საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?
"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?

ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მის ამ­პლუ­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გი­ორ­გის სპორ­ტსმე­ნე­ბის ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კა­სა და ემო­ცი­ურ ეპი­ზო­დებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. რო­გორც გვი­თხრა, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ექ­სტრე­მა­ლე­ბი არი­ან და მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზოგ­ჯერ კლი­ნი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ექიმ­მა შე­საძ­ლოა არაპრო­ფე­სი­ულ საქ­ცი­ე­ლა­დაც კი შე­რა­ცხოს...

- ქა­ლა­ქის­გან ძა­ლი­ან მო­წყვე­ტილ სო­ფელ­ში - ლა­ფა­ნა­ანთკარ­ში (დუ­შე­თის რა­ი­ო­ნი) გა­ვი­ზარ­დე. სწავ­ლით დი­დად არ ვიკ­ლავ­დი თავს, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რა მიყ­ვარ­და. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მე­თორ­მე­ტე კლა­სი მგო­ნი იმ წელს და­ე­მა­ტა. ოჯა­ხის წევ­რებ­მა მთხო­ვეს, - რაკი 1 წელი და­ე­მა­ტა, იქ­ნებ მო­ემ­ზა­დოო. მო­ვინ­დო­მე. იმ დროს, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო. საკ­მა­ოდ კარ­გი სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ სო­ფელ­ში არც რამე წრე იყო, იქ რომ მევ­ლო და არც იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მშობ­ლებს თბი­ლის­ში სპორტზე ვე­ტა­რე­ბი­ნე. დედ-მა­მამ მთხო­ვა, - იქ­ნებ სპორ­ტულ მე­დი­ცი­ნა­ზე ჩა­ა­ბა­რო, სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი გეც­მე­ვა, რო­მელ­საც "ჯორ­ჯია" ეწე­რე­ბაო.

ბავ­შვუ­რი რა­ღა­ცე­ბით, ასე ვთქვათ, მომ­თაფ­ლეს და და­მი­თან­ხმეს... 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მო­ვემ­ზა­დე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გრან­ტით მოვ­ხვდი. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში გარ­კვე­ვაც მა­შინ და­ვი­წყე... ვერ ვი­ტყვი, სას­წა­უ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ, იმის ნიჭი მქონ­და, რომ გა­მოც­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას სას­წავ­ლო მა­სა­ლა 10-15 დღე­ში მეს­წავ­ლა და გა­მოც­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა... მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, სა­დაც ცე­რებ­რა­ლურ­დამ­ბლი­ან ბავ­შვებ­თან, შშმ პი­რებ­თან მუ­შა­ობ­დნენ. საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც ჰქონ­დათ. მე და ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რიც ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა ლექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის დღეს მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია, ესაა ზურა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­სა­მე-მე­ო­თხე კურ­სზე ჩემი ლექ­ტო­რი იყო. მას­წავ­ლი­და სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ფუძ­ვლებს, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით სპორ­ტსმე­ნის მკურ­ნა­ლო­ბას, მომ­ზა­დე­ბას... არ ვიცი, რა­ტომ, პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე ზუ­რას ისე მო­ვა­წო­ნე თავი, რომ ერთ დღეს, როცა ფე­ხით მივ­სე­ირ­ნობ­დით, თა­ვის­თან დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა და მეც მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი... 2013 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან გამ­გზავ­ნა...

- რას ნიშ­ნავს იყო სპორ­ტსმე­ნე­ბის ექი­მი? რა სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- კლი­ნი­კა­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის­გან ყვე­ლა­ნა­ი­რად გან­ვსხვავ­დე­ბით. არის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­დე­საც ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გვი­წევს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის ექიმ­მა შე­საძ­ლოა არაპრო­ფე­სი­უ­ლად შეგ­ვი­ფა­სოს, თუმ­ცა, როცა სპორ­ტსმე­ნი შე­ჯიბ­რე­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბა, ერთი ნა­ბი­ჯი­ღა აქვს დარ­ჩე­ნი­ლი და ტრავ­მა უშ­ლის ხელს, სამ­სა­ხუ­რებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე წინ ვერ და­ვა­ყე­ნებთ. ექ­სტრე­მა­ლე­ბი ვართ და ზოგ­ჯერ სას­წა­უ­ლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ... მე­ცხრე წე­ლია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სპორ­ტსმე­ნებ­თან მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე შინ. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად მაქვს შეს­წავ­ლი­ლი მათი თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა, გა­მო­ხედ­ვა. ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვი­ცით - კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ტრავ­მის გამო არც სპორ­ტსმე­ნი და­ზა­რალ­დეს, არც - ჩვე­ნი საქ­მე და ქვე­ყა­ნა, მე­და­ლი არ დავ­კარ­გოთ...

- ახლა, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზეც გქონ­დათ შემ­თხვე­ვა, როცა შე­იძ­ლე­ბო­და, თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კლი­ნი­კის ექიმს არაპრო­ფე­სი­უ­ლად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა?

- გვქონ­და: ან­ტონ პლეს­ნო­იმ გა­მოს­ვლი­სას, მე­ო­რე მოძ­რა­ო­ბა­ზე, აკ­ვრის დროს მუხ­ლის სახ­სარ­თან მყე­სის ნა­წი­ლი და­ი­ზი­ა­ნა... პლეს­ნოი გა­რეთ კოჭ­ლო­ბით გა­მო­ვი­და. იმ­წამ­სვე გა­და­წყდა, რომ მის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზია გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ზუს­ტად 2 წუთ­ში ტკი­ვი­ლი გა­უ­ყუჩ­და, სპორ­ტსმენ­მა თა­ვი­სი საქ­მე შე­ას­რუ­ლა - მი­ვი­და და წონა და­ა­ფიქ­სი­რა, რა­მაც ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მოგ­ვი­ტა­ნა...

- ალ­ბათ, ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი გე­უფ­ლე­ბათ, როცა სპორ­ტსმე­ნე­ბი ას­პა­რე­ზო­ბენ...

- სპორ­ტსმე­ნი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ყო­ველ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მის "და­სა­დე­ბად" მი­დის. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­სა­ვი­თაა, რომ ქვეყ­ნის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დი გა­ა­მარ­თლოს და სამ­შობ­ლო­ში მედ­ლით დაბ­რუნ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ოლიმ­პი­ა­დე­ბი ემო­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. ლაშა ტა­ლა­ხა­ძის მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: 18 ივ­ლი­სი დგე­ბო­და, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ვემ­გზავ­რეთ. ლა­შას გა­მოს­ვლა 4 აგ­ვის­ტოს იყო. თუ სპორ­ტსმე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი არაა, რთუ­ლია, ამ­დენ ხანს შე­ჯიბ­რე­ბას ელო­დო, თან, სხვე­ბის გა­მოს­ვლებს ადევ­ნო თვა­ლი ისე, რომ არ და­ეს­წრო, ოთახ­ში გა­მო­კე­ტი­ლი იჯდე... ამ მხრივ ჩვე­ნი ფუნ­ქცია იზ­რდე­ბა: ექი­მი მხო­ლოდ ფი­ზი­კურ ტრავ­მა­ზე აღარ ზრუ­ნავს. ჩვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვართ. სპორ­ტსმე­ნე­ბის გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბას ვცდი­ლობთ... ბი­ჭე­ბის­თვის კი­დევ ის არის რთუ­ლი, რომ იქ ბევ­რი ულა­მა­ზე­სი გოგო მოძ­რა­ობს - სას­წა­უ­ლი ფრენ­ბურ­თე­ლე­ბი, ხელ­ბურ­თე­ლე­ბი (იღი­მის)...

ლაშა ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. პირ­ველ რიგ­ში, ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნეა. არ­სე­ბო­ბენ მორ­წმუ­ნე და ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე სპორ­ტსმე­ნე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბათ, თა­ვი­ან­თი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ყვე­ლა უფალს უხ­დის მად­ლო­ბას, მაგ­რამ ლაშა სულ სხვა თე­მაა: სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ღმერ­თთან... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე მისი ოთა­ხის ფო­ტოც გა­ვავ­რცე­ლე, სა­დაც ბევ­რი პა­ტარ-პა­ტა­რა ხატი იყო, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. უარ­ყო­ფი­თი ის იყო, რომ კი­თხუ­ლობ­დნენ, - ამ­დე­ნი ხატი რად უნ­დაო?! სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნიე, ვი­ღა­ცე­ბის­თვის ამეხ­სნა: როცა შენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ხატს გჩუქ­ნი­ან, ეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვერ არ­ჩევ, რო­მე­ლი და­ტო­ვო შინ და რო­მე­ლი - წა­ი­ღო. ისე ხდე­ბა, რომ ლა­შას საკ­მა­ოდ ბევ­რი ხატი ნე­ბის­მი­ერ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე თან აქვს. ამა­ში გა­საკ­ვირს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ჩემი აზ­რით, მის სიმ­შვი­დე­ში მარ­თლმორ­წმუ­ნე­ო­ბა დიდ როლს თა­მა­შობს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ნერ­ვე­ბის "გა­ფუ­ჭე­ბა", წო­ნას­წო­რო­ბი­დან მისი გა­მოყ­ვა­ნა ურ­თუ­ლე­სია. ვგუ­ლის­ხმობ, როცა ვარ­ჯიშ­ზეა ან შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
8

წარბებს რა კარგად იქნი ჩვენებურო))

სტალინი
14

იმიტომაა რომ ნასწავლი და განათლებული კადრი იჩაგრება. პროფესიონალების დეფიციტიც მაგიტომაა ყველა დარგში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?

"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?

ახლახან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნდა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმის ამპლუაში იმყოფებოდა. გიორგის სპორტსმენების ექიმის საქმიანობის სპეციფიკასა და ემოციურ ეპიზოდებზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ამ პროფესიის ადამიანები ექსტრემალები არიან და მათი გადაწყვეტილება ზოგჯერ კლინიკაში მომუშავე ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულ საქციელადაც კი შერაცხოს...

- ქალაქისგან ძალიან მოწყვეტილ სოფელში - ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი) გავიზარდე. სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ლიტერატურა მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, მეთორმეტე კლასი მგონი იმ წელს დაემატა. ოჯახის წევრებმა მთხოვეს, - რაკი 1 წელი დაემატა, იქნებ მოემზადოო. მოვინდომე. იმ დროს, სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული მედიცინის ფაკულტეტი ახალი ჩამოყალიბებული იყო. საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა, მაგრამ სოფელში არც რამე წრე იყო, იქ რომ მევლო და არც იმის შესაძლებლობა, რომ მშობლებს თბილისში სპორტზე ვეტარებინე. დედ-მამამ მთხოვა, - იქნებ სპორტულ მედიცინაზე ჩააბარო, სპორტსმენებთან ერთად იქნები, სპორტული ტანსაცმელი გეცმევა, რომელსაც "ჯორჯია" ეწერებაო.

ბავშვური რაღაცებით, ასე ვთქვათ, მომთაფლეს და დამითანხმეს... 6 თვის განმავლობაში რეპეტიტორებთან მოვემზადე და უნივერსიტეტში გრანტით მოვხვდი. სამედიცინო სფეროში გარკვევაც მაშინ დავიწყე... ვერ ვიტყვი, სასწაული სტუდენტი ვიყავი-მეთქი. უბრალოდ, იმის ნიჭი მქონდა, რომ გამოცდების მოახლოებისას სასწავლო მასალა 10-15 დღეში მესწავლა და გამოცდა ჩამებარებინა... მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები თურქეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ცერებრალურდამბლიან ბავშვებთან, შშმ პირებთან მუშაობდნენ. საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ლექტორი, რომელიც ჩემთვის დღეს მისაბაძი ადამიანია, ესაა ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. უნივერსიტეტში, მესამე-მეოთხე კურსზე ჩემი ლექტორი იყო. მასწავლიდა სპორტული მედიცინის საფუძვლებს, მედიკამენტებით სპორტსმენის მკურნალობას, მომზადებას... არ ვიცი, რატომ, პრაქტიკულ მეცადინეობებზე ზურას ისე მოვაწონე თავი, რომ ერთ დღეს, როცა ფეხით მივსეირნობდით, თავისთან დარჩენა შემომთავაზა და მეც მაშინვე დავთანხმდი... 2013 წლის 4 თებერვლიდან ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან გამგზავნა...

- რას ნიშნავს იყო სპორტსმენების ექიმი? რა სპეციფიკური მახასიათებლები აქვს თქვენს საქმიანობას?

- კლინიკაში მომუშავე პერსონალისგან ყველანაირად განვსხვავდებით. არის სიტუაციები, როდესაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც კლინიკის ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულად შეგვიფასოს, თუმცა, როცა სპორტსმენი შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადება, ერთი ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი და ტრავმა უშლის ხელს, სამსახურებრივ პასუხისმგებლობას მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე წინ ვერ დავაყენებთ. ექსტრემალები ვართ და ზოგჯერ სასწაულებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებთ... მეცხრე წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ამ ხნის განმავლობაში, სპორტსმენებთან მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე შინ. შესაბამისად, კარგად მაქვს შესწავლილი მათი თითოეული ქმედება, გამოხედვა. ყველამ ჩვენი საქმე ვიცით - კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმის გამო არც სპორტსმენი დაზარალდეს, არც - ჩვენი საქმე და ქვეყანა, მედალი არ დავკარგოთ...

- ახლა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც გქონდათ შემთხვევა, როცა შეიძლებოდა, თქვენი გადაწყვეტილება კლინიკის ექიმს არაპროფესიულად შეეფასებინა?

- გვქონდა: ანტონ პლესნოიმ გამოსვლისას, მეორე მოძრაობაზე, აკვრის დროს მუხლის სახსართან მყესის ნაწილი დაიზიანა... პლესნოი გარეთ კოჭლობით გამოვიდა. იმწამსვე გადაწყდა, რომ მისთვის ადგილობრივი ანესთეზია გამეკეთებინა. ზუსტად 2 წუთში ტკივილი გაუყუჩდა, სპორტსმენმა თავისი საქმე შეასრულა - მივიდა და წონა დააფიქსირა, რამაც ბრინჯაოს მედალი მოგვიტანა...

- ალბათ, ძლიერი ემოციები გეუფლებათ, როცა სპორტსმენები ასპარეზობენ...

- სპორტსმენი შეჯიბრებაზე ყოველთვის შესაძლებლობის მაქსიმუმის "დასადებად" მიდის. ეს ვალდებულებასავითაა, რომ ქვეყნის, გულშემატკივრების იმედი გაამართლოს და სამშობლოში მედლით დაბრუნდეს. შესაბამისად, ოლიმპიადები ემოციით დატვირთულია. ჩვეულებრივი შეჯიბრებებისგან განსხვავებით, დიდხანს გრძელდება. ლაშა ტალახაძის მაგალითს მოვიყვან: 18 ივლისი დგებოდა, როცა საქართველოდან გავემგზავრეთ. ლაშას გამოსვლა 4 აგვისტოს იყო. თუ სპორტსმენი ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული არაა, რთულია, ამდენ ხანს შეჯიბრებას ელოდო, თან, სხვების გამოსვლებს ადევნო თვალი ისე, რომ არ დაესწრო, ოთახში გამოკეტილი იჯდე... ამ მხრივ ჩვენი ფუნქცია იზრდება: ექიმი მხოლოდ ფიზიკურ ტრავმაზე აღარ ზრუნავს. ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ. სპორტსმენების განწყობის ამაღლებას ვცდილობთ... ბიჭებისთვის კიდევ ის არის რთული, რომ იქ ბევრი ულამაზესი გოგო მოძრაობს - სასწაული ფრენბურთელები, ხელბურთელები (იღიმის)...

ლაშა ფენომენალური ადამიანია. პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მორწმუნეა. არსებობენ მორწმუნე და ნაკლებად მორწმუნე სპორტსმენები. საბოლოოდ, ალბათ, თავიანთი გამარჯვებისთვის ყველა უფალს უხდის მადლობას, მაგრამ ლაშა სულ სხვა თემაა: სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობს, ძალიან ახლოსაა ღმერთთან... სოციალურ ქსელში ამ ოლიმპიადაზე მისი ოთახის ფოტოც გავავრცელე, სადაც ბევრი პატარ-პატარა ხატი იყო, რასაც საზოგადოების შეფასება მოჰყვა. უარყოფითი ის იყო, რომ კითხულობდნენ, - ამდენი ხატი რად უნდაო?! საჭიროდ მივიჩნიე, ვიღაცებისთვის ამეხსნა: როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები სხვადასხვა ხატს გჩუქნიან, ეს ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ვერ არჩევ, რომელი დატოვო შინ და რომელი - წაიღო. ისე ხდება, რომ ლაშას საკმაოდ ბევრი ხატი ნებისმიერ შეჯიბრებაზე თან აქვს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ჩემი აზრით, მის სიმშვიდეში მართლმორწმუნეობა დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, მისი ნერვების "გაფუჭება", წონასწორობიდან მისი გამოყვანა ურთულესია. ვგულისხმობ, როცა ვარჯიშზეა ან შეჯიბრებაში მონაწილეობს...წაიკითხეთ სრულად