Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"
"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი ბექა მშვილ­და­ძე მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს გა­აც­ნო, მის ამა თუ იმ გა­ტა­ცე­ბა­ზე მო­უ­თხრო, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მის­თვის უკვე პრო­ფე­სი­ა­სა­ვით საყ­ვა­რე­ლია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ 5-6 ივ­ლისს რუს­თა­ველ­ზე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმი­სას, ძა­ლა­დო­ბას ისიც ვერ გა­და­ურ­ჩა...

ambebi.ge ბექა მშვილ­და­ძეს, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რე­ბის ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, "მსხვი­ლი პლა­ნით" წარ­მო­გიდ­გეთ.

  • ოჯა­ხი და რწმე­ნა

მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მშობ­ლებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე დაჰ­ყავ­დათ ეკ­ლე­სი­ა­ში და ეზი­ა­რე­ბო­და.

"დედა ექიმ-ლა­ბო­რან­ტია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე აღარ მუ­შა­ობს, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბა თუ ვინ­მეს სჭირ­დე­ბა, მათ არ ზარ­დე­ბა. მამა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ი­ტა­ნა... მყავს უმ­ცრო­სი ძმა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხი აქვს. დედა ახლა უმე­ტე­სად ჩემი ძმის­შვი­ლე­ბის მოვ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი", - გვე­უბ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გარ­და იმი­სა, რომ ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ტე­ლე­ო­პე­რა­ტორს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ ცხელ წერ­ტილ­ში უმუ­შა­ვია, სტი­ქა­რო­სა­ნი­ცაა.

"ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ბავ­შვო­ბი­დან ვარ, იქ გა­ვი­ზარ­დე და უნდა ვთქვა, რომ სწო­რად გამ­ზარ­დეს. საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ ვიცი და თუ სა­ჭი­რო გახ­და, ბევრ მო­ძღვარ­სა თუ მრევლს ვას­წავ­ლი კი­დეც... ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის ძა­ლა­დო­ბა. ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ყვე­ლა­ზე ტო­ლე­რან­ტუ­ლი რე­ლი­გი­აა. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ვართ უფ­ლის ხა­ტად და მსგავ­სად შექ­მნი­ლე­ბი. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, მი­ვემ­სგავ­სოთ, მივ­ბა­ძოთ მას...

გული იმა­ზე მწყდე­ბა და არ მომ­წონს, რომ დღეს ეს სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია ეკ­ლე­სი­ას ბრალ­დე­ბა და ვი­ღა­ცე­ბი ამას ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით სჩა­დი­ან. ეკ­ლე­სია არა­ფერ შუ­ა­შია! თუნ­დაც ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი 4-5 მღვდე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ერ­თო პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს", - გვე­უბ­ნე­ბა ბექა.

  • პრო­ფე­სია - ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი

"ოპე­რა­ტო­რო­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან მა­ინ­ტერ­სებ­და, მაგ­რამ სხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მერე გა­მიჩ­ნდა შან­სი, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში“ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ "ნი­უ­სი“ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რამ იყო. ოპე­რა­ტო­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის არც ერთი დღე არ ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, "ნი­უ­სის­თვის“ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­მეთ­მო.

ეს პრო­ფე­სია დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით სწავ­ლობ. რაც მა­ნამ­დე გი­კე­თე­ბია, მას ხე­ლახ­ლა გა­დი­ხარ, ოღონდ, სამ­ყა­როს სხვაგ­ვა­რად, სხვა თვა­ლით უყუ­რებ, უკვე ოპე­რა­ტო­რის კა­მე­რი­დან.

თან შენი და­ნა­ხუ­ლი, სხვას ისე უნდა მი­ა­წო­დო, ტექ­სტი რომ არც და­ე­დოს, მა­ყუ­რე­ბე­ლი მიხ­ვდეს, საქ­მე რა­შია.

ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს კარ­გად რომ და­ე­უფ­ლე­ბი და პრო­ფე­სი­ას გა­ი­თა­ვი­სებ, საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და მისი კე­თე­ბა გი­ხა­რია. ისე­თი პრო­ფე­სი­აა, თუ არ გიყ­ვარს, მას ვე­რა­ვინ გა­ი­ძუ­ლებს და ამ სფე­რო­ში დიდ­ხანს ვერც გა­ჩერ­დე­ბი...

გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი არ გვაქვს. გრა­ფი­კით არ ვმუ­შა­ობთ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ამა თუ იმ მოვ­ლე­ნა­ზე, ამ­ბავ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც რა­ი­მე "ნი­უს­ზე“ ხარ, არ არ­სე­ბობს, თქვა, - სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი ამო­ი­წუ­რა და სახ­ლში მივ­დი­ვარ. თან არც გინ­და, რომ სხვამ შეგცვა­ლოს, გინ­და, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო".

  • ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წუ­თე­ბი

"ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე ბორ­ჯო­მის ტყის ხან­ძა­რი. და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და რთუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი კვი­რა იქ ვცხოვ­რობ­დი, რომ ჩა­ვე­დი, ვიდ­რე ხან­ძა­რი არ ჩა­აქ­რეს, თბი­ლის­ში არ ჩა­მოვ­სულ­ვარ. მძი­მე სა­ნა­ხა­ვი და გა­და­სა­ღე­ბი იყო, წიწ­ვო­ვან ხე­ებს ცე­ცხლი რო­გორ ეკი­და და ტკა­ცა-ტკუ­ცი რო­გორ გაჰ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში მა­მა­ჩე­მი მო­სა­კი­თხად რომ მი­რე­კავ­და, ვერ ვპა­სუ­ხობ­დი, მე­ტი­რე­ბო­და. მე­გო­ნა, ცე­ცხლი მთელ ჩემს სამ­შობ­ლოს ეკი­და. მერე მუ­შა­ო­ბა აბას­თუ­მან­შიც მო­მი­წია. იმ ყვე­ლა­ფერ­ში იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რომ სიზ­მარ­შიც ხან­ძარს ვნა­ხუ­ლობ­დი. ერთ ღა­მეს და­მე­სიზ­მრა - სამი ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და და მას­ში მჯდო­მი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა. ეს სიზ­მა­რი ჩემს ჟურ­ნა­ლისტ მე­გობ­რებს - ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ველს და თორ­ნი­კე კოშ­კა­ძეს მო­ვუ­ყე­ვი, ვუ­თხა­რი, - გული მიგ­რძნობს, ეს რე­ა­ლუ­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს-მეთ­ქი, დამ­ცი­ნეს. მარ­თლაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ვი­გეთ, რომ ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა...

  • ხატ­ვის ნიჭი

- ბექა, ძა­ლი­ან ბევრ საქ­მეს­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ხა­ტავ, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში შენი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა გახ­და. რა ად­გი­ლი ეთ­მო­ბა მას შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ, ოღონდ, ჩემ­თვის ვხა­ტავ­დი... იმ­დე­ნად ძვი­რი ღირს სა­ხა­ტა­ვი მა­სა­ლა, რომ ვიდ­რე ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ მი­ვაღ­წიე, ასე აქ­ტი­უ­რად, რო­გორც ახლა, ხატ­ვა ვერ და­ვი­წყე. დღეს კი ზეთი, ტილო, იდეა და ამ პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნად ვი­ძი­რე­ბი...

ხატ­ვის პე­და­გოგ­თან არას­დროს მივ­ლია. ეს ნიჭი ჩემ­ში ღმერ­თმა შე­მო­ი­ტა­ნა და ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ყე­ნო... რო­დე­საც თა­ვის დრო­ზე, უფალ­თან სამ­სჯავ­რო­ზე წარვდგე­ბი და მომ­თხოვს, - ის ნიჭი რომ მო­გე­ცი, სად წა­ი­ღეო? რომ ვუ­თხრა - აი, აქ-მეთ­ქი... ხატ­ვა რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩემ­თვის გარ­თო­ბა იყო. პრინ­ციპ­ში ახ­ლაც ასეა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა...

თუმ­ცა ბოლო ხანს შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც იქცა, ისე გა­მო­ვი­და, რომ ხალ­ხს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მოს­წონს. დავ­ხა­ტავ თუ არა, მა­შინ­ვე იყი­დე­ბა... ყო­ველ­თვის იმას ვცდი­ლობ, ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი შევ­ქმნა.

დღემ­დე ვერ მი­ვა­გე­ნი სტილს, თუმ­ცა ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემი ხელ­წე­რა მაქვს. მინ­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიყო და ამი­ტო­მაც არ ვის­წავ­ლე ხატ­ვა არა­სად და არა­ვის­თან, რომ ჩარ­ჩო­ში არ ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ, მა­ინც ფერ­წე­რაა...

- რო­დე­საც შენი ნა­მუ­შე­ვა­რი იყი­დე­ბა, გული არ გწყდე­ბა, რომ ნა­ხა­ტი შენ­გან მი­დის?

- თა­ვი­დან არ მე­მე­ტე­ბო­და, მერე სახ­ლში ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი და­მიგ­როვ­და და გა­ყიდ­ვა უფრო ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. რომ გავ­ყი­დე, მივ­ხვდი, ჩემი ნა­მუ­შევ­რის­თვის ეს მე­ო­რე სი­ცო­ცხლის მი­ნი­ჭე­ბა იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ხატ­ში თან­ხას იხ­დი­ან, ე.ი. უყ­ვართ და ყო­ველ დი­ლით რომ იღ­ვი­ძე­ბენ, სახ­ლში კე­დელ­ზე და­კი­დულ შენს ნა­ხე­ლავს უყუ­რე­ბენ. ამი­ტო­მა­ცაა ჩემი ნა­ხა­ტე­ბი ფე­რა­დი, რომ ისი­ნი გა­ა­ხა­ლი­სოს და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით დღე ბედ­ნი­ე­რად და­ი­წყონ...

ფრეს­კებ­ზეც მკი­თხეთ - მას­ზეც მი­მუ­შა­ვია და თუ სა­ჭი­როა, ვმუ­შა­ობ კი­დეც... ნა­ხა­ტის რეს­ტავ­რა­ცი­აც ჩა­მი­ტა­რე­ბია და არც ეს მის­წავ­ლია არ­სად.

  • კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­ტა­ცე­ბა

- ცნო­ბი­ლია ასე­ვე შენი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი ნახ­ვა აქვს ხოლ­მე. შენი რე­ცეპ­ტით კერ­ძი მეც მო­მიმ­ზა­დე­ბია... რო­გორც მხატ­ვრო­ბა ესეც ასეა?

- კი. მე­გობ­რებს მოს­წონთ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რა­ტომ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვა­კე­თებ, ვიცი, რომ მათ­ში გულს ვდებ და ეს არის.

ხორ­ცის, თევ­ზის და­მუ­შა­ვე­ბა კარ­გად გა­მომ­დის. ცო­მე­ულ­თან ურ­თი­ე­რო­ბა არ მიყ­ვარს. სა­ერ­თოდ, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს, იმას ვამ­ზა­დებ. მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა და ისიც - გიყ­ვარ­დეს ჭამა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭამა უყ­ვარს, გე­მო­ებ­საც კარ­გად შე­ა­ზა­ვებს - არც მა­რილს და­აკ­ლებს და არც ზედ­მე­ტი მო­უ­ვა.

მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ებ­ში რა­ტომ არ გა­დი­ხა­რო? ჯერ ერთი - არ მცა­ლია, უამ­რა­ვი სხვა საქ­მე მაქვს. მე­ო­რე - ვინც იქ გა­დის, უმ­რავ­ლე­სო­ბას შეფ-მზა­რე­უ­ლო­ბა უნდა, ან ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩემი მი­ზა­ნი ეს არ არის და ამის მიღ­წე­ვა­ში სხვას რა­ტომ უნდა შე­ვე­ცი­ლო?

ასე რომ, ყური არა­ვის და­უგ­დოთ და ვი­საც რა მოგ­წონთ, ის აკე­თეთ. ნუ იფიქ­რებთ იმა­ზე, სხვა რას იტყვის, მა­გა­ლი­თად, თქვენს დამ­წავრ მწვადსა თუ ზედ­მეტ მა­რილ­ზე. მთა­ვა­რია, არ და­კომ­პლექსდეთ - ერთხე­ლაც იქ­ნე­ბა, გა­მო­გი­ვათ. იმ­დენ რა­მეს ვა­კე­თებ და იმ­დენ საქ­მეს ვარ შე­ჭი­დე­ბუ­ლი, რომ დავ­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი­ყა­ვი, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. ამი­ტომ, ოც­ნე­ბე­ბი აღარ მაქვს, მხო­ლოდ სურ­ვი­ლე­ბი და კი­დევ მონ­დო­მე­ბა.

- ხის დარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მგო­ნი, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა გაქვს. გვი­ამ­ბე ამა­ზე.

- 200 ძირი კი­პა­რი­სის პა­ტა­რა ნერ­გე­ბი მაქვს სახ­ლში, რო­მელ­საც ვუვ­ლი. მინ­და, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა ტუ­რის­ტებ­მა დარ­გონ. ამის­თვის კი მათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დავ­ცეთ. სერ­ტი­ფი­კა­ტებ­საც უკვე შაბ­ლო­ნის სახე მი­ვე­ცი, სა­დაც ჩა­ი­წე­რე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვინც დარ­გავს. შემ­დეგ კი მას თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში წა­ი­ღებს იმის ნიშ­ნად, რომ აქ ხე დარ­გო და მის სა­ხელ­ზე ხე ხა­რობს.

ნერ­გე­ბი არის ლა­გო­დე­ხის სათ­ბუ­რი­დან, სა­დაც ძმა­კა­ცე­ბი მუ­შა­ო­ბენ და შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში ვყი­დუ­ლობ... მო­მა­ვალ­ში ამ ნერ­გებ­ში ტუ­რის­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა, სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხაც გა­და­ი­ხა­დონ. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ.

ბე­ქას­თან სა­უ­ბა­რი მის სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და­უს­რუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვერც ჩა­ა­ტევ... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, დი­ზა­ი­ნე­რიც არის, მისი ეს­კი­ზე­ბით ერთ-ერთ სა­ამ­ქრო­ში რკი­ნის­გან ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით ქმნი­ან კა­რებს, კი­ბე­ებს, ჭიშ­კრებს და სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შე­ვარს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იფან­ტე­ბა.

"რაც მინ­და, იმას ვხა­ტავ, თუ კლი­ენტს მო­ე­წო­ნე­ბა, მერე სა­ამ­ქრო­ში მა­გა­რი ბი­ჭე­ბი ამას აკე­თე­ბენ", - გვე­უბ­ნე­ბა ბექა და წუხს იმა­ზე, რომ გა­ნათ­ლე­ბის სიმ­წი­რე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

"10 სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი მაქვს ნა­თარ­გმნი, მათ­გან სამი ცო­ცხალ წყალ­ზეა, შვი­დი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვა­ტო­რია. ისი­ნი ადა­მი­ანს ას­წავ­ლის იმას, რომ მიღ­წე­ულს არ დას­ჯერ­დეს და მეტი გა­ა­კე­თოს. ამ ლი­ტე­რა­ტუ­რით მინ­და, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნემ 10%-ით აი­წი­ოს. ჩემი აკ­ვა­დის­კე­ბით კი ადა­მი­ა­ნებს ის ავუხ­სნა, რომ ცო­ცხა­ლი წყლის სტრუქ­ტუ­რა რო­გორ ცვლის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას. არ იქ­ნე­ბა ური­გო თუ 10%-ით სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

ახლა ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე, რაც ტუ­რის­ტე­ბის­თვის საჩ­ქუ­რად იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უკეთ გა­იც­ნონ. ასე რომ, არ უნდა გავ­ჩერ­დეთ. ყვე­ლამ უნდა ვა­კე­თოთ ის, რაც შეგ­ვიძ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს ბექა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერ
0

ეს რა კარგი ბიჭი გვყოლია! წარმატებები შენს საყვარელ საქმიანობებში, ბექა!

კახელი
0

წარმატებები მამულიშვილს .სიყვარულით თელავიდან.

ავტორი:

"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"

"ბორჯომის ტყის ხანძრისას, მამა რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა" - ტელეოპერატორი, მხატვარი და კულინარი ბექა "მსხვილი პლანით"

"პალიტრანიუსის“ ტელეოპერატორი ბექა მშვილდაძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. ისეთი საინტერესო, რომ სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნო, მის ამა თუ იმ გატაცებაზე მოუთხრო, ყოველი მათგანი მისთვის უკვე პროფესიასავით საყვარელია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ 5-6 ივლისს რუსთაველზე მედიის წარმომადგენლებზე აგრესიული თავდასხმისას, ძალადობას ისიც ვერ გადაურჩა...

ambebi.ge ბექა მშვილდაძეს, ტელეოპერატორების ტერმინით რომ ვთქვათ, "მსხვილი პლანით" წარმოგიდგეთ.

  • ოჯახი და რწმენა

მორწმუნე ოჯახში გაიზარდა. მშობლებს პატარაობიდანვე დაჰყავდათ ეკლესიაში და ეზიარებოდა.

"დედა ექიმ-ლაბორანტია, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ მუშაობს, თუმცა დახმარება თუ ვინმეს სჭირდება, მათ არ ზარდება. მამა კომუნიკაციის სფეროში მუშაობს, საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინტერნეტი შემოიტანა... მყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ძალიან საყვარელი ოჯახი აქვს. დედა ახლა უმეტესად ჩემი ძმისშვილების მოვლითაა დაკავებული", - გვეუბნება ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორც ტელეოპერატორს, საქართველოში არაერთ ცხელ წერტილში უმუშავია, სტიქაროსანიცაა.

"ეკლესიის წიაღში ბავშვობიდან ვარ, იქ გავიზარდე და უნდა ვთქვა, რომ სწორად გამზარდეს. საკმაოდ ბევრი რამ ვიცი და თუ საჭირო გახდა, ბევრ მოძღვარსა თუ მრევლს ვასწავლი კიდეც... ქრისტიანობა არ არის ძალადობა. ჩვენი სარწმუნოება ყველაზე ტოლერანტული რელიგიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ უფლის ხატად და მსგავსად შექმნილები. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივემსგავსოთ, მივბაძოთ მას...

გული იმაზე მწყდება და არ მომწონს, რომ დღეს ეს საშინელი აგრესია ეკლესიას ბრალდება და ვიღაცები ამას ეკლესიის სახელით სჩადიან. ეკლესია არაფერ შუაშია! თუნდაც ქუჩაში გამოსული 4-5 მღვდელი ეკლესიის საერთო პოზიციას არ გამოხატავს", - გვეუბნება ბექა.

  • პროფესია - ტელეოპერატორი

"ოპერატორობა პატარა ასაკიდან მაინტერსებდა, მაგრამ სხვა სამსახურებში ვმუშაობდი. მერე გამიჩნდა შანსი, "პალიტრამედიაში“ მოვსულიყავი, სადაც არჩევანის საშუალება მქონდა, ტელევიზიაში სხვადასხვა საქმე მეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, რომ "ნიუსი“ ყველაზე საინტერესო რამ იყო. ოპერატორისა და ჟურნალისტის არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, გადავწყვიტე, "ნიუსისთვის“ მეტი ყურადღება დამეთმო.

ეს პროფესია დიდი გამოწვევაა, ცხოვრებას თავიდან ბოლომდე სრულიად სხვა კუთხით სწავლობ. რაც მანამდე გიკეთებია, მას ხელახლა გადიხარ, ოღონდ, სამყაროს სხვაგვარად, სხვა თვალით უყურებ, უკვე ოპერატორის კამერიდან.

თან შენი დანახული, სხვას ისე უნდა მიაწოდო, ტექსტი რომ არც დაედოს, მაყურებელი მიხვდეს, საქმე რაშია.

ეს პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ ყველაფერს კარგად რომ დაეუფლები და პროფესიას გაითავისებ, საქმე ძალიან მარტივია და მისი კეთება გიხარია. ისეთი პროფესიაა, თუ არ გიყვარს, მას ვერავინ გაიძულებს და ამ სფეროში დიდხანს ვერც გაჩერდები...

განსაზღვრული სამუშაო საათები არ გვაქვს. გრაფიკით არ ვმუშაობთ, პრაქტიკულად, ამა თუ იმ მოვლენაზე, ამბავზე ვართ დამოკიდებული. როდესაც რაიმე "ნიუსზე“ ხარ, არ არსებობს, თქვა, - სამუშაო საათები ამოიწურა და სახლში მივდივარ. თან არც გინდა, რომ სხვამ შეგცვალოს, გინდა, საქმე ბოლომდე მიიყვანო".

  • ყველაზე რთული წუთები

"ძალიან განვიცადე ბორჯომის ტყის ხანძარი. დასამახსოვრებელი და რთული გადაღებები იყო. ფაქტობრივად, ორი კვირა იქ ვცხოვრობდი, რომ ჩავედი, ვიდრე ხანძარი არ ჩააქრეს, თბილისში არ ჩამოვსულვარ. მძიმე სანახავი და გადასაღები იყო, წიწვოვან ხეებს ცეცხლი როგორ ეკიდა და ტკაცა-ტკუცი როგორ გაჰქონდა. იმ პერიოდში მამაჩემი მოსაკითხად რომ მირეკავდა, ვერ ვპასუხობდი, მეტირებოდა. მეგონა, ცეცხლი მთელ ჩემს სამშობლოს ეკიდა. მერე მუშაობა აბასთუმანშიც მომიწია. იმ ყველაფერში იმდენად ვიყავი ჩართული, რომ სიზმარშიც ხანძარს ვნახულობდი. ერთ ღამეს დამესიზმრა - სამი ვერტმფრენი ჩამოვარდა და მასში მჯდომი სამივე ადამიანი გადარჩა. ეს სიზმარი ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს - ლექსო ნაბახტეველს და თორნიკე კოშკაძეს მოვუყევი, ვუთხარი, - გული მიგრძნობს, ეს რეალურადაც შეიძლება მოხდეს-მეთქი, დამცინეს. მართლაც რამდენიმე წუთში გავიგეთ, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა, საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა...

  • ხატვის ნიჭი

- ბექა, ძალიან ბევრ საქმესთან ერთად, აქტიურად ხატავ, რაც ბოლო პერიოდში შენი ძალიან სერიოზული გატაცება გახდა. რა ადგილი ეთმობა მას შენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვხატავ, ოღონდ, ჩემთვის ვხატავდი... იმდენად ძვირი ღირს სახატავი მასალა, რომ ვიდრე ფინანსურ დამოუკიდებლობას არ მივაღწიე, ასე აქტიურად, როგორც ახლა, ხატვა ვერ დავიწყე. დღეს კი ზეთი, ტილო, იდეა და ამ პროცესში მთლიანად ვიძირები...

ხატვის პედაგოგთან არასდროს მივლია. ეს ნიჭი ჩემში ღმერთმა შემოიტანა და ვცდილობ, გამოვიყენო... როდესაც თავის დროზე, უფალთან სამსჯავროზე წარვდგები და მომთხოვს, - ის ნიჭი რომ მოგეცი, სად წაიღეო? რომ ვუთხრა - აი, აქ-მეთქი... ხატვა რაღაც პერიოდი ჩემთვის გართობა იყო. პრინციპში ახლაც ასეა, დიდი სიამოვნებაა...

თუმცა ბოლო ხანს შემოსავლის წყაროდაც იქცა, ისე გამოვიდა, რომ ხალხს ჩემი ნამუშევრები მოსწონს. დავხატავ თუ არა, მაშინვე იყიდება... ყოველთვის იმას ვცდილობ, ხარისხიანი ნამუშევრები შევქმნა.

დღემდე ვერ მივაგენი სტილს, თუმცა ხალხი მეუბნება, რომ ჩემი ხელწერა მაქვს. მინდა, რომ თავისუფალი ვიყო და ამიტომაც არ ვისწავლე ხატვა არასად და არავისთან, რომ ჩარჩოში არ ჩავმჯდარიყავი. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ალბათ, მაინც ფერწერაა...

- როდესაც შენი ნამუშევარი იყიდება, გული არ გწყდება, რომ ნახატი შენგან მიდის?

- თავიდან არ მემეტებოდა, მერე სახლში ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა და გაყიდვა უფრო ამიტომ გადავწყვიტე. რომ გავყიდე, მივხვდი, ჩემი ნამუშევრისთვის ეს მეორე სიცოცხლის მინიჭება იყო. ადამიანები, რომლებიც ნახატში თანხას იხდიან, ე.ი. უყვართ და ყოველ დილით რომ იღვიძებენ, სახლში კედელზე დაკიდულ შენს ნახელავს უყურებენ. ამიტომაცაა ჩემი ნახატები ფერადი, რომ ისინი გაახალისოს და მისი დამსახურებით დღე ბედნიერად დაიწყონ...

ფრესკებზეც მკითხეთ - მასზეც მიმუშავია და თუ საჭიროა, ვმუშაობ კიდეც... ნახატის რესტავრაციაც ჩამიტარებია და არც ეს მისწავლია არსად.

  • კულინარიული გატაცება

- ცნობილია ასევე შენი კულინარიული ვიდეოები, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი ნახვა აქვს ხოლმე. შენი რეცეპტით კერძი მეც მომიმზადებია... როგორც მხატვრობა ესეც ასეა?

- კი. მეგობრებს მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები, მაგრამ ვერ გეტყვით, რატომ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ვიცი, რომ მათში გულს ვდებ და ეს არის.

ხორცის, თევზის დამუშავება კარგად გამომდის. ცომეულთან ურთიერობა არ მიყვარს. საერთოდ, რაც მაინტერესებს, იმას ვამზადებ. მთავარი მონდომებაა და ისიც - გიყვარდეს ჭამა. ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, გემოებსაც კარგად შეაზავებს - არც მარილს დააკლებს და არც ზედმეტი მოუვა.

მეგობრები მეუბნებიან, - კულინარიულ შოუებში რატომ არ გადიხარო? ჯერ ერთი - არ მცალია, უამრავი სხვა საქმე მაქვს. მეორე - ვინც იქ გადის, უმრავლესობას შეფ-მზარეულობა უნდა, ან ამ სფეროში საქმიანობა. ჩემი მიზანი ეს არ არის და ამის მიღწევაში სხვას რატომ უნდა შევეცილო?

ასე რომ, ყური არავის დაუგდოთ და ვისაც რა მოგწონთ, ის აკეთეთ. ნუ იფიქრებთ იმაზე, სხვა რას იტყვის, მაგალითად, თქვენს დამწავრ მწვადსა თუ ზედმეტ მარილზე. მთავარია, არ დაკომპლექსდეთ - ერთხელაც იქნება, გამოგივათ. იმდენ რამეს ვაკეთებ და იმდენ საქმეს ვარ შეჭიდებული, რომ დავკომპლექსებულიყავი, ვერაფერს გავაკეთებდი. ამიტომ, ოცნებები აღარ მაქვს, მხოლოდ სურვილები და კიდევ მონდომება.

- ხის დარგვასთან დაკავშირებით, მგონი, ასევე საინტერესო ინიციატივა გაქვს. გვიამბე ამაზე.

- 200 ძირი კიპარისის პატარა ნერგები მაქვს სახლში, რომელსაც ვუვლი. მინდა, ისინი საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა დარგონ. ამისთვის კი მათ სერტიფიკატები გადავცეთ. სერტიფიკატებსაც უკვე შაბლონის სახე მივეცი, სადაც ჩაიწერება იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვინც დარგავს. შემდეგ კი მას თავის ქვეყანაში წაიღებს იმის ნიშნად, რომ აქ ხე დარგო და მის სახელზე ხე ხარობს.

ნერგები არის ლაგოდეხის სათბურიდან, სადაც ძმაკაცები მუშაობენ და შეღავათიან ფასში ვყიდულობ... მომავალში ამ ნერგებში ტურისტებმა შეიძლება, სიმბოლური თანხაც გადაიხადონ. მოკლედ, ვნახოთ.

ბექასთან საუბარი მის სხვადასხვა საქმიანობაზე დაუსრულებად შეიძლება და ამ ყველაფერს ერთ ინტერვიუში ვერც ჩაატევ... ყველაფერთან ერთად, დიზაინერიც არის, მისი ესკიზებით ერთ-ერთ საამქროში რკინისგან ქართული ორნამენტებით ქმნიან კარებს, კიბეებს, ჭიშკრებს და სხვადასხვა ნამუშევარს, რომლებიც შემდეგ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით იფანტება.

"რაც მინდა, იმას ვხატავ, თუ კლიენტს მოეწონება, მერე საამქროში მაგარი ბიჭები ამას აკეთებენ", - გვეუბნება ბექა და წუხს იმაზე, რომ განათლების სიმწირე ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა.

"10 საინტერესო წიგნი მაქვს ნათარგმნი, მათგან სამი ცოცხალ წყალზეა, შვიდი - ფსიქოლოგიური მოტივატორია. ისინი ადამიანს ასწავლის იმას, რომ მიღწეულს არ დასჯერდეს და მეტი გააკეთოს. ამ ლიტერატურით მინდა, განათლების დონემ 10%-ით აიწიოს. ჩემი აკვადისკებით კი ადამიანებს ის ავუხსნა, რომ ცოცხალი წყლის სტრუქტურა როგორ ცვლის სიცოცხლის ხანგრძლივობას. არ იქნება ურიგო თუ 10%-ით სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზრდება.

ახლა ვმუშაობ წიგნზე, რაც ტურისტებისთვის საჩქურად იქნება განკუთვნილი, რომ საქართველო კიდევ უკეთ გაიცნონ. ასე რომ, არ უნდა გავჩერდეთ. ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია", - აღნიშნავს ბექა.