სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში
"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში

„თა­ლი­ბა­ნი“ ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვალ მო­ქა­ლა­ქე­ებს დაბ­რკო­ლე­ბებს უქ­მნის, - ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დია სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტს ამ დრო­ის­თვის 4 500-მდე ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი აკონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა მის­კენ მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა გზა თა­ლი­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა.

ამას­თან, ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ავ­ღა­ნე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 5 200 ადა­მი­ა­ნის გაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა, 1 200 მო­ქა­ლა­ქე გა­იყ­ვა­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ, 500 - გერ­მა­ნი­ამ, 209 - საფ­რან­გეთ­მა, 500 - ეს­პა­ნეთ­მა, 522 - თურ­ქეთ­მა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ასე­ვე და­ნი­ამ, ნი­დერ­ლან­დებ­მა, ჩე­ხეთ­მა ია­პო­ნი­ამ, ინ­დო­ეთ­მა და სხვ.

ამას­თან, ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი აშ­რაფ ღანი ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლისღვრის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღო.

„ახლა სა­ა­მი­რო­ებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ქა­ბულ­ში სის­ხლისღვრის მომსწრე გავ­ხდე­ბო­დი. ქა­ბუ­ლი არ უნდა გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო იე­მე­ნად ან სი­რი­ად ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის გამო, ასე რომ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი წავ­სუ­ლი­ყა­ვი,“ - აცხა­დებს ღანი.

ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქვეყ­ნი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი წა­ი­ღო.

„ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის უსა­ფუძ­ვლო ტყუ­ი­ლი. წა­ვე­დი მხო­ლოდ ჟი­ლე­ტით და ტან­საც­მლით“, - აცხა­დებს ღანი.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავს.

„ავ­ღა­ნეთ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვა­წარ­მო­ებ, რათა გა­ვაგ­რძე­ლო ძა­ლის­ხმე­ვა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, ჭეშ­მა­რი­ტი ის­ლა­მუ­რი და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის”, - გა­ნა­ცხა­და ღა­ნიმ.

აშ­რაფ ღა­ნიმ ქვე­ყა­ნა 15 აგ­ვის­ტოს მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც თა­ლი­ბებ­მა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი და­ი­კა­ვეს. გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში

"თალიბანი" აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის - რა ვითარებაა ქაბულში

„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს დაბრკოლებებს უქმნის, - ინფორმაციას მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქაბულის აეროპორტს ამ დროისთვის 4 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი აკონტროლებს, თუმცა მისკენ მიმავალი ყველა გზა თალიბების კონტროლის ქვეშაა.

ამასთან, ქვეყნების საელჩოები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას განაგრძობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა 5 200 ადამიანის გაყვანა მოახერხა, 1 200 მოქალაქე გაიყვანა გაერთიანებულმა სამეფომ, 500 - გერმანიამ, 209 - საფრანგეთმა, 500 - ესპანეთმა, 522 - თურქეთმა. მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ასევე დანიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა იაპონიამ, ინდოეთმა და სხვ.

ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„ახლა საამიროებში ვიმყოფები. რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდი. ქაბული არ უნდა გადაქცეულიყო იემენად ან სირიად ძალაუფლებისათვის ბრძოლის გამო, ასე რომ, იძულებული გავხდი წავსულიყავი,“ - აცხადებს ღანი.

ავღანეთის პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნიდან მილიონობით დოლარი წაიღო.

„ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო ტყუილი. წავედი მხოლოდ ჟილეტით და ტანსაცმლით“, - აცხადებს ღანი.

მისივე თქმით, ქვეყანაში დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს მართავს.

„ავღანეთში დასაბრუნებლად კონსულტაციებს ვაწარმოებ, რათა გავაგრძელო ძალისხმევა სამართლიანობის, ჭეშმარიტი ისლამური და ეროვნული ღირებულებებისათვის”, - განაცხადა ღანიმ.

აშრაფ ღანიმ ქვეყანა 15 აგვისტოს მას შემდეგ დატოვა, რაც თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.