პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება
ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ძმის დაკ­რძალ­ვას და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს თბი­ლი­სის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან თე­ლავ­ში ბად­რა­გის თან­ხლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნენ.

„რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ძმის დაკ­რძალ­ვას და­ეს­წრე­ბა. მას ბად­რა­გის თან­ხლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნენ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ყო­ფილ დე­პუ­ტატს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა გუ­შინ შე­ე­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დეა
13

რა ტრაგედიააა,ზვიადაური ვაჟკაცი კაცია და ხელს ისე არ გაისვრიდა...თანადგომ მას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება

ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ.

„რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვეტილება მიღებულია. ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრება. მას ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.