სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!" - რას წერს ჟურნალისტი
"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურ­ნა­ლის­ტი ლიკა ქა­ჯა­ია "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ წერს:

"ის, რაც ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხდე­ბა, არის სრუ­ლი კოშ­მა­რი!!! არ ვიცი, რა ხდე­ბა სხვა­გან, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ებ­ში აქ მი­ვი­ღე, იმედს გი­კარ­გავს ადა­მი­ანს, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში რამე გვეშ­ვე­ლე­ბა... აქ არ არის ლა­პა­რა­კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, აქ ლა­პა­რა­კია თუნ­დაც იმა­ზე, რომ ადა­მი­ანს ტკბი­ლი სი­ტყვაც წამ­ლად ერ­გე­ბა და შვე­ლის...

ყვე­ლა­ფერს ვერ მოვ­ყვე­ბი, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი სათ­ქმე­ლი მოკ­ლედ ვთქვა: ის­ტე­რია, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, უსუ­სუ­რო­ბა და ყვე­ლა სხვა გან­ცდა, რო­მე­ლიც გე­უფ­ლე­ბა მა­შინ, როცა არ იცი შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს რა ელის ხვალ, აქ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ზე­ვი­დან გი­ყუ­რონ, გზა­აბ­ნე­უ­ლი გი­წო­დონ და კი­დევ უა­რე­სე­ბი, მერე დაგ­ცი­ნონ...

ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მი­მარ­თვა მი­აქვს სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან სა­ი­და­ნაც გა­მოგ­ზავ­ნეს, იქ პი­სი­არ ტეს­ტი არ აქვთ, ეუბ­ნე­ბი­ან: ეს მი­მარ­თვა შენი და­წე­რი­ლი­აო, ხე­ვენ ფურ­ცელს და ფე­ხებ­თან უყ­რი­ან! პა­ცი­ენ­ტის დაბ­ნე­უ­ლი შვი­ლი რა­ი­მეს თქმა­საც ვერ ახერ­ხებს, რად­გან ცრემ­ლი ახ­რჩობს, თავს ვერ იკა­ვებს და ტი­რი­ლით გარ­ბის იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ი­და­ნაც მი­მარ­თვა გა­მო­ა­ტა­ნეს, რომ და­ამ­ტკი­ცოს, მას არა­ფე­რი და­უ­წე­რია... ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტივს არ ვცემთ...

როცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში "გზა­აბ­ნე­ულ­თან" ერ­თად მივ­დი­ვარ, მას ცნობს მიმ­ღებ­ში მჯდა­რი ქალ­ბა­ტო­ნი და ეზო­ში მდგა­რის­კენ შიგ­ნი­დან იშ­ვერს ხელს, უი, ეს კი­დევ მო­ვი­და, ეს გზა­აბ­ნე­უ­ლიო.

ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გო­ნე­ბა მე­ბინ­დე­ბა და ვყვი­რი, რას გუ­ლის­ხმობ ან რა­ტომ და­უ­ხიე და მი­ა­ყა­რე ფე­ხებ­ში ექი­მის მი­მარ­თვა პა­ცი­ენტს-მეთ­ქი? ისიც ომა­ხი­ა­ნია და მე­კი­თხე­ბა, ვინ ვარ, რას ვე­რე­ვი სხვის საქ­მე­ში ან თუ ასე­თი მა­გა­რი ვარ, რა­ტომ არ ვახ­ლდი იმ დღეს, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და მე­უბ­ნე­ბა, რომ ამ გზა­აბ­ნე­უ­ლებს თურ­მე, ასე ეკუთ­ვნო­დათ, რად­გან ვერ გა­ე­გოთ, სად უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ და ათას კი­თხვას სვამ­დნენ; რომ მი­მარ­თვა­ში იყო რა­ღაც დე­ტა­ლი ხარ­ვე­ზით, რო­მელ­საც ექი­მი არ და­უშ­ვებ­და! ჰოდა, მსგავ­სი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ მშვი­დად აეხ­სნა, რომ რა­ღაც არას­წო­რა­დაა და ფურ­ცე­ლი უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, თავს უფ­ლე­ბა მის­ცა, მი­მარ­თვის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და, და­უ­ხია ფურ­ცე­ლი, ნაფ­ლე­თე­ბი შე­ა­ყა­რა და სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის თვალ­წინ და­ამ­ცი­რა...

მარ­თლა არა­ფერს ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, რო­მელ­თა­ნაც შე­კა­მა­თე­ბა მო­მი­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნო­ბა? ადა­მი­ა­ნო­ბი­დან არ იწყე­ბა ჩვე­ნი სხვა უნა­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა? განა ისე­თი რა გა­ნათ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს, რომ ეს გვაძ­ლევ­დეს უფ­ლე­ბას სხვე­ბის დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რა­ცხყო­ფის?

აქვე გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ ეს ერთი შემ­თხვე­ვა არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას ამა­ზე სა­ჯა­როდ ვწე­რო, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე გრძელ რიგ­ში ჩამ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ფეხ­ზე რომ ძლივს იდ­გნენ და ყვე­ლას ზუს­ტად ისე ექ­ცე­ო­და ეს ქალ­ბა­ტო­ნი, თით­ქოს მას­თან ვინ­მე რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რის სა­თხოვ­რად მი­სუ­ლი­ყო...

აღარ დავ­დებ ჩვე­ნი შე­კა­მა­თე­ბის ვი­დე­ოს, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ამა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ! რიგ­ში მდგა­რი გო­გო­ნა, დე­და­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ფეხ­ზე ძლივს იდგა (სა­ა­თი და 20 წუთი ვდგა­ვართ, ექი­მი საჭ­მე­ლად არის გა­სუ­ლიო, შე­მომ­ჩივ­ლა დე­და­მის­მა. გა­სა­გე­ბია, ექი­მე­ბიც იღ­ლე­ბი­ან, ჭა­მაც სჭირ­დე­ბათ და სხვა და­ნარ­ჩე­ნიც, მაგ­რამ!..) და სა­ნამ ექი­მი მოვა, სკა­მი მი­ა­წო­დოთ იქ­ნებ-მეთ­ქი, რომ ვთქვი, ამა­ზეც ჰქონ­და "ლა­მა­ზი" პა­სუ­ხი, სკა­მი სახ­ლი­დან მო­გე­ტა­ნა, თუ გული შეგ­ტკი­ვაო...

და­ბო­ლოს, მე იქ საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად არ მივ­სულ­ვარ, უბ­რა­ლოდ მი­ვე­დი რომ ტეს­ტის პა­სუ­ხი გა­მე­გო, რო­მე­ლიც წე­სით, წინა დღე­ებ­ში ტე­ლე­ფო­ნით უნდა მი­ე­ღო პა­ცი­ენტს. არ მაძ­ლევ­დნენ, ტე­ლე­ფონ­ზე მი­უ­ვი­დო­დაო პა­სუ­ხიო. არ მის­ვლია-მეთ­ქი, რომ ვთქვი, ე.ი. უარ­ყო­ფი­თი­აო. მა­ინც მო­ვი­თხო­ვე და რომ ვერ მო­მი­შო­რეს, მო­მა­ჩე­ჩეს ფურ­ცე­ლი ექი­მის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა! ამა­სო­ბა­ში, სა­ნამ პა­ცი­ენტს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ არა­ფე­რი სჭირს, არის შან­სი, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­მა მთელ სო­ფელს თუ არა, უბანს მოს­დოს ვირუ­სი..., არა­და 2-ჯერ გა­კე­თე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო, პი­სი­ა­რის პა­სუ­ხი კი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, არ მოს­ვლია... და ჰო, ამ ლო­დი­ნის დროს, მი­ვი­წყე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტის პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, სა­დაც ეწე­რა, რომ "უარ­ყო­ფი­თია" და რად­გან თავს ცუ­დად გრძნობ­და, იფიქ­რეს, იქ­ნებ რა­ი­მე სხვა აწუ­ხებს და ეს კო­ვი­დი ავი­ჩე­მე­თო, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­ი­იყ­ვა­ნა შვილ­მა, სა­დაც ისევ კო­ვიდ­ზე მი­ი­ტა­ნეს ეჭვი და და­ნარ­ჩე­ნი უკვე ზე­ვით მო­გახ­სე­ნეთ, რო­გორ მო­ვი­პო­ვეთ პა­სუ­ხი...

ჰოდა, კო­ვი­დი­ა­ნი რომ უნდა ეცა­დოს და ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე იყოს, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია... და­ნარ­ჩე­ნი თქვენ გან­სა­ჯეთ...

მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ გვყავს ბევ­რი ასე­თი "გა­ნათ­ლე­ბუ­ლი" და " საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი"... ქედს ვიხ­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად! და მათ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ტკბი­ლი სი­ტყვი­თაც კურ­ნა­ვენ...

ამ­ბა­ვი #2-იც მაქვს მო­სა­ყო­ლი და #3-იც, სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და "სას­წრა­ფო­ზე", ამა­საც ვი­ზამ. მაგ­რამ ჯერ მინ­და სას­წრა­ფოს "ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ" ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­ვე­სა­უბ­რო, ამი­სი სურ­ვი­ლი მკლავს დიდი ხა­ნია.

ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, გა­აფრ­თხი­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ექ­ცნენ ხალ­ხს ადა­მი­ა­ნუ­რად და ნუ შე­უ­რა­ცხყო­ფენ მათ იმის­თვის, რომ დაბ­ნე­უ­ლე­ბი მო­დი­ან, ზედ­მეტ კი­თხვას სვა­მენ, ან რა ვიცი, კი­დევ რა მი­ზე­ზით! ყუ­რა­დღე­ბით ვიქ­ნე­ბი იმ ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ასე "კარ­გად" ექ­ცე­ვა ხალ­ხს და სხვა დროს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს... გა­სა­გე­ბია ემო­ცი­ე­ბიც, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც, დაღ­ლი­ლო­ბაც, ნერ­ვე­ბიც, მაგ­რამ როცა რა­ღაც არ შე­გიძ­ლია, ამის წა­მა­ლი დას­ვე­ნე­ბაა..."

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო გურული
0

ლანჩხუთში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა. შეურაცყოფები და უვიცობა იქ უნდა ნახო.

იზა
0

იმედია, პასუხს მოსთხოვენ ამ ესოდენ პასუხისმგებლიან საავადმყოფოს ადმინისტრაციას მთელი თავისი პესრსონალით! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!" - რას წერს ჟურნალისტი

"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი ლიკა ქაჯაია "ფეიბუქის" პირად გვერდზე ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

"ის, რაც ზესტაფონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხდება, არის სრული კოშმარი!!! არ ვიცი, რა ხდება სხვაგან, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ბოლო დღეებში აქ მივიღე, იმედს გიკარგავს ადამიანს, რომ ახლო მომავალში რამე გვეშველება... აქ არ არის ლაპარაკი პროფესიონალიზმზე, აქ ლაპარაკია თუნდაც იმაზე, რომ ადამიანს ტკბილი სიტყვაც წამლად ერგება და შველის...

ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ შევეცდები სათქმელი მოკლედ ვთქვა: ისტერია, დაბნეულობა, უსუსურობა და ყველა სხვა განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როცა არ იცი შენს საყვარელ ადამიანს რა ელის ხვალ, აქ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ზევიდან გიყურონ, გზააბნეული გიწოდონ და კიდევ უარესები, მერე დაგცინონ...

ადამიანს, რომელსაც მიმართვა მიაქვს სხვა საავადმყოფოში, რადგან საიდანაც გამოგზავნეს, იქ პისიარ ტესტი არ აქვთ, ეუბნებიან: ეს მიმართვა შენი დაწერილიაო, ხევენ ფურცელს და ფეხებთან უყრიან! პაციენტის დაბნეული შვილი რაიმეს თქმასაც ვერ ახერხებს, რადგან ცრემლი ახრჩობს, თავს ვერ იკავებს და ტირილით გარბის იმ საავადმყოფოში, საიდანაც მიმართვა გამოატანეს, რომ დაამტკიცოს, მას არაფერი დაუწერია... ამასობაში დრო გადის, რომელსაც სამწუხაროდ, პატივს არ ვცემთ...

როცა რამდენიმე დღის შემდეგ ამ საავადმყოფოში "გზააბნეულთან" ერთად მივდივარ, მას ცნობს მიმღებში მჯდარი ქალბატონი და ეზოში მდგარისკენ შიგნიდან იშვერს ხელს, უი, ეს კიდევ მოვიდა, ეს გზააბნეულიო.

ამის გაგონებაზე გონება მებინდება და ვყვირი, რას გულისხმობ ან რატომ დაუხიე და მიაყარე ფეხებში ექიმის მიმართვა პაციენტს-მეთქი? ისიც ომახიანია და მეკითხება, ვინ ვარ, რას ვერევი სხვის საქმეში ან თუ ასეთი მაგარი ვარ, რატომ არ ვახლდი იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მოხდა მეუბნება, რომ ამ გზააბნეულებს თურმე, ასე ეკუთვნოდათ, რადგან ვერ გაეგოთ, სად უნდა მისულიყვნენ და ათას კითხვას სვამდნენ; რომ მიმართვაში იყო რაღაც დეტალი ხარვეზით, რომელსაც ექიმი არ დაუშვებდა! ჰოდა, მსგავსი ეჭვის საფუძველზე, იმის ნაცვლად, რომ მშვიდად აეხსნა, რომ რაღაც არასწორადაა და ფურცელი უკან დაებრუნებინა, თავს უფლება მისცა, მიმართვის გაყალბებაში დაედანაშაულებინა ადამიანი, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებდა, დაუხია ფურცელი, ნაფლეთები შეაყარა და სხვა პაციენტების თვალწინ დაამცირა...

მართლა არაფერს ვამბობ ამ ადამიანის პროფესიონალიზმზე, რომელთანაც შეკამათება მომივიდა. შეიძლება თავისი საქმის სპეციალისტია, მაგრამ ადამიანობა? ადამიანობიდან არ იწყება ჩვენი სხვა უნარების პატივისცემა? განა ისეთი რა განათლება უნდა გვქონდეს, რომ ეს გვაძლევდეს უფლებას სხვების დამცირების, შეურაცხყოფის?

აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა არ მაძლევს უფლებას ამაზე საჯაროდ ვწერო, მაგრამ დავინახე გრძელ რიგში ჩამდგარი ადამიანები, ფეხზე რომ ძლივს იდგნენ და ყველას ზუსტად ისე ექცეოდა ეს ქალბატონი, თითქოს მასთან ვინმე რაიმე მატერიალურის სათხოვრად მისულიყო...

აღარ დავდებ ჩვენი შეკამათების ვიდეოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამასაც გავასაჯაროებ! რიგში მდგარი გოგონა, დედაზე ჩამოკიდებული ფეხზე ძლივს იდგა (საათი და 20 წუთი ვდგავართ, ექიმი საჭმელად არის გასულიო, შემომჩივლა დედამისმა. გასაგებია, ექიმებიც იღლებიან, ჭამაც სჭირდებათ და სხვა დანარჩენიც, მაგრამ!..) და სანამ ექიმი მოვა, სკამი მიაწოდოთ იქნებ-მეთქი, რომ ვთქვი, ამაზეც ჰქონდა "ლამაზი" პასუხი, სკამი სახლიდან მოგეტანა, თუ გული შეგტკივაო...

დაბოლოს, მე იქ საქმის გასარჩევად არ მივსულვარ, უბრალოდ მივედი რომ ტესტის პასუხი გამეგო, რომელიც წესით, წინა დღეებში ტელეფონით უნდა მიეღო პაციენტს. არ მაძლევდნენ, ტელეფონზე მიუვიდოდაო პასუხიო. არ მისვლია-მეთქი, რომ ვთქვი, ე.ი. უარყოფითიაო. მაინც მოვითხოვე და რომ ვერ მომიშორეს, მომაჩეჩეს ფურცელი ექიმის დაბრუნების შემდეგ და დადებითი აღმოჩნდა! ამასობაში, სანამ პაციენტს არწმუნებენ, რომ არაფერი სჭირს, არის შანსი, რომ დაავადებულმა მთელ სოფელს თუ არა, უბანს მოსდოს ვირუსი..., არადა 2-ჯერ გაკეთებული სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, პისიარის პასუხი კი, როგორც მოგახსენეთ, არ მოსვლია... და ჰო, ამ ლოდინის დროს, მივიწყებული სწრაფი ტესტის პასუხი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ "უარყოფითია" და რადგან თავს ცუდად გრძნობდა, იფიქრეს, იქნებ რაიმე სხვა აწუხებს და ეს კოვიდი ავიჩემეთო, ამიტომ მეორე დღეს საავადმყოფოში გამოსაკვლევად წაიიყვანა შვილმა, სადაც ისევ კოვიდზე მიიტანეს ეჭვი და დანარჩენი უკვე ზევით მოგახსენეთ, როგორ მოვიპოვეთ პასუხი...

ჰოდა, კოვიდიანი რომ უნდა ეცადოს და ოპტიმისტურ განწყობაზე იყოს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია... დანარჩენი თქვენ განსაჯეთ...

მაგრამ საბედნიეროდ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ გვყავს ბევრი ასეთი "განათლებული" და " საქმის პროფესიონალი"... ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად! და მათ ხშირ შემთხვევაში, ტკბილი სიტყვითაც კურნავენ...

ამბავი #2-იც მაქვს მოსაყოლი და #3-იც, სხვა საავადმყოფოსა და "სასწრაფოზე", ამასაც ვიზამ. მაგრამ ჯერ მინდა სასწრაფოს "ძალიან საყვარელ" ერთ-ერთ თანამშრომელს გავესაუბრო, ამისი სურვილი მკლავს დიდი ხანია.

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გააფრთხილეთ თანამშრომლები, მოექცნენ ხალხს ადამიანურად და ნუ შეურაცხყოფენ მათ იმისთვის, რომ დაბნეულები მოდიან, ზედმეტ კითხვას სვამენ, ან რა ვიცი, კიდევ რა მიზეზით! ყურადღებით ვიქნები იმ ქალბატონის მიმართ, რომელიც ასე "კარგად" ექცევა ხალხს და სხვა დროს აუცილებლად შევიტან საჩივარს... გასაგებია ემოციებიც, ბევრი პაციენტებიც, დაღლილობაც, ნერვებიც, მაგრამ როცა რაღაც არ შეგიძლია, ამის წამალი დასვენებაა..."