ავტორი:

"ჩვენი პატარა დიტუნია დიდი კაცია, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

"ჩვენი პატარა დიტუნია დიდი კაცია, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

დიტო რაზმაძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. წლების წინ, აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა. მაშინ შვიდი წლის იყო. ომის შემდეგ, ფონდმა "იავნანამ" ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეურვეობა იკისრა.

"იავნანა" შეეცადა ყველა პირობა შეექმნა მისთვის და წლების მანძილზე მშობელივით ეზრუნა. დღეს დიტო თავად უძღვება საქველმოქმედო საღამოებს, მუშაობს და ცდილობს სხვა ბავშვებს დაეხმაროს.

ცოტა ხნის წინ ფონდის დამფუძვნებელმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი ამცნო. როგორც აღმოჩნდა დიტო დაქორწინდა.

"ესეც ასე!!!! ფონდ იავნანას შვილობილი, ჩვენი პატარა დიტუნია უკვე დიდი კაცი გახდა, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დიტო რაზმაძე მშობლების დაკარგვის შემდეგ პაპა-ბებიასთან გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში იზრდებოდა. ომის შემდეგ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე პირველად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს არქივიდან:

"სახლში ვიყავით, დაბომბვა რომ დაიწყო. მამამ კორპუსზე მიმაგრებული გაზის მილით ეზოში ჩამიყვანა, მერე კი დედას ჩამოსაყვანად უკან აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა... მეტი არაფერი მახსოვს. სამი თვე ვიწექი კლინიკაში.ჩემი სახლისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი მეორე მშობლები პაპა და ბებია არიან. დედ-მამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემთან არიან. ყველაზე მეტად მიმძიმს დღესასწაულები, მათი დაბადების დღეები, გარდაცვალების დღე, აღდგომა...

ძალიან დამეხმარა ფონდი "იავნანა". ყოველ წელს დავდივარ საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლებში. იქ მეძლევა შესაძლებლობა, ვისწავლო და თან ექსკურსიებზე ვიარო. ომის შემდეგ თავის არეში ანასხლეტები ჩამრჩა, საშინელი ტკივილები მქონდა. ყველა პროცედურა და მედიკამენტები ფონდმა დამიფინანსა და ეს დღემდე გრძელდება.

ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე. დენმა დაარტყა. სავაჭრო ჯიხურის მოწყობას ცდილობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ახლა მე-12 კლასში ვარ. ძალიან მინდა საავიაციო ფაკულტეტზე ჩაბარება საზღვარგარეთ. იმედია, გამომივა."

იმ დღის გახსენება დღემდე უჭირს დიტოს პაპა-ბებიას. დრო ტკივილს ვერ აშუშებს, პირიქით, უფრო ამძაფრებს..."...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად