საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაკავეთ, მე ვიქნები მის ნაცვლად! ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა" - ბექაურისა და ჭრიკიშვილის კომენტარები ზვიადაურის პროცესიდან
"დამაკავეთ, მე ვიქნები მის ნაცვლად! ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა" - ბექაურისა და ჭრიკიშვილის კომენტარები ზვიადაურის პროცესიდან

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი და ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი მზად არი­ან ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს თავ­დებ­ში ჩა­უდ­გნენ.

ამის შე­სა­ხებ მათ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

"19 წე­ლია ვიც­ნობ ზვი­ადს. ზუ­რას გამო შე­მიყ­ვარ­და ძი­უ­დო. ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნია. ერთ-ერთი სა­ა­მა­ყო და მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც მე ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში ვიც­ნობ. დღე­საც მეხ­ვეწ­ვე­ბა ხოლ­მე და გვეხ­ვე­წე­ბა, ოღონდ მო­ინ­დო­მე­თო. ეს ადა­მი­ა­ნი აქ კი არ უნდა იყოს, ამის ძეგლი უნდა იდ­გეს. ცრემ­ლი მომ­დის, აქ რომ მო­მი­წია მოს­ვლა.

ის ისეთ რა­მეს არ გა­ა­კე­თებს, რომ მე და­მა­ზი­ა­ნოს. ჭი­ან­ჭვე­ლას არ და­ად­გამს ფეხს. არც კი და­მი­ჯე­რე­ბია, რომ ამას გა­ა­კე­თებ­და. მეც მყავს ძმა და ჭკუ­ა­ზე რო­გორ უნდა იყოს, არ ვიცი. თავ­დებ­ში ვუდ­გე­ბი ყვე­ლაფ­რით. თუ გინ­დათ მე და­მა­კა­ვეთ და მე ვიქ­ნე­ბი მის ნაც­ვლად. ზვი­ა­და­უ­რი - შენს გულს ვე­ნაც­ვა­ლე" - აღ­ნიშ­ნა ჭრი­კიშ­ვილ­მა.

"თა­ნახ­მა ვარ ვუზ­რუნ­ველ­ყო მისი კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვიც­ნობ - 21 წელი. მზად ვარ, ვა­კონ­ტრო­ლოთ ზვი­ა­დუ­რის მოქ­მე­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბე­ქა­ურ­მა.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ონს, ყო­ფილ დე­პუ­ტატს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mia
4

Gaushvit es adamiani zma kavs gardacvlili ar gecidebat.amase neti didi sasjeli arafeli araa dedmamishvilistvis.deda cocxali kavs es mainteresebs zalian gamzleobas usurveb da uflis imedi ar dakargos. Radgan mec igive dgeebi gamoviare da gitanagrznobt mteli gulit.ufali tqventan.

Geo Geo
13

ძალიან ვწუხვარ. ძნელია ამ წუხილის სიტყვებით გადმოცემა. იმაზე ფიქრი კი, თუ კიდევ რამდენ ადამიანს დაღუპავს ამ მთავრობის დანაშაულებრივი პოლიტიკა, შემზარავია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დამაკავეთ, მე ვიქნები მის ნაცვლად! ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა" - ბექაურისა და ჭრიკიშვილის კომენტარები ზვიადაურის პროცესიდან

"დამაკავეთ, მე ვიქნები მის ნაცვლად! ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა" - ბექაურისა და ჭრიკიშვილის კომენტარები ზვიადაურის პროცესიდან

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მზად არიან ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.

ამის შესახებ მათ თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადეს.

"19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწვება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არ უნდა იყოს, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი მომდის, აქ რომ მომიწია მოსვლა.

ის ისეთ რამეს არ გააკეთებს, რომ მე დამაზიანოს. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყოს, არ ვიცი. თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად. ზვიადაური - შენს გულს ვენაცვალე" - აღნიშნა ჭრიკიშვილმა.

"თანახმა ვარ ვუზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ - 21 წელი. მზად ვარ, ვაკონტროლოთ ზვიადურის მოქმედება“, - აღნიშნა ბექაურმა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.