საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს
ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს

ელი­ზა­ბედ კიკ­ნა­ძე მო­ცეკ­ვა­ვე და-ძმა კიკ­ნა­ძე­ე­ბის სა­მე­ულ­ში უფ­რო­სია. სწო­რედ ის მი­ვი­და პირ­ვე­ლად სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დი­ა­ში და შემ­დეგ ეს გზა მის ძმებ­თან (ნი­კო­ლოზ­თან და ან­დრი­ას­თან) ერ­თად გა­აგ­რძე­ლა. კიკ­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ცეკ­ვა, ალ­ბათ, უკვე ბევ­რმა თქვენ­გან­მა ნახა. თუ „ქარ­თუ­ლი კვი­რის“ მკი­თხვე­ლი ხართ, კიკ­ნა­ძე­ე­ბის დიდი ოჯა­ხის ახ­ლო­დან გაც­ნო­ბა­საც მო­ა­ხერ­ხებ­დით.

ახლა კი გვინ­და, იმის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ, თუ რო­გორ უყუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად ელი­ზა­ბე­დი, რომ­ლის იდე­აც იყო იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ცეკ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რა­მაც კიკ­ნა­ძე­ებს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა.

- ელი­ზა­ბედ, თუ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ მოგ­ვი­ყე­ვი შენი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ცეკ­ვას უკავ­შირ­დე­ბა...

- ცეკ­ვა თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ცეკ­ვა გრძნო­ბე­ბის და მოქ­მე­დე­ბის კავ­ში­რია, ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს.

- ოჯა­ხის 3 წევ­რი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ხართ. ბოლო პე­რი­ოდ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ერ­თად ას­რუ­ლებთ ცეკ­ვებს. ვისი იდე­აა ეს და რო­გორ ხდე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა?

- ჩემი იდეა იყო, დაგ­ვედ­გა და შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ცეკ­ვე­ბი, შემ­დგომ კი, უკვე ეს შეს­რუ­ლე­ბა გა­დაგ­ვე­ღო.

ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ღია სივ­რცე­ში ცეკ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ყვე­ლა ცეკ­ვა გარე სივ­რცე­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- მოგ­ვი­ყე­ვი ამ პრო­ცე­სის შე­სა­ხებ...

- ამ დად­გმის თუ რე­პე­ტი­ცი­ის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ე­ბით ვარ ჩარ­თუ­ლი. გვი­წევს ნა­ხა­ზის შეც­ვლაც, რად­გან ორი ბიჭი და ერთი გოგო ვართ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან და მეც მათ რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

რო­გორც ცეკ­ვის იმპრო­ვი­ზა­ცია, ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ერთი ცეკ­ვის სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ზე შეს­რუ­ლე­ბა.

მუ­სი­კის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა მოძ­რა­ო­ბის მა­ნე­რა და ხა­სი­ა­თი, რაც ცეკ­ვას­თან ერ­თად არ­ტის­ტიზ­მიც არის.

ვთვლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ცეკ­ვა­ში უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­რებ.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს? რო­გორც ვი­ცით, გინ­და, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვებს ცეკ­ვა შე­ას­წავ­ლოთ...

- აუ­ცი­ლებ­ლად, ამის სურ­ვი­ლი ძა­ლი­ან დი­დია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და, მათ ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის ის გან­ცდა მი­ვა­ნი­ჭო, რო­მელ­საც ცეკ­ვა იწ­ვევს.

- აპი­რებ თუ არა ცეკ­ვის, რო­გორ პრო­ფე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას?

- მე უკვე და­ვუ­კავ­ში­რე ჩემი მო­მა­ვა­ლი ცეკ­ვას და ხე­ლოვ­ნე­ბას. მინ­და, მუდ­მი­ვად ვიყო გან­ვი­თა­რე­ბის და წინსვლის პრო­ცეს­ში. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სტუ­დი­ის შექ­მნაც არის.

(R)

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტრუხუნე
1

ინფლუესერი----- კინაღამ ენა მოვიტეხე. კი მარა, ამის ქართული შესატყვისი რომ იხმაროთ ქართულენოვან ტექსტებში, ვერა? ვფიქრობ ეს, სტატიის ავტორის, ქართული სტყვების მწირ მარაგზე მიუთითებს, ან სულაც, დღევანდელ "ჟურნისტებში" უცხო სიტყვების ფრიალი არის მიჩნეული განათლებულობის მაჩვენებლად?

აია
1

კარგი გოგოა. ღიმილი მოუხდებოდა 

ავტორი:

ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს

ცეკვა და ელიზაბედ კიკნაძე - რა გეგმები აქვს მოცეკვავე ინფლუენსერს

ელიზაბედ კიკნაძე მოცეკვავე და-ძმა კიკნაძეების სამეულში უფროსია. სწორედ ის მივიდა პირველად სუხიშვილების სტუდიაში და შემდეგ ეს გზა მის ძმებთან (ნიკოლოზთან და ანდრიასთან) ერთად გააგრძელა. კიკნაძეების ოჯახის ცეკვა, ალბათ, უკვე ბევრმა თქვენგანმა ნახა. თუ „ქართული კვირის“ მკითხველი ხართ, კიკნაძეების დიდი ოჯახის ახლოდან გაცნობასაც მოახერხებდით.

ახლა კი გვინდა, იმის შესახებ მოგიყვეთ, თუ როგორ უყურებს ამ ყველაფერს თავად ელიზაბედი, რომლის იდეაც იყო იმპროვიზირებული ცეკვების შესრულება, რამაც კიკნაძეებს ფართო საზოგადოების ძალიან დიდი სიყვარული მოუტანა.

- ელიზაბედ, თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევი შენი ემოციების შესახებ, რომლებიც ცეკვას უკავშირდება...

- ცეკვა თვითგამოხატვის საშუალებაა. ცეკვა გრძნობების და მოქმედების კავშირია, ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.

- ოჯახის 3 წევრი სუხიშვილების მოცეკვავეები ხართ. ბოლო პერიოდში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ერთად ასრულებთ ცეკვებს. ვისი იდეაა ეს და როგორ ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება?

- ჩემი იდეა იყო, დაგვედგა და შეგვესრულებინა იმპროვიზირებული ცეკვები, შემდგომ კი, უკვე ეს შესრულება გადაგვეღო.

ძალიან გვიყვარს ღია სივრცეში ცეკვა და შესაბამისად, ჩვენი ყველა ცეკვა გარე სივრცეშია გადაღებული.

- მოგვიყევი ამ პროცესის შესახებ...

- ამ დადგმის თუ რეპეტიციის პროცესში ძალიან დიდი ემოციებით ვარ ჩართული. გვიწევს ნახაზის შეცვლაც, რადგან ორი ბიჭი და ერთი გოგო ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ბიჭები ძალიან მეხმარებიან და მეც მათ რჩევებს ვითვალისწინებ.

როგორც ცეკვის იმპროვიზაცია, ასევე ძალიან მიყვარს ერთი ცეკვის სხვადასხვა მუსიკაზე შესრულება.

მუსიკის შესაბამისად იცვლება მოძრაობის მანერა და ხასიათი, რაც ცეკვასთან ერთად არტისტიზმიც არის.

ვთვლი, რომ ამ მიმართულებას ცეკვაში უფრო მეტად განვავითარებ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? როგორც ვიცით, გინდა, სოციალურად დაუცველ ბავშვებს ცეკვა შეასწავლოთ...

- აუცილებლად, ამის სურვილი ძალიან დიდია. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მინდა, მათ ბედნიერებისა და სიხარულის ის განცდა მივანიჭო, რომელსაც ცეკვა იწვევს.

- აპირებ თუ არა ცეკვის, როგორ პროფესიის გაგრძელებას?

- მე უკვე დავუკავშირე ჩემი მომავალი ცეკვას და ხელოვნებას. მინდა, მუდმივად ვიყო განვითარების და წინსვლის პროცესში. სამომავლო გეგმებში იმპროვიზაციის სტუდიის შექმნაც არის.

(R)