მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები
"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და მისი გარ­დაც­ვლი­ლი ძმა ზვი­ა­დი

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა მას 27 წლის მა­მა­კა­ცის - ნი­კო­ლოზ კენ­ჭოშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა. 16 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს, წი­ნან­დალ­ში, მუ­ხი­ა­ნის ტყე­ში ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ძმა და მისი მე­გო­ბა­რი ML- ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს. მოკ­ლუ­ლებს ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და და­ნით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის გარ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდა­რის გამო კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა.

გუ­შინ წი­ნან­დლის ტყე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ორ­მხრი­ვი სრო­ლის შემ­დეგ, 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2 კი - და­იჭ­რა. სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ცხედ­რე­ბი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გვი­ან ღა­მით გურ­ჯა­ა­ნის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც კლი­ნი­კა­ში ამ­ბო­ბენ, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­სას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მათ სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ. და­ნარ­ჩე­ნი 2 დაჭ­რი­ლი კი ყამ­ბა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დალ­თან მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ზ. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამა­ვე ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წი­ნან­დლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, 1971 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი ჯ.ჯ.-ის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ამა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლა მოჰ­ყვა.

ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად ოთხი პირი: 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. და­იჭ­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზვი­ა­და­უ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დგინ­დე­ბა, რომ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ­მა ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მაც, რა დრო­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კენ­ჭოშ­ვი­ლი. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - "სტე­ჩკი­ნის" ტი­პის პის­ტო­ლე­ტი და "სა­ი­გას" ტი­პის ნა­ხევ­რა­დავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

ქე­თე­ვან სუ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს, "ტვ პა­ლიტ­რას“ უყ­ვე­ბა:

"და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თი იყო, კა­ცე­ბის ჩხუ­ბი შე­მო­მეს­მა, კაი ხანს ყვი­როდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი. ყვი­რი­ლი სრო­ლის შემ­დეგ გა­ვი­გე, არ გა­მირ­ჩე­ვია, რას ამ­ბობ­დნენ. ავ­ტო­მა­ტის ხმა იყო, კი ვარ­ჩევ პის­ტო­ლე­ტის ხმის­გან. აქვე კო­ტე­ჯე­ბი შენ­დე­ბა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე და­სავ­ლე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მუ­შე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. არ ვიცი, მათ შო­რის იყო კონ­ფლიქ­ტი თუ - არა. ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე, ძმე­ბი ზვი­ა­და­უ­რე­ბიც აქ ყო­ფი­ლან. მეც ბი­ჭე­ბის პატ­რო­ნი ვარ და ძა­ლი­ან მე­ში­ნია“.

ambebi.ge-ს წყა­რო შემ­დეგს უყ­ვე­ბა:

"მუ­ხი­ა­ნის ტყე­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შებს შო­რის და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა. ახ­მე­ტე­ლი მუშა უცე­მი­ათ, რო­მელ­მაც და­სახ­მა­რებ­ლად ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რის მხა­რეს და­უ­რე­კა. საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ზვი­ა­და­უ­რე­ბი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ასუ­ლან. მათ მუ­შებს მი­უ­თი­თეს, რომ ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, რა­საც მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ კი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პირ­ველ­მა ცე­ცხლი ზვი­ა­და­უ­რის მე­გო­ბარ­მა ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა გახ­სნა მუ­შე­ბის მი­სა­მარ­თით. მე­ო­რე მხრი­დან ნიკა კენ­ჭოშ­ვილ­მა ის­რო­ლა და ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა (ზვი­ა­და­უ­რი და ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი), ორი კი დაჭ­რა. ამის შემ­დეგ გახ­სნა ცე­ცხლი ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა კენ­ჭოშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი, მათ შო­რის ისიც, ვი­საც თვი­თონ ეს­რო­ლა, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ჩა­ის­ვა მან­ქა­ნა­ში, თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და“, - ამ­ბობს წყა­რო.

"გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ორი, ზვი­ა­და­უ­რი და ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი ახ­მე­ტე­ლე­ბი არი­ან, მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლი ვინ არის, არ ვიცი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე მხა­რეა, არ ვიცი ზუს­ტად. ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი, 4 შვი­ლის მამა იყო, მისი მე­გო­ბა­რია ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, მას ერთი შვი­ლი დარ­ჩა. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და kvirispalitra.ge- ის­თან ახ­მე­ტა­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გელა ჯუ­გაშ­ვილ­მა. იხი­ლეთ სრუ­ლად

ზვი­ა­და­უ­რე­ბის ოჯა­ხი მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
2

მერე რა კაცი ხომ მოკლა ანუ მკვლელია

თეა
0

ძალიან სამწუხარო ფაქტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები

"სამივე დაჭრილი ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“ - წინანდლის სისხლიანი გარჩევის დეტალები
  • ფოტოკოლაჟზე: ზურაბ ზვიადაური და მისი გარდაცვლილი ძმა ზვიადი

ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაკავებულია, გამოძიება მას 27 წლის მამაკაცის - ნიკოლოზ კენჭოშვილის განზრახ მკვლელობას ედავება. 16 აგვისტოს, საღამოს, წინანდალში, მუხიანის ტყეში ყოფილი დეპუტატის ძმა და მისი მეგობარი ML- ის მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. მოკლულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით აქვთ მიყენებული. კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ზურაბ ზვიადაურის გარდა, სამართალდამცველებმა მომხდარის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გუშინ წინანდლის ტყეში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ორმხრივი სროლის შემდეგ, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაიჭრა. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, ცხედრები თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გვიან ღამით გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, სამივე მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მათ სხეულზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდათ. დანარჩენი 2 დაჭრილი კი ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზ.ზ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილის მხრიდან, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

ნიკა კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ცოცხალაშვილი, 1976 წელს დაბადებული ზვიად ზვიადაური, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ცოცხალაშვილი და ზვიადაური შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული კენჭოშვილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს".

ქეთევან სულიაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობს, "ტვ პალიტრას“ უყვება:

"დაახლოებით 7 საათი იყო, კაცების ჩხუბი შემომესმა, კაი ხანს ყვიროდნენ, დაახლოებით 10 წუთი. ყვირილი სროლის შემდეგ გავიგე, არ გამირჩევია, რას ამბობდნენ. ავტომატის ხმა იყო, კი ვარჩევ პისტოლეტის ხმისგან. აქვე კოტეჯები შენდება, როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთიდან ჩამოსული მუშებიც მუშაობენ. არ ვიცი, მათ შორის იყო კონფლიქტი თუ - არა. ტელევიზიით გავიგე, ძმები ზვიადაურებიც აქ ყოფილან. მეც ბიჭების პატრონი ვარ და ძალიან მეშინია“.

ambebi.ge-ს წყარო შემდეგს უყვება:

"მუხიანის ტყეში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაპირველად მუშებს შორის დაიწყო დაპირისპირება. ახმეტელი მუშა უცემიათ, რომელმაც დასახმარებლად ზვიად ზვიადაურის მხარეს დაურეკა. საქმის გასარჩევად ზვიადაურები, მეგობრებთან ერთად, ასულან. მათ მუშებს მიუთითეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება, შემდეგ კი შეიარაღებული დაპირისპირება. როგორც ამბობენ, პირველმა ცეცხლი ზვიადაურის მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა მუშების მისამართით. მეორე მხრიდან ნიკა კენჭოშვილმა ისროლა და ორი ადამიანი მოკლა (ზვიადაური და ცოცხალაშვილი), ორი კი დაჭრა. ამის შემდეგ გახსნა ცეცხლი ზურაბ ზვიადაურმა კენჭოშვილის მისამართით. სამივე დაჭრილი, მათ შორის ისიც, ვისაც თვითონ ესროლა, ზურაბ ზვიადაურმა ჩაისვა მანქანაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა“, - ამბობს წყარო.

"გარდაცვლილებიდან ორი, ზვიადაური და ცოცხალაშვილი ახმეტელები არიან, მესამე გარდაცვლილი ვინ არის, არ ვიცი. სავარაუდოდ, მეორე მხარეა, არ ვიცი ზუსტად. ზვიად ზვიადაური ძალიან კარგი ბიჭი, 4 შვილის მამა იყო, მისი მეგობარია ცოცხალაშვილი, მას ერთი შვილი დარჩა. საშინელი ამბავია, დიდი უბედურება მოხდა", - განაცხადა kvirispalitra.ge- ისთან ახმეტაში მერის წარმომადგენელმა გელა ჯუგაშვილმა. იხილეთ სრულად

ზვიადაურების ოჯახი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"