სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა - "ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია"
თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა - "ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რას უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის გაზ­რდი­ლი სტა­ტის­ტი­კა. რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ვირუ­სის მა­ღალ გავ­რცე­ლე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში.

„გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღა­ლი სტა­ტის­ტი­კა, ბუ­ნებ­რი­ვია, უკავ­შირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღალ გავ­რცე­ლე­ბას. კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კის ნა­წილ­ში ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც არ­სე­ბობს, იძ­ლე­ვა შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა კლი­ნი­ცის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ იმას, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შემ­თხვე­ვე­ბის დამ­ძი­მე­ბის ტემ­პი არის უფრო სწრა­ფი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, რა გა­მო­სავ­ლი დად­გე­ბა ამა თუ იმ შემ­თხვე­ვა­ში. აქ­ცენ­ტი კვლავ კეთ­დე­ბა აც­რის და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის აუ­დი­ტი სის­ტე­მა­ტუ­რად ტარ­დე­ბა. ამას აკე­თებს რო­გორც რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, ასე­ვე კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი.

ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ანა­ლი­ზის შე­დე­გად არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კი­დან რა­ი­მე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა მუდ­მი­ვად არის მსჯე­ლო­ბა, რომ თუ რა­ი­მე ახა­ლი გა­და­წყვე­ტა იქ­ნე­ბა, კლი­ნი­ცის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც უნდა ჰქონ­დეთ ეს გა­და­წყვე­ტა. იგუ­ლის­ხმე­ბა ჟანგბა­დის დამ­ხმა­რე თე­რა­პია - მა­ღა­ლი ნა­კა­დით ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის აპა­რა­ტუ­რა შეს­ყი­დუ­ლია და კლი­ნი­კე­ბი კი­დევ გეგ­მა­ვენ თა­ვად მის მო­ბი­ლი­ზე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმ შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაა მთა­ვა­რი, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არის და­წე­სე­ბუ­ლი.

„ამ ეტაპ­ზე კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. ერთი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, ციფ­რე­ბი დღეს შე­და­რე­ბით, ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გუ­შინ და თუნ­დაც კვი­რის და­სა­წყის­ში. კარ­გია ის, რომ ჩვენ ნახ­ტო­მი­სე­ბურ მა­ტე­ბას არ ვხე­დავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნა­ად­რე­ვია რა­ი­მე ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მცი­რე­დი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის სუ­რა­თი გარ­კვე­ულ­წი­ლად, ამ ციფ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იკ­ვე­თე­ბა. ამ­დე­ნად, ჩვენ მთა­ვა­რია ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აღ­ვას­რუ­ლოთ, რო­მე­ლიც უკვე და­წე­სე­ბუ­ლია“, - აცხა­დებს გა­ბუ­ნია.

ცნო­ბის­თვის, ბოლო 24 სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 59 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის 4743 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლარა
1

ამისთანა სიტუაციაში,ნორმალურ სახელმწიფოში ლოქდაუნი გამოცხადდებოდა. აბა ჩვენ ქვეყანას ნორმალური ხელისუფლება სადა ყავს?

კეკე
0

რა ჯანდაბას ელოდებით,ამ ხალხს რომ ვერ აკავებთ ვერ ხედაავთ...? რომელ რეგულაციების დაცვაზე და ვაქცინაციაზეა ლაპარაკი,ზოგს ვირუსის არსებობისაც კი არ ჯერავს.. გავწყდეთ რამისაა.....ჩაკეტეთ,ან რამე მოიფიქრეთ....რა ჯანდაბას ელოდებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა - "ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია"

თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა - "ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რას უკავშირდება კორონავირუსით გარდაცვალების გაზრდილი სტატისტიკა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ვირუსის მაღალ გავრცელებასთანაა კავშირში.

„გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას. კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავლი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება. ამას აკეთებს როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე კლინიკური ჯგუფი.

ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ ყოფილა. თუმცა მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა. იგულისხმება ჟანგბადის დამხმარე თერაპია - მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შეზღუდვების აღსრულებაა მთავარი, რაც ჯერჯერობით არის დაწესებული.

„ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, - აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 4743 შემთხვევა გამოვლინდა.