პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები
"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

წი­ნან­დალ­ში მოკ­ლუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი "TV პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კენ­ჭოშ­ვილს ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ძმებ ზვი­ა­და­უ­რებ­თან სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის გამო მოხ­და.

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, სწო­რედ ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

27 წლის მა­მა­კა­ცის მშობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათი მი­ზა­ნი არ არის ზვი­ა­და­უ­რის დას­ჯა, მათ მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის სა­ხე­ლის დაც­ვა სურთ.

"რა ბიზ­ნე­სი, რის კრი­მი­ნა­ლი, ისე­თი კე­თი­ლი ბავ­შვი იყო... ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და, სწავ­ლა და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ ეხერ­ხე­ბო­და ხე­ლო­ბა და წა­ვი­და თა­ვის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად და შრო­მობ­და ფი­ზი­კუ­რად. უბ­რა­ლოდ, ნუ ამოს­ვრი­ან ჩემი პა­ტი­ო­სა­ნი შვი­ლის სა­ხელს ტა­ლახ­ში. მე ვა­მა­ყობ­დი მაგ სპორ­ტსმე­ნე­ბით, იმა­თი დე­დე­ბიც ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა... წა­მო­მიდ­გე­ნია, რა დღე­ში არი­ან, მაგ­რამ რა­ტომ მი­ვი­და 27 წლის ბავ­შვთან ამ­ხე­ლა კა­ცე­ბი ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბით?!..." - აცხა­დებს "TV პირ­ველ­თან" ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის დედა.

კენ­ჭოშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იტყუ­ე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პი­რა­დად მი­იყ­ვა­ნა.

"ჩემი შვი­ლი მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი და ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნი იყო. წი­ნან­დალ­ში ჩა­სუ­ლი იყო იმის­თვის, რომ ემუ­შა­ვა და ფი­ნან­სუ­რად დახ­მა­რე­ბო­და ოჯახს. ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და, რა ბიზ­ნეს წი­ლე­ბი? მე ზვი­ა­და­უ­რით ვა­მა­ყობ­დი. ამ ადა­მი­ან­ზე არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ, მო­იქ­ცა ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, მაგ­რამ მას შე­ეძ­ლო, უფრო მეტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა თა­ვი­დან­ვე. იმ ოჯახს მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო, ვხდე­ბი, იქაც რა ხდე­ბა", - აცხა­დებს "TV პირ­ველ­თან" გარ­დაც­ვლი­ლის მამა.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინ?
0

ერთი ზვიადაურმა მოკლა, მეორე ვინ? 

:O
1

უპატრონო ქვეყანა!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

"ზვიადაურით ვამაყობდით... რა ბიზნესი, რის კრიმინალი... ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში" - წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები "TV პირველთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, სწორედ ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

27 წლის მამაკაცის მშობლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, მათ მხოლოდ გარდაცვლილი ვაჟის სახელის დაცვა სურთ.

"რა ბიზნესი, რის კრიმინალი, ისეთი კეთილი ბავშვი იყო... ფიზიკურად შრომობდა, სწავლა დაამთავრა, მაგრამ ეხერხებოდა ხელობა და წავიდა თავის ბიძაშვილებთან ერთად და შრომობდა ფიზიკურად. უბრალოდ, ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ვამაყობდი მაგ სპორტსმენებით, იმათი დედებიც ძალიან მეცოდება... წამომიდგენია, რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდა 27 წლის ბავშვთან ამხელა კაცები ასეთი საშინელებებით?!..." - აცხადებს "TV პირველთან" ნიკა კენჭოშვილის დედა.

კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.

"ჩემი შვილი მშრომელი, პატიოსანი ბიჭი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. წინანდალში ჩასული იყო იმისთვის, რომ ემუშავა და ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. ფიზიკურად შრომობდა, რა ბიზნეს წილები? მე ზვიადაურით ვამაყობდი. ამ ადამიანზე არაფერი ვიცი, ალბათ, მოიქცა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, მაგრამ მას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავიდანვე. იმ ოჯახს მინდა, პირველ რიგში, მივუსამძიმრო, ვხდები, იქაც რა ხდება", - აცხადებს "TV პირველთან" გარდაცვლილის მამა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.