პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?
"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?

მე­ო­თხე დღეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 20 წლის ნო­დარ თა­მა­რი­ანს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა. მათი თქმით, ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნი 14 აგ­ვის­ტოს ვარ­შა­ვი­დან ქუ­თა­ის­ში ჩა­მოფ­რინ­და, მე­ო­რე დღეს კი მისი კვა­ლი გაქ­რა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ თა­მა­რი­ა­ნი აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში წა­ვი­და, ღამე იქ გა­ა­თია, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვა­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის­კენ წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი გაქ­რა.

ambebi.ge ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნის დე­დას, ეკა ლა­ლო­ი­ანს ესა­უბ­რა.

- ნო­და­რი 14 აგ­ვის­ტოს ჩა­მოფ­რინ­და ქუ­თა­ის­ში, კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ის კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტში გა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას მშვი­დად, წყნა­რად, მერე მი­დის სას­ტუმ­რო­ში ტაქ­სით, ერთ ღა­მეს ათევს იქ, მე­ო­რე დღეს კი 10 კა­მე­რა აფიქ­სი­რებს, რომ გა­მო­დის სას­ტუმ­რო­დან, მი­დის სად­გუ­რის­კენ, სა­ი­და­ნაც თბი­ლი­სის­კენ გა­მო­დის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი და იმის იქით აღარ ჩანს. ნო­და­რი ჩაჯ­და თუ არა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ეგ უკვე აღარ ვი­ცით, იქ იკარ­გე­ბა კვა­ლი. არა­ფე­რი ვი­ცით. თუ კი ვინ­მემ რამე იცის, სად­მე ნახა ჩემი შვი­ლი, დაგ­ვი­რე­კეთ, მი­თხა­რით, სად არის ეს ბავ­შვი. იქ­ნებ ცუ­დად არის და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა... კად­რე­ბი ვნა­ხეთ და ნო­და­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან მარ­ტო ფიქ­სირ­დე­ბა.

- ჩა­მოს­ვლი­სას შე­გეხ­მი­ა­ნათ?

- არა, არ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია, არც ჩვენ ვი­ცო­დით, თუ ჩა­მო­დი­ო­და. ნო­და­რი პო­ლო­ნეთ­ში ჩემს მულ­თან იყო, 2 წელი ხორ­ცის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და პა­ტი­ოს­ნად, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. იქაც სახ­ლი­დან ისე გა­მო­სუ­ლა და წა­მო­სუ­ლა, არც მულ­მა იცო­და რამე. მერე, 2 დღე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ჩემი მული პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და. ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, უპ­რობ­ლე­მო, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვია, ამი­ტომ გვიკ­ვირს მის­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლია ნო­დოს­გან.

ძებ­ნა­ში მთე­ლი იმე­რე­თის პო­ლი­ცი­აა ჩარ­თუ­ლი და არა მარ­ტო იმე­რე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეძებს ყვე­ლა, მაგ­რამ კვალ­ზე ვერ გა­დი­ან. რა ვი­ფიქ­რო, მტე­რიც არ ჰყო­ლია, არც კონ­ფლიქ­ტუ­რია, არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, არც იმ­დე­ნი ფული ჰქონ­და, ვინ­მეს და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნა და რამე და­ე­შა­ვე­ბი­ნა, არც ქალ­ზე გვაქვს ეჭვი, რომ მას­თან იყოს. ადა­მი­ა­ნი ასე რო­გორ უნდა გაქ­რეს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში? არც ბევ­რი ფოტო მაქვს მისი, არ უყ­ვარ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი აქვს ინ­ტერ­ნეტ­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გახ­სნა მისი "ფე­ის­ბუ­ქი“ და ბავ­შვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფე­რი წა­უშ­ლია - ფო­ტო­ე­ბი, მე­გობ­რე­ბი... აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი.

- ეს რო­დის გა­ა­კე­თა, ახ­ლა­ხან?

- არც ეგ ვიცი... ქუ­თა­ის­ში ჩა­ვე­დით, შევ­ხვდით გა­მომ­ძი­ე­ბელს და როცა მის გვერ­დებ­ზე შე­ვიდ­ნენ, ბავ­შვს უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, ეს ჩვენ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

- რამე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და, ჩა­კე­ტი­ლი ბი­ჭია ნო­და­რი?

- არა­ფე­რი, ძა­ლი­ან გვიკ­ვირს ყვე­ლას ნო­დოს­გან. ვერ ვხსნით, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ტი­ვი, რომ ბავ­შვს ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა. ძა­ლი­ან თბი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბი­ჭია. იქ­ნებ თქვენ დაგ­ვეხ­მა­როთ, ვინ­მემ ხმა მოგ­ვაწ­ვდი­ნოთ, იქ­ნებ ჩვე­ნამ­დე ვერ მო­დის და ხმას ვერ გვაწ­ვდენს, და­მეხ­მა­რეთ, გე­მუ­და­რე­ბით!

ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რებს:

555407303 - ეკა

579230860 - ნუგო

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგდა
3

ალბათ რაღაც უსიამოვნებაში გაება და კვალი წაშალა, რომ ვერ მიაგნონ. სხვა რა უნდა იფიქრო?

ტტტტ
3

თბილისის კაზინოს კამერები გადაამოწმონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?

"პოლონეთიდან ჩამოვიდა, ერთი ღამე სასტუმროში გაათია და გაქრა... "ფეისბუქზე" ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები" - რას ყვება დაკარგული 20 წლის ბიჭის დედა?

მეოთხე დღეა სამართალდამცველები 20 წლის ნოდარ თამარიანს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდის ოჯახმა გაავრცელა. მათი თქმით, ნოდარ თამარიანი 14 აგვისტოს ვარშავიდან ქუთაისში ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა. ახლობლების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ თამარიანი აეროპორტიდან სასტუმროში წავიდა, ღამე იქ გაათია, მეორე დღეს კი თბილისისკენ მომავალი სამარშრუტო ტაქსებისკენ წავიდა, საიდანაც მისი კვალი გაქრა.

ambebi.ge ნოდარ თამარიანის დედას, ეკა ლალოიანს ესაუბრა.

- ნოდარი 14 აგვისტოს ჩამოფრინდა ქუთაისში, კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით, ის კოპიტნარის აეროპორტში გადის რეგისტრაციას მშვიდად, წყნარად, მერე მიდის სასტუმროში ტაქსით, ერთ ღამეს ათევს იქ, მეორე დღეს კი 10 კამერა აფიქსირებს, რომ გამოდის სასტუმროდან, მიდის სადგურისკენ, საიდანაც თბილისისკენ გამოდის სამარშრუტო ტაქსები და იმის იქით აღარ ჩანს. ნოდარი ჩაჯდა თუ არა ავტომანქანაში, ეგ უკვე აღარ ვიცით, იქ იკარგება კვალი. არაფერი ვიცით. თუ კი ვინმემ რამე იცის, სადმე ნახა ჩემი შვილი, დაგვირეკეთ, მითხარით, სად არის ეს ბავშვი. იქნებ ცუდად არის და დახმარება სჭირდება... კადრები ვნახეთ და ნოდარი აბსოლუტურად ყველგან მარტო ფიქსირდება.

- ჩამოსვლისას შეგეხმიანათ?

- არა, არ შეგვხმიანებია, არც ჩვენ ვიცოდით, თუ ჩამოდიოდა. ნოდარი პოლონეთში ჩემს მულთან იყო, 2 წელი ხორცის ფაბრიკაში მუშაობდა პატიოსნად, არაფერი დაუშავებია. იქაც სახლიდან ისე გამოსულა და წამოსულა, არც მულმა იცოდა რამე. მერე, 2 დღე რომ არ გამოჩნდა, ჩემი მული პოლონეთის საელჩოში მივიდა და განაცხადა. ძალიან მშვიდი, წყნარი, უპრობლემო, ჯანმრთელი ბავშვია, ამიტომ გვიკვირს მისგან ეს ყველაფერი, ძალიან მოულოდნელია ნოდოსგან.

ძებნაში მთელი იმერეთის პოლიციაა ჩართული და არა მარტო იმერეთის, საქართველოს მასშტაბით ეძებს ყველა, მაგრამ კვალზე ვერ გადიან. რა ვიფიქრო, მტერიც არ ჰყოლია, არც კონფლიქტურია, არავისთვის არაფერი დაუშავებია, არც იმდენი ფული ჰქონდა, ვინმეს დაეყაჩაღებინა და რამე დაეშავებინა, არც ქალზე გვაქვს ეჭვი, რომ მასთან იყოს. ადამიანი ასე როგორ უნდა გაქრეს საკუთარ ქვეყანაში? არც ბევრი ფოტო მაქვს მისი, არ უყვარდა ფოტოების გადაღება. აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი აქვს ინტერნეტში. გამომძიებელმა გახსნა მისი "ფეისბუქი“ და ბავშვს, აბსოლუტურად, ყველაფერი წაუშლია - ფოტოები, მეგობრები... აბსოლუტურად გასუფთავებული აქვს ყველაფერი.

- ეს როდის გააკეთა, ახლახან?

- არც ეგ ვიცი... ქუთაისში ჩავედით, შევხვდით გამომძიებელს და როცა მის გვერდებზე შევიდნენ, ბავშვს უკვე წაშლილი ჰქონდა ყველაფერი, ეს ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო.

- რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ჩაკეტილი ბიჭია ნოდარი?

- არაფერი, ძალიან გვიკვირს ყველას ნოდოსგან. ვერ ვხსნით, რა უნდა ყოფილიყო მოტივი, რომ ბავშვს ეს ნაბიჯი გადაედგა. ძალიან თბილი, კონტაქტური, პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული ბიჭია. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ, ვინმემ ხმა მოგვაწვდინოთ, იქნებ ჩვენამდე ვერ მოდის და ხმას ვერ გვაწვდენს, დამეხმარეთ, გემუდარებით!

ambebi.ge გთავაზობთ ნოდარ თამარიანის ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრებს:

555407303 - ეკა

579230860 - ნუგო