მუსიკოსი გელა დაიაური წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის შესახებ წერს:
"კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.
P.S. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!"
მართალია ეს კაცი.ციხეში მხოლოდ უშვილოები გაუშვოთო,გვეუბნება
მაგ კაცმა, ქვეყანა ასახელა და ამაში დიდი გასამრჯელოც აიღო, პატარაკაციშვილმა მაშინ 1 მილიონი მისცა, იყო დეპუტატი და ჰქონდა ათასი პრივილეგია, როცა ასეთი ცნობილი სახე ხარ საქმის გასარჩევად იარაღით კი არ უნდა ირბინო და იბლატაო პოლიციაში უნდა დარეკო და კანონის გზით მოაგვარო, პარლამენტში მაგას რა უნდოდა, ვისთვის იღებდა კანონებს თუ თვითონ არ ასრულებდა? ქურდულად და ქუჩურად, რომ არჩევთ საქმეებს დღემდე იმიტომაც ხდება ეს ყველაფერი, დაიღუპა საკუთარი თავიც და ოჯახიც