მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშემიური ინსულტის მკურნალობის ორი ყველაზე ეფექტური მეთოდი - ინტერვიუ ნევროლოგ ზურაბ ახალაიასთან
იშემიური ინსულტის მკურნალობის ორი ყველაზე ეფექტური მეთოდი - ინტერვიუ ნევროლოგ ზურაბ ახალაიასთან

ინ­სულ­ტი მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ პა­თო­ლო­გი­ა­თა შო­რის წამ­ყვა­ნია და სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე მკვეთ­რად უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მე­დი­ცი­ნა კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, იშე­მი­ურ ინ­სულ­ტის შე­დე­გად ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა რო­გორც კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ ინ­სულ­ტის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნევ­რო­ლო­გი ზუ­რაბ ახა­ლა­ია გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ ისევ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. მისი თქმით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ინ­სულ­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს ისევ არ აქვს წვდო­მა მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვებ­ზე, რის გა­მოც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზა­რალ­დე­ბი­ან.

ზუ­რაბ ახა­ლა­ია და მისი გუნ­დი იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს იყე­ნებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით პა­ცი­ენ­ტებ­ში ინ­ვა­ლი­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მცირ­დე­ბა ან რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ერ­თოდ ქრე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად, რას გუ­ლის­ხმობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბი და ზო­გა­დად, რო­გორ იმარ­თე­ბა ინ­სულ­ტი, დე­ტა­ლებ­ზე ნევ­რო­ლო­გი გვე­სა­უბ­რა.

  • რა იწ­ვევს ინ­სულტს და რა რამ­დე­ნად მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ის?

ინ­სულ­ტი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა, მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, ყო­ველ 4 წამ­ში ერთ ადა­მი­ანს ემარ­თე­ბა ინ­სულ­ტი, ხოლო ყო­ველ 4 წუთ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­აგ­ნო­ზის გამო ერთი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ინ­სულ­ტი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით მე-2-დან მე-4 ად­გი­ლამ­დე მერ­ყე­ობს, სამ­წუ­ხა­როდ, ინ­სულ­ტი პირ­ველ ად­გილ­ზეა დღემ­დე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­წოლ­დღე­ე­ბის მი­ზე­ზის გამო და უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის ანუ ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლით.

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ინ­სულ­ტის რის­კი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ახალ­გაზ­რდებ­შიც.

არ­სე­ბობს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი და იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი. უფრო ხში­რი არის იშე­მი­უ­რი და და­ახ­ლო­ე­ბით 87%-ში სწო­რედ ეს ფორ­მა გვხვდე­ბა. ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტის დროს სკდე­ბა სის­ხლძარ­ღვი და სის­ხლი თა­ვის ტვინ­ში ჩა­იღ­ვრე­ბა, ხოლო იშე­მი­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში თრომ­ბი იჭე­დე­ბა სის­ხლძარ­ღვში და სის­ხლი აღარ მი­დის თა­ვის ტვინ­ში.

  • რა არის ინ­სულ­ტის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი?

ინ­სულ­ტის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი არის მო­დი­ფიც­რე­ბა­დი და არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი. არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი არის, რო­მელ­საც ვერ შევ­ცვლით: სქე­სი, ასა­კი, რა­სობ­რი­ვი კუთ­ვნი­ლე­ბა და გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა. მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის შეც­ვლით კი შეგ­ვიძ­ლია, შე­ვამ­ცი­როთ ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ეს არის არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია ანუ მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, რომ­ლის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამის­თვის დრო­უ­ლად არის კარ­დი­ო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო, ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წნე­ვის ყო­ველ­დღე კონ­ტრო­ლი. ამას­თან, მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ის დრო­საც ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლ­ში, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რისკ-ფაქ­ტო­რია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, რომ­ლის დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის ამ­ბუ­ლა­ტო­რუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, დი­ე­ტის დაც­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა, რომ სის­ხლში შაქ­რის დონე მუდ­მი­ვად ნორ­მა­ში გვქონ­დეს.

ასე­ვე, დის­ლი­პი­დე­მია ანუ ქო­ლეს­ტე­რი­ნის ცვლის დარ­ღვე­ვაც ერთ-ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია, რად­გან იწ­ვევს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქე­ბის წარ­მოქ­მნას. მისი პრე­ვენ­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რი კვე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბით.

  • რა არის ინ­სულ­ტის სა­წყი­სი ნიშ­ნე­ბი?

ზო­გა­დად, ინ­სულ­ტი იმის მი­ხედ­ვით, თუ სად ვი­თარ­დე­ბა, სხვა­დას­ხვა სიმპტო­მა­ტი­კას იწ­ვევს, თუმ­ცა არ­სე­ბობს სამი მარ­ტი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­საც შე­უძ­ლი­ათ ამო­იც­ნონ: მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, სი­სუს­ტე ხელ­ში ან ფეხ­ში რო­მე­ლი­მე მხა­რეს და სა­ხის ასი­მეტ­რია. ამ სამი ნიშ­ნი­დან ერთ-ერთს ან შე­იძ­ლე­ბა სა­მი­ვეს ერ­თად თუ შე­ნიშ­ნავთ, რო­მე­ლიც მწვა­ვედ, უეც­რად ვი­თარ­დე­ბა, სას­წრა­ფოდ და­რე­კეთ 112-ში.

  • რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და სრულ­ყო­ფი­ლად გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ინ­სულ­ტი პირ­ველ ად­გილ­ზეა ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლით, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებს, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია და­ა­ვა­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­თვას­თან. რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის, ისე ინ­სულ­ტის მარ­თვა უნდა მოხ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი ბოლო წლე­ბია ნელ-ნელა რაც ინერ­გე­ბა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მათი ბევრ კლი­ნი­კა­ში შე­ტა­ნა ჯერ კი­დევ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. 2018 წლის ბო­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკიც­და ინ­სულ­ტის მარ­თვის გა­იდ­ლა­ი­ნი, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც სამ­წუ­ხა­როდ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ხერ­ხდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, რაც უფრო სწრა­ფად მოხ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნის შეს­რუ­ლე­ბა, მით უფრო და­იკ­ლებს რო­გორც სიკ­ვდი­ლო­ბის, ისე ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

რას გუ­ლის­ხმობს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ ინ­სულ­ტის მარ­თვის­თვის და­ამ­ტკი­ცა?

ინ­სულ­ტის მარ­თვის გა­იდ­ლა­ინ­ში ჩა­ი­დო მკურ­ნა­ლო­ბის ის მე­თო­დე­ბი, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას აქვს: თრომ­ბო­ლი­ზი­სი და თრომ­ბექ­ტო­მია. გა­იდ­ლა­ინ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იშე­მი­ურ ინ­სულტს ვუმ­კურ­ნა­ლოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბით, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

გა­იდ­ლა­ინ­ში არის კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ან პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ექი­მი როცა შე­ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენტს სა­ვა­რა­უ­დოდ აქვს ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი, ის ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ცი­ენ­ტი წა­იყ­ვა­ნოს ან გა­და­ა­მი­სა­მარ­თოს კლი­ნი­კა­ში, რო­მელ­საც აქვს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, ე.წ ინ­სულ­ტის ცენ­ტრი და პა­თო­ლო­გი­ის მარ­თვა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დე­ბით შე­უძ­ლი­ათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას კა­ნო­ნიც არე­გუ­ლი­რებს და მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ინ­სულ­ტი თრომ­ბო­ლი­ზი­სით და თრომ­ბექ­ტო­მი­ით იმარ­თოს, პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც გა­დაჰ­ყავთ იმ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბენ ისე, რო­გორც 20-30 წლის წინ. რა და­ა­შა­ვა პა­ცი­ენ­ტმა, რო­მელ­საც შეგ­ვიძ­ლია, დახ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ, შე­ვამ­ცი­როთ ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც და ამ დროს ხვდე­ბა ისეთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სა­თა­ნა­დოდ ვერ მკურ­ნა­ლო­ბენ. იქ­ნებ რო­გორ­მე მი­ვი­ტა­ნოთ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, რომ თა­ვად ან ოჯა­ხის წევ­რებ­მა მოს­თხო­ვონ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ისეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, სა­დაც ინ­სულ­ტის ცენ­ტრი არ­სე­ბობს და ამ მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ.

  • რას გუ­ლის­ხმობს თრომ­ბო­ლი­ზი­სი და თრომ­ბექ­ტო­მია და რო­გორ ტარ­დე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი?

სის­ტე­მუ­რი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ლი­ზი­სი და ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი თრომ­ბექ­ტო­მია იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბია, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 წე­ლია რაც ეტა­პობ­რი­ვად და­ი­ნერ­გა.

სის­ტე­მუ­რი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ლი­ზი­სი არის პრო­ცე­დუ­რა, რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­დას­ხმის სა­ხით ინ­ტრა­ვე­ნუ­რად სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბით შეგვყავს პრე­პა­რა­ტი - ქსო­ვი­ლო­ვა­ნი პლაზ­მე­ნო­გე­ნის აქ­ტი­ვა­ტო­რი, რო­მელ­საც ტვი­ნის რო­მე­ლი­მე სის­ხლძარ­ღვში არ­სე­ბუ­ლი თრომ­ბის დაშ­ლის უნა­რი აქვს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ში ვართ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი და პრო­ცე­დუ­რა ეფექ­ტუ­რი თრომ­ბის გა­ჩე­ნი­დან ოთხსა­ათ­ნა­ხე­ვარ­შია, შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პა­ცი­ენ­ტის პირ­და­პირ ინ­სულ­ტის ცენ­ტრში გად­მოყ­ვა­ნას. პრე­პა­რა­ტი თრომბს რომ დაშ­ლის, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა თა­ვის ტვინ­ში აღ­დგე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რე­ბის ჯან­მრთელ რიტმს და­უბ­რუნ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის გა­რე­შე.

სის­ხლძარ­ღვთა სრუ­ლი რე­კა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის ზოგ­ჯერ მხო­ლოდ თრომ­ბო­ლი­ზუ­რი თე­რა­პია საკ­მა­რი­სი არ არის და სა­ჭი­რო ხდე­ბა - ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი თრომ­ბექ­ტო­მია, ეს მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვაა, ბარ­ძა­ყის არ­ტე­რი­ი­დან მიდ­გო­მით კა­რო­ტი­დუ­ლი აუ­ზი­დან აცი­ლე­ბენ თრომბს, რომ­ლი­თაც კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლძარ­ღვია დახ­შუ­ლი. ამის შემ­დეგ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­დგე­ბა.

  • არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­სულ­ტის პრე­ვენ­ცია გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტით მა­ინც?

გარ­და იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი და ვარ­ჯი­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უყუ­რა­დღე­ბოდ არ უნდა დავ­ტო­ვოთ არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, მო­ციმ­ცი­მე არით­მია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. ამ პრობ­ლე­მებს რაც უფრო დრო­უ­ლად ვუმ­კურ­ნა­ლებთ, უფრო მე­ტად ავი­რი­დებთ თა­ვი­დან ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

მადლობა დიდი

მელი
0

კარგი სტატიაა,მაგრამ ბარემ დაგვიწერეთ რომელ კლინიკებშია ინსულტის ცენტრები რომ ვიცოდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

იშემიური ინსულტის მკურნალობის ორი ყველაზე ეფექტური მეთოდი - ინტერვიუ ნევროლოგ ზურაბ ახალაიასთან

იშემიური ინსულტის მკურნალობის ორი ყველაზე ეფექტური მეთოდი - ინტერვიუ ნევროლოგ ზურაბ ახალაიასთან

ინსულტი მსოფლიოში გავრცელებულ პათოლოგიათა შორის წამყვანია და სამწუხაროდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

ქვეყნებში, სადაც მედიცინა კარგად არის განვითარებული, იშემიურ ინსულტის შედეგად ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა როგორც კლინიკა „ჰელსიკორის“ ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი, ნევროლოგი ზურაბ ახალაია განმარტავს, საქართველო ამ მხრივ ისევ გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ინსულტიანი პაციენტების ნაწილს ისევ არ აქვს წვდომა მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე, რის გამოც მნიშვნელოვნად ზარალდებიან.

ზურაბ ახალაია და მისი გუნდი იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს იყენებს, რომელთა მეშვეობით პაციენტებში ინვალიდობის მაჩვენებელი მცირდება ან რიგ შემთხვევებში საერთოდ ქრება.

კონკრეტულად, რას გულისხმობს აღნიშნული მეთოდები და ზოგადად, როგორ იმართება ინსულტი, დეტალებზე ნევროლოგი გვესაუბრა.

  • რა იწვევს ინსულტს და რა რამდენად მაღალი ლეტალობით ხასიათდება ის?

ინსულტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, მსოფლიო სტატისტიკით, ყოველ 4 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 4 წუთში აღნიშნული დიაგნოზის გამო ერთი ადამიანი კვდება. სხვადასხვა ქვეყანაში ინსულტი სიკვდილიანობის მიხედვით მე-2-დან მე-4 ადგილამდე მერყეობს, სამწუხაროდ, ინსულტი პირველ ადგილზეა დღემდე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტაციონარში გატარებული საწოლდღეების მიზეზის გამო და უნარშეზღუდულობის ანუ ინვალიდიზაციის მაჩვენებლით.

ასაკის მატებასთან ერთად, ინსულტის რისკი იზრდება, მაგრამ იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებშიც.

არსებობს ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი. უფრო ხშირი არის იშემიური და დაახლოებით 87%-ში სწორედ ეს ფორმა გვხვდება. ჰემორაგიული ინსულტის დროს სკდება სისხლძარღვი და სისხლი თავის ტვინში ჩაიღვრება, ხოლო იშემიურის შემთხვევაში თრომბი იჭედება სისხლძარღვში და სისხლი აღარ მიდის თავის ტვინში.

  • რა არის ინსულტის რისკ-ფაქტორები?

ინსულტის რისკ-ფაქტორები არის მოდიფიცრებადი და არამოდიფიცირებადი. არამოდიფიცირებადი არის, რომელსაც ვერ შევცვლით: სქესი, ასაკი, რასობრივი კუთვნილება და გენეტიკური წინასწარგანწყობა. მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების შეცვლით კი შეგვიძლია, შევამციროთ ინსულტის განვითარების რისკი. ეს არის არტერიული ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის მართვა შესაძლებელია და ამისთვის დროულად არის კარდიოლოგთან ვიზიტი და მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო, ასევე, აუცილებელია წნევის ყოველდღე კონტროლი. ამასთან, მოციმციმე არითმიის დროსაც ასევე სასურველია დროული ვიზიტი პირველადი ჯანდაცვის რგოლში, რათა დროულად დაინიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა. მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც აუცილებელია ენდოკრინოლოგის ამბულატორული მეთვალყურეობა, დიეტის დაცვა და მკურნალობა, რომ სისხლში შაქრის დონე მუდმივად ნორმაში გვქონდეს.

ასევე, დისლიპიდემია ანუ ქოლესტერინის ცვლის დარღვევაც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რადგან იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. მისი პრევენციაც შესაძლებელია სწორი კვებითა და შესაბამისი მკურნალობით.

  • რა არის ინსულტის საწყისი ნიშნები?

ზოგადად, ინსულტი იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება, სხვადასხვა სიმპტომატიკას იწვევს, თუმცა არსებობს სამი მარტივი მახასიათებელი, რომელიც არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ამოიცნონ: მეტყველების დარღვევა, სისუსტე ხელში ან ფეხში რომელიმე მხარეს და სახის ასიმეტრია. ამ სამი ნიშნიდან ერთ-ერთს ან შეიძლება სამივეს ერთად თუ შენიშნავთ, რომელიც მწვავედ, უეცრად ვითარდება, სასწრაფოდ დარეკეთ 112-ში.

  • რამდენად შესაძლებელია, რომ ინსულტის განვითარების შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდეს და სრულყოფილად გააგრძელოს ცხოვრება?

როგორც აღვნიშნეთ, ინსულტი პირველ ადგილზეა ინვალიდიზაციის მაჩვენებლით, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იკლებს, რაც პირდაპირ კავშირშია დაავადების თანამედროვე მართვასთან. როგორც ნებისმიერი დაავადების, ისე ინსულტის მართვა უნდა მოხდეს თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებით. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული პრინციპები ბოლო წლებია ნელ-ნელა რაც ინერგება, თუმცა სამწუხაროდ, მათი ბევრ კლინიკაში შეტანა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. 2018 წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა ინსულტის მართვის გაიდლაინი, რომლის აღსრულებაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. რეალურად, რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული გაიდლაინის შესრულება, მით უფრო დაიკლებს როგორც სიკვდილობის, ისე ინვალიდიზაციის მაჩვენებელი.

რას გულისხმობს აღნიშნული გაიდლაინი, რომელიც სახელმწიფომ ინსულტის მართვისთვის დაამტკიცა?

ინსულტის მართვის გაიდლაინში ჩაიდო მკურნალობის ის მეთოდები, რაც თანამედროვე მედიცინას აქვს: თრომბოლიზისი და თრომბექტომია. გაიდლაინში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, იშემიურ ინსულტს ვუმკურნალოთ აღნიშნული მეთოდებით, სათანადო ჩვენების შემთხვევაში.

გაიდლაინში არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი როცა შენიშნავს, რომ პაციენტს სავარაუდოდ აქვს ინსულტის ნიშნები, ის ვალდებულია, პაციენტი წაიყვანოს ან გადაამისამართოს კლინიკაში, რომელსაც აქვს სპეციალიზებული განყოფილება, ე.წ ინსულტის ცენტრი და პათოლოგიის მართვა აღნიშნული მეთოდებით შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონიც არეგულირებს და მაგალითად, თბილისის რამდენიმე კლინიკაში არის საშუალება, რომ ინსულტი თრომბოლიზისით და თრომბექტომიით იმართოს, პაციენტების ნაწილი მაინც გადაჰყავთ იმ კლინიკებში, სადაც მკურნალობენ ისე, როგორც 20-30 წლის წინ. რა დააშავა პაციენტმა, რომელსაც შეგვიძლია, დახმარება დროულად აღმოვუჩინოთ, შევამციროთ ინვალიდიზაციისა და სიკვდილობის მაჩვენებელიც და ამ დროს ხვდება ისეთ კლინიკაში, სადაც სათანადოდ ვერ მკურნალობენ. იქნებ როგორმე მივიტანოთ ინფორმაცია საზოგადოებამდე, რომ თავად ან ოჯახის წევრებმა მოსთხოვონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ისეთ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ინსულტის ცენტრი არსებობს და ამ მეთოდებით მკურნალობენ.

  • რას გულისხმობს თრომბოლიზისი და თრომბექტომია და როგორ ტარდება ეს პროცედურები?

სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი და ენდოვასკულური თრომბექტომია იშემიური ინსულტის მართვის თანამედროვე მეთოდებია, რაც ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 4-5 წელია რაც ეტაპობრივად დაინერგა.

სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი არის პროცედურა, როდესაც ჩვეულებრივ, გადასხმის სახით ინტრავენურად სათანადო ჩვენებით შეგვყავს პრეპარატი - ქსოვილოვანი პლაზმენოგენის აქტივატორი, რომელსაც ტვინის რომელიმე სისხლძარღვში არსებული თრომბის დაშლის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, დროში ვართ შეზღუდულები და პროცედურა ეფექტური თრომბის გაჩენიდან ოთხსაათნახევარშია, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის პირდაპირ ინსულტის ცენტრში გადმოყვანას. პრეპარატი თრომბს რომ დაშლის, სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში აღდგება და ხშირ შემთხვევაში პაციენტი ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს დაუბრუნდება ყოველგვარი ინვალიდიზაციის გარეშე.

სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება - ენდოვასკულური თრომბექტომია, ეს მცირე ინვაზიური ჩარევაა, ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება.

  • არის თუ არა შესაძლებელი ინსულტის პრევენცია გარკვეული პროცენტით მაინც?

გარდა იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვარჯიში მნიშვნელოვანია, არსებობის შემთხვევაში, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. ამ პრობლემებს რაც უფრო დროულად ვუმკურნალებთ, უფრო მეტად ავირიდებთ თავიდან ინსულტის განვითარების რისკს.