პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს­ვე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა წი­ნან­დალ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის დროს და­კა­ვე­ბულ კი­დევ ერთ პირს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რი­თაც შე­იქ­მნა პი­რო­ბა მისი სხვა პი­რის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია).

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დალ­თან მომ­ხდა­რი გან­ზრახმკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე - ზ.ზ.-ს, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, - ჯ.ჯ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2021 წლის 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ე.წ. მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნ.კ.-ის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად ვ.ც. და ზ.ზ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო - ზ.მ. და ა.შ. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­იჭრ­ნენ.

მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ზ.ზ.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის დროს სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა ნ.კ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ზ.ზ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბულ ჯ.ჯ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რი­თაც შე­იქ­მნა პი­რო­ბა მისი სხვა პი­რის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია), რაც 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს დღეს­ვე მი­მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
peskara
1

მკვლელი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. ვინცარუნდა იყოს!!

დ გ
1

მკვლელმა პასუხი უნდა აგოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დღესვე ბრალი წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).

"საქართველოს პროკურატურამ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახმკვლელობის ფაქტზე - ზ.ზ.-ს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, - ჯ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო - ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ.

მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.