მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიგადამ გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი, მეორე მხარემ ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ძვირადღირებულიაო" - ადვოკატი წინანდლის დაპირისპირებაზე
"ბრიგადამ გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი, მეორე მხარემ ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ძვირადღირებულიაო" - ადვოკატი წინანდლის დაპირისპირებაზე

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტის, ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წი­ნან­დალ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის გარ­ჩე­ვას არ უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ყო­ფი­თი სა­კი­თხი იყო.

„მანდ არ არის ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის გარ­ჩე­ვა. ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბია. სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე ერთი ბრი­გა­და ლე­სავს, მე­ო­რე ბრი­გად- აშე­ნებს. ამ ბრი­გა­დამ, რო­მე­ლიც ლე­სავს, გა­მო­ი­ყე­ნა ჭურ­ჭე­ლი და შიგ­ნით აზი­ლა ცე­მენ­ტი. მე­ო­რე მხა­რე მო­ვი­და და ამათ და­უ­წყო ჩხუ­ბი, ეს ჭურ­ჭე­ლი ცოტა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და არ უნდა გა­მო­გე­ყე­ნაო. ეს კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და, და­არ­ტყეს ერ­თმა­ნეთს და ამას მოჰ­ყვა. არა­ნა­ი­რი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბი და ბიზ­ნეს­გარ­ჩე­ვა არ ყო­ფი­ლა“, - აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს, ვი­ნა­ი­დან, „და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია“

"ბრალს არ აღი­ა­რებს. და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია მას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აღი­ა­რო ის, რაც არ ჩა­გი­დე­ნია. ის ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იყო.

რო­დე­საც ის მი­ვი­და, ორი­ვე მხა­რე შეკ­რე­ბი­ლი იყო, თა­ვის ძმას ეძებ­და და რომ მო­ი­კი­თხა აქ რა გინ­და­თო, მე­ო­რე მხრი­დან ვი­ღაც გა­მო­ე­ყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­ძა­ხეს აქეთ მო­დი­თო. ორი ჯგუ­ფი წა­ვი­და ერ­თმა­ნე­თის­კენ და სრო­ლა და­ი­წყო. ამ სრო­ლის დროს და­ი­ნა­ხა, რომ მე­ო­რე მხრი­დან, გარ­დაც­ვლილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეკა­ვა და ამათ­კენ და­მიზ­ნე­ბით ის­რო­და, რომ მო­ი­ხე­და მის ძმას მოხ­ვდა, სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და, მე­გო­ბარს, 2 ადა­მი­ანს მოხ­ვდა, ამის­კე­ნაც შე­მობ­რუნ­და და ის­ვრის. ამ დროს ეცა­და ზვი­ა­და­უ­რი ის გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნა. ხელი წა­ავ­ლო სა­ყე­ლო­ში, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა მისი გა­კა­ვე­ბა. რაც უნდა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იყო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის წინ უძ­ლუ­რი ხარ, ამო­ი­ღო ია­რა­ღი და მა­ნაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მის მი­მართ გას­რო­ლა“,- აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
1
რა ზღაპრებს ყვება? "ბაიოკის" გულისთვის ჩახოცეს სამი კაცი?!
მინოვიჩი
0

რა ცემენტი, რის ჭურჭელი, რას ბოდავთ? სამი კაცია მოკლული. ამის გულისთვის თუ ავტომატებით დასდევენ ერთმანეთს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბრიგადამ გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი, მეორე მხარემ ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ძვირადღირებულიაო" - ადვოკატი წინანდლის დაპირისპირებაზე

"ბრიგადამ გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი, მეორე მხარემ ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ძვირადღირებულიაო" - ადვოკატი წინანდლის დაპირისპირებაზე

ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, წინანდალში მომხდარი დაპირისპირება ბიზნესწილების გარჩევას არ უკავშირდება.

როგორც ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველი აღნიშნავს, დაპირისპირების მიზეზი ყოფითი საკითხი იყო.

„მანდ არ არის ბიზნესწილების გარჩევა. ყოფითი საკითხებია. სამშენებლო ობიექტზე ერთი ბრიგადა ლესავს, მეორე ბრიგად- აშენებს. ამ ბრიგადამ, რომელიც ლესავს, გამოიყენა ჭურჭელი და შიგნით აზილა ცემენტი. მეორე მხარე მოვიდა და ამათ დაუწყო ჩხუბი, ეს ჭურჭელი ცოტა ძვირადღირებულია და არ უნდა გამოგეყენაო. ეს კონფლიქტში გადაიზარდა, დაარტყეს ერთმანეთს და ამას მოჰყვა. არანაირი ბიზნესწილები და ბიზნესგარჩევა არ ყოფილა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს, ვინაიდან, „დანაშაული არ ჩაუდენია“

"ბრალს არ აღიარებს. დანაშაული არ ჩაუდენია მას და როგორ შეიძლება აღიარო ის, რაც არ ჩაგიდენია. ის ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო.

როდესაც ის მივიდა, ორივე მხარე შეკრებილი იყო, თავის ძმას ეძებდა და რომ მოიკითხა აქ რა გინდათო, მეორე მხრიდან ვიღაც გამოეყო, სავარაუდოდ, დაუძახეს აქეთ მოდითო. ორი ჯგუფი წავიდა ერთმანეთისკენ და სროლა დაიწყო. ამ სროლის დროს დაინახა, რომ მეორე მხრიდან, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღი ეკავა და ამათკენ დამიზნებით ისროდა, რომ მოიხედა მის ძმას მოხვდა, სისხლი წამოუვიდა, მეგობარს, 2 ადამიანს მოხვდა, ამისკენაც შემობრუნდა და ისვრის. ამ დროს ეცადა ზვიადაური ის გაენეიტრალებინა. ხელი წაავლო საყელოში, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გაკავება. რაც უნდა ოლიმპიური ჩემპიონი იყო ცეცხლსასროლი იარაღის წინ უძლური ხარ, ამოიღო იარაღი და მანაც განახორციელა მის მიმართ გასროლა“,- აღნიშნავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.