო­სი თა­ო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, ახალ­გაზ­რდებ­თან შე­და­რე­ბით, აც­რის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ბა­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბით და აც­რა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის არ­ცოდ­ნით. უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლად მცხოვ­რებთ, ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა ნაკ­ლე­ბად აქვთ და არც სა­ჭი­რო უნა­რე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, რომ ონ­ლა­ინ­რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რონ.

ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ეს მათ­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ერ­თე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას რე­გის­ტრა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მას­შტა­ბუ­რი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაა; იმ კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რავს, ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ერთ ან რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტულ სო­ფელს სტუმ­რო­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვებს რე­გის­ტრა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა "ლი­ბერ­თის" ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს ახალ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ბან­კის ფი­ლი­ა­ლე­ბის გარ­და, ვაქ­ცი­ნა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ სოფ­ლად მცხოვ­რებ იმ პი­რებ­საც, ვი­საც მო­ბი­ლუ­რი ბან­კი - "ლი­ბერ­თი ექ­სპრე­სი" ემ­სა­ხუ­რე­ბა.

უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც ისი­ნი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თუ სა­ზო­გა­დოდ იღე­ბენ. მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ მათ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­უ­წი­ონ დახ­მა­რე­ბა. უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა დღეს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში შე­უძ­ლი­ათ.

"ევექ­სის" კლი­ნი­კებ­ში 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ჩა­ი­ტა­რონ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, ექოს­კო­პია, რენტგე­ნი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მი­ი­ღონ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცია. ფას­დაკ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, რომ "ლი­ბერ­თის" სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­და­ი­ხა­დონ.

"ფარ­მა­დე­პოს" 180-ზე მეტ აფ­თი­აქ­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 20%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ 2 200-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტზე, მათ შო­რის ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ცი­ის დროს "ლი­ბერ­თის" სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში.

"ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტის ნე­ბის­მი­ერ ობი­ექ­ტზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 350-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქტზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბია სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის.

არა­ნაკ­ლებ და­სა­ფა­სე­ბე­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი­სა და რი­გე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ეხე­ბა. და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­გორ ხდე­ბა რი­გე­ბის მარ­თვა "ლი­ბერ­თი­ში", რო­მე­ლიც უფ­რო­სი თა­ო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თავ­შეყ­რის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია.

"ჩვე­ნი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რო­მელ­თა სა­პენ­სიო თუ სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თე­ბის პინ­კო­დის მოქ­მე­დე­ბის ვადა 1-ლი აგ­ვის­ტო­დან 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში იწუ­რე­ბა, ვადა ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უგ­რძელ­დე­ბათ 1-ლ ნო­ემ­ბრამ­დე და ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლებს არ მო­უ­წევთ ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ში ვი­ზი­ტი პინ­კო­დის გა­სა­ახ­ლებ­ლად. ეს რი­გე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს. თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ში ვი­ზი­ტის დროს მკაც­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­გე­ბი. რი­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­ლია თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი. ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი სერ­ვის­ცენ­ტრე­ბის გარე სივ­რცე­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია სას­მე­ლი წყა­ლი, ქოლ­გე­ბი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - გან­მარ­ტა­ვენ "ლი­ბერ­თი­ში".

თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის, კომ­პა­ნი­ის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სა­ხელ­მწი­ფოს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ, მიზ­ნობ­რივ და ეფექ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უძ­ლია კრი­ზი­სის წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლახ­ვა და სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის შექ­მნა. პან­დე­მი­ის ნაკ­ლე­ბი ზა­რა­ლით და­სა­მარ­ცხებ­ლად მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თი­თო­ე­უ­ლის თუნ­დაც მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბით, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ტო­რი: ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(
0

საკუთარ თანამშრომლებს რას უკეთებს ხომ ვერ მეტყვით?დღეეში 14,70 ლარს რომ უხდის..რა კარგათ ზრუნავს არააა? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...

nato
1

daexmaron am umushevar xalxs zogma rom bina dakarga zogi ver mushaobs versad zogs sakvebi ar akvs garda puris es xalxi kvela daxmarebis girsia saxelmwifom u nda IZRUNOS DA MARTO IMAS RATOM AR AKCEVEN KURAdgebas xalxma kom unaluri riti gadaixados bavshvebs kvenba unda da ara carieli puri gaigon daxmarebebi mdidAr biznesmenebma sheitanon tanxa romelime bankshi xalxis dasaxmareblad kv elA FULIANI ROM SHEITANS TANXAS XSALXS ESHVELEBA DA AGAR IKNEBA aseti mdzime ekonomiuri mdgomareoba zogiert ojaxshi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი, პანდემიის დროს, უფროსი თაობის ადამიანებს?

როგორ ეხმარება კერძო ბიზნესი, პანდემიის დროს, უფროსი თაობის ადამიანებს?

პანდემიამ საზოგადოების ყველა ფენა დააზარალა და ეს ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანამ განიცადა. თუმცა ზარალის მაჩვენებლები სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფისთვის ერთმანეთისგან განსხვავდება. ასევე დიდი სხვაობაა სხვადასხვა ქვეყანას შორის - ძლიერმა და განვითარებულმა სახელმწიფოებმა კრიზისი უკეთესად მართეს და მოქალაქეებს უფრო ეფექტური დახმარება აღმოუჩინეს, განვითარებად ქვეყნებში კი ვითარება უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფოებს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი, რათა ბიზნესისა და მოსახლეობისთვის სათანადო ფინანსური დახმარება გაეწიათ.

საერთო კრიზისისა და ფინანსური სიდუხჭირის ფონზე გამოჩნდნენ ისეთი ერთეული კომპანიებიც, რომლებმაც არსებული ვითარებით ხელის მოთბობა გადაწყვიტეს და ისედაც პრობლემებით დატვირთულ ადამიანებს დამატებითი საზრუნავი გაუჩინეს. მაგალითად, საქართველოში ასეთი ტაქსოკომპანიები აღმოჩნდნენ. როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდა, მათ მომხმარებლებს გაორმაგებული და რიგ შემთხვევაში, გასამმაგებული ტარიფიც კი შესთავაზეს. ისედაც გასაჭირში მყოფ მოქალაქეებსა და ბიზნესს, ვისაც თანამშრომლების ტაქსით გადაადგილება უწევდა, ეს დამატებით ფინანსურ წნეხად დააწვა. საბედნიეროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანიების საპირისპიროდ არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც საკუთარი მომხმარებლებისა და ზოგადად, ფართო საზოგადოების დახმარებაზე მაქსიმალურად არიან ორიენტირებული. საბოლოო ჯამში, ასეთი კომპანიების მიერ განხორციელებული თითოეული აქტივობა კრიზისის შეძლებისდაგვარად მარტივად გადატანას ემსახურება. მათი აქტივობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, აშშ-ში მოქალაქეების დახმარებისა და ხელშეწყობის პროგრამა ძალიან მასშტაბური იყო და ქვეყნის ეკონომიკამ ამ ყველაფერს ფინანსურად კარგად გაუძლო. მეტიც, ივლისის დასასრულს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც შტატებისა და რეგიონების ადგილობრივ მმართველობას მოუწოდა, ჯერ კიდევ აუცრელი ამერიკელებისთვის 100 დოლარი გადაეხადა, რათა აცრისთვის წაეხალისებინა. ამ პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შენელებული იყო და ბაიდენის ინიციატივა სწორედ მის გააქტიურებას ისახავდა მიზნად.

ვაქცინაციის პროცესი არც საქართველოში მიმდინარეობს სასურველი ტემპით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, "ფაიზერის" ვაქცინის შემოსვლის შემდეგ, პროცესი მნიშვნელოვნად გააქტიურდა, კიდევ მეტია საჭირო. ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში 60 წლამდე მოქალაქეების ჩართულობა უფრო მაღალია, ვიდრე 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისა. NCDC-ის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 15 მარტიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 75+ წლის 17 664 კაცი აიცრა. დაახლოებით ანალოგიურია 60-65, 65-70 და 70-75 ასაკობრივი კატეგორიების აცრის მაჩვენებელიც. საბოლოო ჯამში, 60 წელს გადაცილებული აცრილი მოქალაქეების რიცხვი 60 წლამდე აცრილი მოსახლეობის რიცხვზე დაბალია...უფროსი თაობის მოქალაქეებში, ახალგაზრდებთან შედარებით, აცრის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ სანდო ინფორმაციაზე დაბალი ხელმისაწვდომობით და აცრაზე რეგისტრაციის არცოდნით. უფროსი თაობის ადამიანებს და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთ, ინტერნეტზე წვდომა ნაკლებად აქვთ და არც საჭირო უნარები გააჩნიათ, რომ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ.

ახალგაზრდების დახმარების გარეშე ეს მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მეტად დასაფასებელი აღმოჩნდა ერთეული ახალგაზრდების ინიციატივა, რომ სოფლების მოსახლეობას რეგისტრაციაში დახმარებოდნენ. ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური კერძო კომპანიების აქტიურობაა; იმ კომპანიების დახმარება, რომელთა საქმიანობაც მთელ საქართველოს ფარავს, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური პირების, რომლებიც ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ სოფელს სტუმრობენ და ადგილობრივებს რეგისტრაციაში ეხმარებიან. ასეთი აღმოჩნდა "ლიბერთის" ინიციატივა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში ეხმარებიან. ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ სოფლად მცხოვრებ იმ პირებსაც, ვისაც მობილური ბანკი - "ლიბერთი ექსპრესი" ემსახურება.

უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დახმარება, რომლებსაც ისინი პანდემიის პერიოდში თუ საზოგადოდ იღებენ. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიები ყოველთვის ცდილობენ მათ შეძლებისდაგვარად გაუწიონ დახმარება. უფროსი თაობის ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარების მიღება დღეს რამდენიმე კომპანიაში შეუძლიათ.

"ევექსის" კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა, რომ "ლიბერთის" სოციალური ბარათით გადაიხადონ.

"ფარმადეპოს" 180-ზე მეტ აფთიაქში უფროსი თაობის მომხმარებლები 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციის დროს "ლიბერთის" სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

"ნიკორას" სუპერმარკეტის ნებისმიერ ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით 350-მდე დასახელების ყოველდღიური საჭიროების პროდუქტზე განსაკუთრებული ფასებია სოციალური ბარათის მფლობელებისთვის.

არანაკლებ დასაფასებელია აქტივობები, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხორციელდება. ეს პირველ რიგში საზოგადოებრივ ადგილებში ხალხმრავალი შეკრებებისა და რიგების თავიდან აცილებას ეხება. დავინტერესდით, თუ როგორ ხდება რიგების მართვა "ლიბერთიში", რომელიც უფროსი თაობის მოქალაქეების თავშეყრის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

"ჩვენი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომელთა საპენსიო თუ სხვა სოციალური ბარათების პინკოდის მოქმედების ვადა 1-ლი აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში იწურება, ვადა ავტომატურად გაუგრძელდებათ 1-ლ ნოემბრამდე და ბარათების მფლობელებს არ მოუწევთ ბანკის ფილიალებში ვიზიტი პინკოდის გასაახლებლად. ეს რიგების თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ბანკის ფილიალებში ვიზიტის დროს მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები. რიგების თავიდან ასაცილებლად შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი. ყველაზე დატვირთული სერვისცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები", - განმარტავენ "ლიბერთიში".

თითოეული მოქალაქის, კომპანიის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერ, მიზნობრივ და ეფექტურ საქმიანობას შეუძლია კრიზისის წარმატებით გადალახვა და საერთო კეთილდღეობის შექმნა. პანდემიის ნაკლები ზარალით დასამარცხებლად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების აქტივობა მნიშვნელოვანია. თითოეულის თუნდაც მცირედი დახმარებით, ჩვენი მოქალაქეების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

ავტორი: ნანა მღებრიშვილი