სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?
"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

არ­ცთუ დიდი ხნის წინ ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა მი­ამ­ბო ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც აგა­რაკ­ზე გა­იც­ნო. გო­გო­ნას უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლი - ბრო­ლი­სა ერ­ქვა და საყ­ვა­რელ ბი­ჭთან და­შო­რე­ბის გამო ძა­ლი­ან ნაღ­ვლი­ა­ნი იყო. მი­ზე­ზი? ისე­თი მი­ზე­ზი იყო, წე­სით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რომ არ უნდა სცილ­დე­ბოდ­ნენ... ბრო­ლი­სას ავად­მყო­ფო­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი C ჰე­პა­ტი­ტი.

დღეს, რო­დე­საც, წე­სით, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა C ჰე­პა­ტიტ­ზე; რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნა, იკურ­ნე­ბა და ვფიქ­რობ, აღარც სტიგ­მად უნდა იქ­ცეს ამ ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა; რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა აფი­ნან­სებს გა­მოკ­ვლე­ვი­სა და დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის, C ჰე­პა­ტი­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი - მისი მკურ­ნა­ლო­ბის ხარჯს და ეს, წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა იცოდ­ნენ, ადა­მი­ანს რა­ტომ­ღა უნდა ეში­ნო­დეს, რომ ან არ გა­ნი­კურ­ნე­ბა, ან ამის გამო თუნ­დაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­აქ­ცევს ზურგს? იქ­ნებ, ჩვენ გვგო­ნია, რომ, წე­სით, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის C ვირუს­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი...

თუნ­დაც ამ, 20 წლის გო­გო­ნას ამ­ბა­ვი ავი­ღოთ - მის ცხოვ­რე­ბა­ში, ხომ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნად აე­წყო:

ის და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გოგი ერ­თმა­ნეთს, თურ­მე, დიდი ხა­ნია, იც­ნო­ბენ. ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ და მე­ო­რე კლას­ში იყო, გოგი მშობ­ლებ­თან ერ­თად მის უბან­ში რომ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მშობ­ლე­ბი მა­ლე­ვე და­მე­გობ­რე­ბუ­ლან, მერე, როცა სკო­ლა­ში მი­დი­ო­და ხოლ­მე, ზოგ­ჯერ გო­გის აყო­ლებ­დნენ, - კლა­სამ­დე მი­ა­ცი­ლეო... ასე და­მე­გობ­რდნენ. სტუ­დენ­ტი რომ გახ­და და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და, მიხ­ვდა, რომ რა­ღაც და­აკ­ლდა და ეს „რა­ღაც“ გო­გის გვერ­დით სი­ა­რუ­ლი, მას­თან ერ­თად დღის გა­ტა­რე­ბა იყო... აღ­მოჩ­ნდა, რომ ვაჟ­საც ჰყვა­რე­ბია, რად­გან გო­გო­ნა ქუ­თა­ის­ში რომ ჩა­ვი­და, გო­გიმ პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას აუხ­სნა სიყ­ვა­რუ­ლი. ბრო­ლი­საც გა­მო­უ­ტყდა, რომ დიდი ხა­ნია, უყ­ვარ­და, მაგ­რამ ვერ ეუბ­ნე­ბო­და. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მშობ­ლებ­მაც გა­ი­გეს და უთ­ქვამთ, - ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. და­ახ­ლო­ე­ბით, 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო, ვიდ­რე ბრო­ლი­სა არ გა­ცივ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­ურ­თულ­და, მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­თან ატა­რეს და... სა­ბო­ლო­ოდ, C ჰე­პა­ტი­ტი და­უდ­გინ­და. გო­გო­ნას­თვის ეს, თურ­მე, მე­ხის და­ცე­მა­სა­ვით იყო. ყვე­ლას გა­ურ­ბო­და, სას­წავ­ლე­ბელ­შიც არ და­დი­ო­და, მერე კი მო­ნატ­რე­ბას ვე­ღარ გა­უძ­ლო და გო­გის ნახ­ვა ითხო­ვა. გოგი კი მი­სუ­ლა, მაგ­რამ... ბრო­ლი­სა მიხ­ვდა, რომ გო­გის ეში­ნო­და, მის­გან და­ა­ვა­დე­ბა არ გა­დას­დე­ბო­და და.. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ოთა­ხი­დან ყვი­რი­ლით გა­აგ­დო. ამის შემ­დეგ გო­გიც გაბ­რაზ­და: რა­ტომ მიყ­ვი­რე, შენ­გან ამას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. მე­ში­ნო­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ვე­დი, შენ კი ოთა­ხი­დან გა­მო­მაგ­დეო. და ამის მერე აღარც და­უ­რე­კავს...

გო­გო­ნამ მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფერ­ზე გული აუც­რუვ­და, - მის გა­რე­შე აღარც ექი­მი უნ­დო­და და აღარც სი­ცო­ცხლე და მკურ­ნა­ლო­ბაც მი­ა­ტო­ვა - იფიქ­რა, თურ­მე, ჯერ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­საბ­რუ­ნებ­ლად ვიბ­რძო­ლებ და მერე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­საც შევ­ძლე­ბო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბრო­ლი­სას მე­გობ­რებ­მაც, ხომ, გა­ი­გეს მისი და­ა­ვა­დე­ბის ამ­ბა­ვი და გო­გო­ნა მიხ­ვდა, ზო­გი­ერ­თი რო­გორ გა­ურ­ბო­და, ზო­გი­ერ­თი კი პი­რი­ქით - მხარ­ში და­უდ­გა. ბრო­ლი­სა ფიქ­რობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უვი­ცო­ბის ბრა­ლია, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რომ იცოდ­ნენ, C ჰე­პა­ტი­ტი რა და­ა­ვა­დე­ბაა, მის­გან არ გა­იქ­ცე­ოდ­ნენ. არა­ვინ იცის, ვის რა ელო­დე­ბა. არც მე მე­გო­ნა, ოდეს­მე ავად თუ გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ ხომ გავ­ხდი? თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ვად­გენ. ასე რომ იყოს, რო­გორ გგო­ნი­ათ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს შე­ვუქ­მნი საფრ­თხეს? მათ გვერ­დით ვარ გა­მუდ­მე­ბით და რა - გა­დავ­დე ვინ­მეს რამე? C ჰე­პა­ტიტ­ზე უკვე ისე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბენ, მი­ნი­მუმ, ის მა­ინც უნდა იცო­დეს ხალ­ხმა, რომ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით არ გა­და­დის ეს და­ა­ვა­დე­ბა.

გო­გო­ნამ ჩემს მე­გო­ბარს რჩე­ვაც ჰკი­თხა, რო­გორ მო­ვიქ­ცეო? უნდა გო­გის ყუ­რამ­დეც მი­ვი­დეს, რას გა­ნიც­დის, რომ ისიც და­ფიქ­რდეს, არას­წო­რად რომ ექ­ცე­ვა შეყ­ვა­რე­ბულს. ისიც კი თქვა, თურ­მე, ჩემს ნაც­ვლად გოგი რომ ყო­ფი­ლი­ყო ავად, ყვე­ლა­ფერს გე­ფი­ცე­ბით, არ მი­ვა­ტო­ვებ­დი. შე­ვეც­დე­ბო­დი, ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მარ­თლა არ შე­მიძ­ლია მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა, თა­ნაც რომ ვიცი, ჩემ­და­მი გრძნო­ბა აქვს და ამ გრძნო­ბას თო­კავს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რაც ძა­ლი­ან მტკენს გულ­სო!!

„მე C ჰე­პა­ტი­ტი მაქვს! მო­მე­ცი ძალა, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე და­ვი­წყო ფიქ­რი“ - ბრო­ლი­სას ამ ნათ­ქვამ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე. ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი ფიქ­რობს,

  • სა­ხი­ფა­თოა თუ არა C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

და­ვინ­ტე­რეს­დი, რა იცი­ან ახალ­გაზ­რდებ­მა, თუნ­დაც ბრო­ლი­სას თა­ნა­ტო­ლებ­მა C ჰე­პა­ტიტ­ზე და შეძ­ლებ­დნენ თუ არა დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

მარი, 16 წლის:

- რა თქმა უნდა, რო­მე­ლი­მე ჩემს მე­გო­ბარს ეს და­ა­ვა­დე­ბა რომ აღ­მო­აჩ­ნდეს, არ მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არაფ­რით შევ­წყვეტ. არ მგო­ნია, ეს მშობ­ლებ­მაც ამიკ­რძა­ლონ. ვიცი, რომ და­ა­ვა­დე­ბა მხო­ლოდ სის­ხლით გა­და­დის. ასე რომ, მე­გობ­რის­გან რა­მის „აკი­დე­ბის“ რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია.

სალი, 17 წლის:

- ალ­ბათ, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ჩემი მე­გობ­რის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ვა­ღი­ა­რებ, შე­ვეც­დე­ბო­დი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას დის­ტან­ცია და­მეც­ვა. ძნე­ლია გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ფიქ­რი, რომ შე­საძ­ლოა, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან რამე გა­და­გე­დოს და ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც უეჭ­ვე­ლად აი­სა­ხე­ბო­და.

ზაზა, 18 წლის:

- ბიძა მყავ­და C-ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყო, უბ­რა­ლოდ, ხელს თუ გა­ი­კაწ­რავ­და ან რა­ღაც მსგავ­სი და­ე­მარ­თე­ბო­და, ვცდი­ლობ­დით, იმ ად­გილს არ შევ­ხე­ბო­დით, ვიდ­რე დე­ზინ­ფექ­ცია არ მოხ­დე­ბო­და. ცხა­დია, ამ და­ა­ვა­დე­ბის გამო მე­გო­ბარ­საც არ ვკრავ­დი ხელს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბი­ძას ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მამ მო­უს­წრო, იმ­კურ­ნა­ლა და ახლა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს თავს.

დღე­ვან­დე­ლი კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ფონ­ზე ადა­მი­ა­ნებს C ჰე­პა­ტი­ტი, თით­ქოს, მი­ა­ვი­წყდათ, მაგ­რამ ის საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა და თუ დრო­უ­ლად არ იმ­კურ­ნა­ლე, ადა­მი­ა­ნის­თვის დიდი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად (აქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვიც ამის დას­ტუ­რია). ახ­ლა­ხან სწო­რედ C ჰე­პა­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ის­თვის პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით, და­ი­წყეს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია - „იCოდე, C ჰე­პა­ტი­ტი არ იც­დის!“

ადა­მი­ა­ნებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცოდ­ნენ, რომ:

C ჰე­პა­ტი­ტი შე­ხე­ბით არ გა­და­დის!

C ჰე­პა­ტი­ტი გა­და­დის სის­ხლით:

- ნარ­კო­ტი­კე­ბის ინი­ექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის დროს ზი­ა­რი შპ­რი­ცის, ნემ­სის ან ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას;

- ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ხლის და/ან სის­ხლის პრო­დუქ­ტე­ბის გა­დას­ხმის დროს;

- არას­ტე­რი­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის დროს: ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვე­ბი, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, ჰე­მო­დი­ა­ლი­ზი და სხვა;

- არას­ტე­რი­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს: წვე­რის გა­პარსვა, მა­ნი­კი­უ­რი, პე­დი­კი­უ­რი, ტა­ტუ­ი­რე­ბა, პირ­სინ­გი და სხვა;

- და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბას­რი, მჭრე­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის (სა­პარ­სი, მაკ­რა­ტე­ლი და სხვ.) გა­მო­ყე­ნე­ბის დროს;

- სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად;

- ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დი­დან შვილ­ზე.

ამი­ტომ უნდა იCოდე გა­და­დე­ბის გზე­ბი!

Cოდნა გა­და­გარ­ჩენს!

გზა­დაგ­ზა კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ის­მენთ და C ვირუ­სის და მის­გან მომ­დი­ნა­რე სტიგ­მის და­საძ­ლე­ვად კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­საც მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ. მთა­ვა­რია, თა­ვად მო­ინ­დო­მოთ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

"ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის..." - სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

არცთუ დიდი ხნის წინ ჩემმა ახლობელმა მიამბო ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც აგარაკზე გაიცნო. გოგონას უჩვეულო სახელი - ბროლისა ერქვა და საყვარელ ბიჭთან დაშორების გამო ძალიან ნაღვლიანი იყო. მიზეზი? ისეთი მიზეზი იყო, წესით, შეყვარებულები რომ არ უნდა სცილდებოდნენ... ბროლისას ავადმყოფობა და მოულოდნელად აღმოჩენილი C ჰეპატიტი.

დღეს, როდესაც, წესით, უამრავი ინფორმაციაა C ჰეპატიტზე; როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა, იკურნება და ვფიქრობ, აღარც სტიგმად უნდა იქცეს ამ ვირუსით დაავადებულის სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება; როდესაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს გამოკვლევისა და დიაგნოზის დადგენის, C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში კი - მისი მკურნალობის ხარჯს და ეს, წესით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ადამიანს რატომღა უნდა ეშინოდეს, რომ ან არ განიკურნება, ან ამის გამო თუნდაც შეყვარებული შეაქცევს ზურგს? იქნებ, ჩვენ გვგონია, რომ, წესით, ყველამ ყველაფერი იცის C ვირუსზე, სინამდვილეში კი...

თუნდაც ამ, 20 წლის გოგონას ამბავი ავიღოთ - მის ცხოვრებაში, ხომ, ყველაფერი ძალიან სევდიანად აეწყო:

ის და მისი შეყვარებული გოგი ერთმანეთს, თურმე, დიდი ხანია, იცნობენ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და მეორე კლასში იყო, გოგი მშობლებთან ერთად მის უბანში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მშობლები მალევე დამეგობრებულან, მერე, როცა სკოლაში მიდიოდა ხოლმე, ზოგჯერ გოგის აყოლებდნენ, - კლასამდე მიაცილეო... ასე დამეგობრდნენ. სტუდენტი რომ გახდა და თბილისში წამოვიდა, მიხვდა, რომ რაღაც დააკლდა და ეს „რაღაც“ გოგის გვერდით სიარული, მასთან ერთად დღის გატარება იყო... აღმოჩნდა, რომ ვაჟსაც ჰყვარებია, რადგან გოგონა ქუთაისში რომ ჩავიდა, გოგიმ პირველივე შეხვედრისას აუხსნა სიყვარული. ბროლისაც გამოუტყდა, რომ დიდი ხანია, უყვარდა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა. მათი სიყვარულის ამბავი მშობლებმაც გაიგეს და უთქვამთ, - ძალიან გაგვიხარდება, თუ ერთად იქნებითო. დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად იყო, ვიდრე ბროლისა არ გაცივდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაურთულდა, მშობლებმა თბილისში წამოიყვანეს, ექიმებთან ატარეს და... საბოლოოდ, C ჰეპატიტი დაუდგინდა. გოგონასთვის ეს, თურმე, მეხის დაცემასავით იყო. ყველას გაურბოდა, სასწავლებელშიც არ დადიოდა, მერე კი მონატრებას ვეღარ გაუძლო და გოგის ნახვა ითხოვა. გოგი კი მისულა, მაგრამ... ბროლისა მიხვდა, რომ გოგის ეშინოდა, მისგან დაავადება არ გადასდებოდა და.. შეყვარებული ოთახიდან ყვირილით გააგდო. ამის შემდეგ გოგიც გაბრაზდა: რატომ მიყვირე, შენგან ამას არ ვიმსახურებდი. მეშინოდა, მაგრამ მაინც მოვედი, შენ კი ოთახიდან გამომაგდეო. და ამის მერე აღარც დაურეკავს...

გოგონამ მკურნალობა დაიწყო, მაგრამ მერე ყველაფერზე გული აუცრუვდა, - მის გარეშე აღარც ექიმი უნდოდა და აღარც სიცოცხლე და მკურნალობაც მიატოვა - იფიქრა, თურმე, ჯერ საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად ვიბრძოლებ და მერე გამოჯანმრთელებასაც შევძლებო. აღმოჩნდა, რომ ბროლისას მეგობრებმაც, ხომ, გაიგეს მისი დაავადების ამბავი და გოგონა მიხვდა, ზოგიერთი როგორ გაურბოდა, ზოგიერთი კი პირიქით - მხარში დაუდგა. ბროლისა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უვიცობის ბრალია, რადგან ამ ადამიანებმა რომ იცოდნენ, C ჰეპატიტი რა დაავადებაა, მისგან არ გაიქცეოდნენ. არავინ იცის, ვის რა ელოდება. არც მე მეგონა, ოდესმე ავად თუ გავხდებოდი, მაგრამ ხომ გავხდი? თუმცა საზოგადოებისთვის საშიშროებას ნამდვილად არ წარმოვადგენ. ასე რომ იყოს, როგორ გგონიათ, ოჯახის წევრების სიცოცხლეს შევუქმნი საფრთხეს? მათ გვერდით ვარ გამუდმებით და რა - გადავდე ვინმეს რამე? C ჰეპატიტზე უკვე ისე ხმამაღლა ლაპარაკობენ, მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ხელის ჩამორთმევით არ გადადის ეს დაავადება.

გოგონამ ჩემს მეგობარს რჩევაც ჰკითხა, როგორ მოვიქცეო? უნდა გოგის ყურამდეც მივიდეს, რას განიცდის, რომ ისიც დაფიქრდეს, არასწორად რომ ექცევა შეყვარებულს. ისიც კი თქვა, თურმე, ჩემს ნაცვლად გოგი რომ ყოფილიყო ავად, ყველაფერს გეფიცებით, არ მივატოვებდი. შევეცდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი. მართლა არ შემიძლია მის გარეშე არსებობა, თანაც რომ ვიცი, ჩემდამი გრძნობა აქვს და ამ გრძნობას თოკავს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ძალიან მტკენს გულსო!!

„მე C ჰეპატიტი მაქვს! მომეცი ძალა, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი“ - ბროლისას ამ ნათქვამმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვინ იცის, კიდევ რამდენი ფიქრობს,

  • სახიფათოა თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა?

დავინტერესდი, რა იციან ახალგაზრდებმა, თუნდაც ბროლისას თანატოლებმა C ჰეპატიტზე და შეძლებდნენ თუ არა დასნებოვნებულ ადამიანთან მეგობრობის გაგრძელებას?

მარი, 16 წლის:

- რა თქმა უნდა, რომელიმე ჩემს მეგობარს ეს დაავადება რომ აღმოაჩნდეს, არ მესიამოვნება, მაგრამ მასთან ურთიერთობას არაფრით შევწყვეტ. არ მგონია, ეს მშობლებმაც ამიკრძალონ. ვიცი, რომ დაავადება მხოლოდ სისხლით გადადის. ასე რომ, მეგობრისგან რამის „აკიდების“ რისკი მინიმალურია.

სალი, 17 წლის:

- ალბათ, გამიჭირდებოდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი მეგობრის სიცოცხლე საფრთხეშია. ვაღიარებ, შევეცდებოდი, მასთან ურთიერთობისას დისტანცია დამეცვა. ძნელია გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან რამე გადაგედოს და ეს დაძაბულობა ურთიერთობაზეც უეჭველად აისახებოდა.

ზაზა, 18 წლის:

- ბიძა მყავდა C-ჰეპატიტიანი და, შესაბამისად, ამ დაავადების შესახებ ბევრი ინფორმაციაც მაქვს. მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, უბრალოდ, ხელს თუ გაიკაწრავდა ან რაღაც მსგავსი დაემართებოდა, ვცდილობდით, იმ ადგილს არ შევხებოდით, ვიდრე დეზინფექცია არ მოხდებოდა. ცხადია, ამ დაავადების გამო მეგობარსაც არ ვკრავდი ხელს. საბედნიეროდ, ბიძას ელიმინაციის პროგრამამ მოუსწრო, იმკურნალა და ახლა შესანიშნავად გრძნობს თავს.

დღევანდელი კოვიდპანდემიის ფონზე ადამიანებს C ჰეპატიტი, თითქოს, მიავიწყდათ, მაგრამ ის საკმაოდ სახიფათო დაავადებაა და თუ დროულად არ იმკურნალე, ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, როგორც ფიზიკურად, ასევე - ფსიქოლოგიურად (აქ მოთხრობილი ამბავიც ამის დასტურია). ახლახან სწორედ C ჰეპატიტის პრევენციისთვის პაციენტთა ორგანიზაციებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დაიწყეს საინფორმაციო კამპანია - „იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“

ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ:

C ჰეპატიტი შეხებით არ გადადის!

C ჰეპატიტი გადადის სისხლით:

- ნარკოტიკების ინიექციური მოხმარების დროს ზიარი შპრიცის, ნემსის ან ჭურჭლის გამოყენებისას;

- ინფიცირებული სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს;

- არასტერილური ინსტრუმენტებით სამედიცინო მანიპულაციების დროს: ქირურგიული ოპერაციები, გინეკოლოგიური ჩარევები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ჰემოდიალიზი და სხვა;

- არასტერილური ინსტრუმენტებით კოსმეტიკური პროცედურების დროს: წვერის გაპარსვა, მანიკიური, პედიკიური, ტატუირება, პირსინგი და სხვა;

- დაინფიცირებული ბასრი, მჭრელი საყოფაცხოვრებო ნივთების (საპარსი, მაკრატელი და სხვ.) გამოყენების დროს;

- სქესობრივი კონტაქტის შედეგად;

- ინფიცირებული დედიდან შვილზე.

ამიტომ უნდა იCოდე გადადების გზები!

Cოდნა გადაგარჩენს!

გზადაგზა კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ და C ვირუსის და მისგან მომდინარე სტიგმის დასაძლევად კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმასაც მარტივად შეძლებთ. მთავარია, თავად მოინდომოთ მისგან თავის დაღწევა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე