სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"
რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” რე­გი­ო­ნებ­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ნიკა მე­ლი­ამ და­ა­სა­ხე­ლა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვე­ღარ და­ა­ში­ნებს, ვე­ღარ გა­ა­ყალ­ბებს, ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უ­ვა - ოლი­გარ­ქი და­მარ­ცხდე­ბა 2 ოქ­ტობ­რის რე­ფე­რენ­დუმ­ში და ოქ­ტომ­ბრი­დან ეს ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­სი და არა ერთი კა­ცის, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში სი­ბო­რო­ტე უნდა დას­რულ­დეს და 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბით ეს უნდა დას­რულ­დეს.

„ეს ქვე­ყა­ნა ერთხელ უკვე დად­გა ფეხ­ზე და ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა. ამის­თვის ჩვე­ნი რე­ფე­რენ­დუ­მის ლი­დე­რე­ბი მო­ივ­ლი­ან მთელ ქვე­ყა­ნას, თქვენ­გა­ნაც მო­ის­მე­ნენ და თვი­თო­ნაც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ რე­ა­ლურ გზებს რო­გორ შე­ვამ­ცი­როთ სი­ღა­რი­ბე, რო­გორ შევ­ქმნათ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რო­გორ გვქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო, რო­გორ არ შე­ვე­გუ­ოთ გა­თავ­ხე­დე­ბულ კრი­მი­ნალს, რო­გორ ვი­ა­როთ და­სავ­ლე­თის­კენ. ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით და თქვენ­გა­ნაც მო­ვის­მენთ მთა­ვარს, რო­გორ და­ვა­მარ­ცხოთ ეს ბო­რო­ტე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი წყდე­ბა ორ ოქ­ტომ­ბერს. ორ ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბით მხო­ლოდ ვი­წყებთ, ვი­წყებთ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვეყ­ნის შე­ნე­ბას, ვი­წყებთ იმგვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ნე­ბას რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს ძვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორც მო­ვიქ­ცე­ვით იმ­დაგ­ვა­რად შევ­ბო­ჭავთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ წარ­მო­ნაქ­მნებს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვე­ღარ და­ა­ში­ნებს, ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ვე­ღარ გა­უ­ვა, ვე­ღარ გა­ა­ყალ­ბებს, ეც­დე­ბა ამას, ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ისი­ნი არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ მე­ო­რე მხა­რეს, რო­დე­საც გუ­ლან­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ნა­წი­ლი იდ­გე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ისი­ნი ვერ გა­ბე­და­ვენ. ოლი­გარ­ქი და­მარ­ცხდე­ბა 2 ოქ­ტომ­ბრის რე­ფე­რენ­დუმ­ში. ოქ­ტომ­ბრი­დან ეს ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­სი და არა ერთი კა­ცის და მისი მონა-მორ­ჩი­ლე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში იქ­ნე­ბი­ან:

სე­ნა­კი - კობა ნა­ყო­ფია

ოზურ­გე­თი - ირაკ­ლი ღლონ­ტი

ჩო­ხა­ტა­უ­რი - ნონა სი­ხა­რუ­ლი­ძე

წა­ლენ­ჯი­ხა - გია ხარ­ჩი­ლა­ვა

ჩხო­რო­წყუ - ბად­რი ქარ­ჩა­ვა

ონი - ვაჟა ცე­ცა­ძე

ცა­გე­რი - მა­დო­ნა ბენ­დე­ლი­ა­ნი

წყალ­ტუ­ბო - ზაზა მეტ­რე­ვე­ლი

ტყი­ბუ­ლი - ბე­სიკ ზო­სი­აშ­ვი­ლი

ბაღ­და­თი - გი­ორ­გი რო­ბა­ქი­ძე

ხა­რა­გა­უ­ლი - და­ვით მაღ­ლა­ფე­რი­ძე

სა­ჩხე­რე - ირი­ნე გრძე­ლიშ­ვი­ლი

ახალ­ცი­ხე - და­ვით ბა­ლი­აშ­ვი­ლი

ახალ­ქა­ლა­ქი - მე­ლიქ რა­ი­სი­ა­ნი

ნი­ნოწ­მინ­და - ავაკ ბდო­ი­ა­ნი

ბორ­ჯო­მი - გივი ჯოლ­ბორ­დი

დუ­შე­თი - ლე­ვან კირ­კვე­ლიშ­ვი­ლი

თი­ა­ნე­თი - ილია არ­ჩე­მაშ­ვი­ლი

ყაზ­ბე­გი - იმე­და ში­ო­ლაშ­ვი­ლი

მარ­ნე­უ­ლი - ელ­დარ მუს­ტა­ფა­ე­ვი

ბოლ­ნი­სი - ვახ­ტანგ ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

გარ­და­ბა­ნი - ბე­სიკ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი

წალ­კა - რუს­ლან ხუ­ციშ­ვი­ლი

ყვა­რე­ლი - ალექ­სან­დრე მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ნიკა მე­ლი­ას თქმით, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ასე­ვე და­უ­ჭერს მხარს სხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შემ­დეგ რე­გი­ო­ნებ­ში:

ლა­გო­დეხ­ში - ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე; თერ­ჯო­ლა - ზუ­რაბ ბუ­ცხრი­კი­ძე; ჭი­ა­თუ­რა - ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე; ლან­ჩხუთ­ში - ლია მუ­ხა­შავ­რია; ხონი - ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ია; მეს­ტია - გეგი გუ­ლე­და­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ტი­ამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რე­გი­ო­ნებ­ში მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ნა­წი­ლი 15 აგ­ვის­ტოს და­ა­სა­ხე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაოგნებული
0

"2 ოქტომბრიდან ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას". ადრინდელ ""აშენებულს"" უნდა ""დააშენოთ"", თუ "გამორჩეული"-სთვის გამორჩეული, ახალი საძირკველი უნდა ჩაასხათ?

ხვიჩა
0

არავის გადაუღუნოთ ნაცებო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"

რეგიონებში  "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატები ცნობილია - "2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის"

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა.

„ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ვეღარ გააყალბებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა - ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტობრის რეფერენდუმში და ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიბოროტე უნდა დასრულდეს და 2 ოქტომბრის არჩევნებით ეს უნდა დასრულდეს.

„ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დადგა ფეხზე და ახლაც ასე იქნება. ამისთვის ჩვენი რეფერენდუმის ლიდერები მოივლიან მთელ ქვეყანას, თქვენგანაც მოისმენენ და თვითონაც შემოგთავაზებენ რეალურ გზებს როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, როგორ არ შევეგუოთ გათავხედებულ კრიმინალს, როგორ ვიაროთ დასავლეთისკენ. ჩვენ მოგიყვებით და თქვენგანაც მოვისმენთ მთავარს, როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება ქვეყანაში. ეს ყველაფერი წყდება ორ ოქტომბერს. ორ ოქტომბრის გამარჯვებით მხოლოდ ვიწყებთ, ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას, ვიწყებთ იმგვარი საქართველოს შენებას როგორსაც იმსახურებს ძველი ევროპული ცივილიზაცია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც მოვიქცევით იმდაგვარად შევბოჭავთ „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ წარმონაქმნებს. „ქართული ოცნება“ ვეღარ დააშინებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა, ვეღარ გააყალბებს, ეცდება ამას, ამ ყველაფრის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც გულანთებული საქართველოს უდიდესი ნაწილი იდგება, ამ ყველაფერს ისინი ვერ გაბედავენ. ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის და მისი მონა-მორჩილების“, - განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები რეგიონებში იქნებიან:

სენაკი - კობა ნაყოფია

ოზურგეთი - ირაკლი ღლონტი

ჩოხატაური - ნონა სიხარულიძე

წალენჯიხა - გია ხარჩილავა

ჩხოროწყუ - ბადრი ქარჩავა

ონი - ვაჟა ცეცაძე

ცაგერი - მადონა ბენდელიანი

წყალტუბო - ზაზა მეტრეველი

ტყიბული - ბესიკ ზოსიაშვილი

ბაღდათი - გიორგი რობაქიძე

ხარაგაული - დავით მაღლაფერიძე

საჩხერე - ირინე გრძელიშვილი

ახალციხე - დავით ბალიაშვილი

ახალქალაქი - მელიქ რაისიანი

ნინოწმინდა - ავაკ ბდოიანი

ბორჯომი - გივი ჯოლბორდი

დუშეთი - ლევან კირკველიშვილი

თიანეთი - ილია არჩემაშვილი

ყაზბეგი - იმედა შიოლაშვილი

მარნეული - ელდარ მუსტაფაევი

ბოლნისი - ვახტანგ ჩაგელიშვილი

გარდაბანი - ბესიკ კახაბრიშვილი

წალკა - რუსლან ხუციშვილი

ყვარელი - ალექსანდრე მჭედლიშვილი

ნიკა მელიას თქმით, კოორდინირებული მუშაობა მნიშნველოვანია და „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დაუჭერს მხარს სხვა პარტიების წარმომადგენლებს შემდეგ რეგიონებში:

ლაგოდეხში - ზურაბ ჯაფარიძე; თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე; ჭიათურა - ნოდარ ჩაჩანიძე; ლანჩხუთში - ლია მუხაშავრია; ხონი - ზურაბ ჯიბუხაია; მესტია - გეგი გულედანი.

შეგახსენებთ, პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მერობის კანდიდატების ნაწილი 15 აგვისტოს დაასახელა.