მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება - "ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან"
ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება - "ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 16 მო­ქა­ლა­ქე სამ­შობ­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს დაბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მიერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი რე­ი­სით ჯერ დუ­ბა­ი­ში ჩაფ­რინ­დე­ბი­ან, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

„ავ­ღა­ნეთ­ში 16 ქარ­თვე­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. დღეს დი­ლით ისი­ნი უსაფრ­თხოდ გა­და­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტში, ნატო-ს სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. ისი­ნი ჩას­ხდე­ბი­ან თვითმფრი­ნავ­ში. ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მიერ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი რე­ი­სი დუ­ბა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ისი­ნი გაფ­რინ­დე­ბი­ან დუ­ბა­ი­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მოფ­რინ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამ ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხმა­ურ­დე­ბა. ამე­რი­კულ, კა­ნა­დურ და ბრი­ტა­ნულ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა დახ­მა­რე­ბა 16 აგ­ვის­ტოს ითხო­ვეს, როცა ქა­ბუ­ლი "თა­ლი­ბებ­მა" და­ი­კა­ვეს.

ცნო­ბის­თვის, სულ ქა­ბულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 24 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. ექ­ვსმა ქარ­თველ­მა ქა­ბუ­ლი, 18 აგ­ვის­ტოს, უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლა­ი­ნე­რით და­ტო­ვა, ორმა კი 19 აგ­ვის­ტოს, გერ­მა­ნელ­თა დახ­მა­რე­ბით. ამ დრო­ის­თვის, ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღარ არი­ან.

ფოტო: "ამე­რი­კის ხმა"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
14
მადლობა ღმერთს. არავის ვიცნობ, მაგრამ უზომოდ გამიხარდა მაგათი ამბავი. გულწრფელად უდიდესი შვება ვიგრძენი. უაფლი გფარავდეთ ბიჭებო.
გვიხარია
13

გაიხარეთ! ღმერთო ყველას უშველე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება - "ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან"

ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება - "ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით ჯერ დუბაიში ჩაფრინდებიან, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებიან.

„ავღანეთში 16 ქართველი იყო დარჩენილი. დღეს დილით ისინი უსაფრთხოდ გადაიყვანეს აეროპორტში, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე. ისინი ჩასხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ ოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამერიკულ, კანადურ და ბრიტანულ კერძო სამხედრო კომპანიებში დასაქმებულმა ქართველებმა დახმარება 16 აგვისტოს ითხოვეს, როცა ქაბული "თალიბებმა" დაიკავეს.

ცნობისთვის, სულ ქაბულში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფებოდა. ექვსმა ქართველმა ქაბული, 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით დატოვა, ორმა კი 19 აგვისტოს, გერმანელთა დახმარებით. ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან.

ფოტო: "ამერიკის ხმა"