მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბობ დილანს 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა 1965 წელს და რას ამბობს სავარაუდო მსხვერპლი?
ბობ დილანს 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა 1965 წელს და რას ამბობს სავარაუდო მსხვერპლი?

ამე­რი­კე­ლი მომ­ღერ­ლის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, ბობ დი­ლა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­და. მას 1960 -იან წლებ­ში არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. თუმ­ცა, მომ­ღე­რა­ლი ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

სარ­ჩე­ლი ნიუ - იორ­კის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლმა შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც 1965 წლის მოვ­ლე­ნე­ბის დროს 12 წლის იყო. საქ­მე­ში ნათ­ქვა­მია, რომ დი­ლან­მა მისი სტა­ტუ­სი გა­მო­ი­ყე­ნა, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით გა­აბ­რუა და შემ­დეგ მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. მო­სარ­ჩე­ლე აცხა­დებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და მომ­ღერ­ლის აპარ­ტა­მენ­ტში, ნიუ - იორკში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “ჩელ­სი­ში".

ქა­ლის სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ხმა­ურ­დე­ბა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ის ახლა კო­ნექ­ტი­კუ­ტში ცხოვ­რობს. მისი გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რის გამო მან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო.

ბობ დი­ლა­ნი, 1965 წელი

80 წლის ბობ დი­ლა­ნის სპი­კე­რი BBC-თან სა­უბ­რი­სას ბრალ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს.

რო­ბერტ ზი­მერ­მა­ნი, იგი­ვე ბობ დი­ლა­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კის ის­ტო­რი­ის ერთ - ერთ მთა­ვარ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ვა.

მისი კა­რი­ე­რა 1960 -იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ნიუ - იორ­კის ყა­ვის სახ­ლებ­ში გა­მოს­ვლე­ბით და­ი­წყო. 2016 წელს კი გახ­და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მუ­სი­კო­სი, რო­მელ­საც ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა.

მას პრე­მია ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის გა­დას­ცეს. შვე­დე­თის აკა­დე­მი­ის გან­მარ­ტე­ბით, დი­ლანს პრი­ზი “დი­ა­დი ამე­რი­კუ­ლი სა­სიმ­ღე­რო ტრა­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში ახა­ლი პო­ე­ტუ­რი ენის შექ­მნის­თვს მი­ა­ნი­ჭეს".

2020 წელს დი­ლან­მა მის ყვე­ლა სიმ­ღე­რა­ზე უფ­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნია Universal Music - ს მიჰ­ყი­და.

გა­რი­გე­ბის ფი­ნან­სუ­რი პი­რო­ბე­ბი არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა ამე­რი­კულ­მა გა­ზეთ­მა The New York Times- მა ივა­რა­უ­და, რომ შე­თან­ხმე­ბა 300 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შედ­გა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
1

არ გგონიათ რომ მაგრად გვკიდია ბობ დილანმა ნახევარი საუკუნის წინ რა გააკეთა? 

მ ი მ ი ნ ო
0

ყოჩაღ იმ 12 წლის გოგონას, როგორ დროულად შეუტანია სარჩელი, ამას ყველა ვერ გაბედავდა...ვაი თქვენს პატრონს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბობ დილანს 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა 1965 წელს და რას ამბობს სავარაუდო მსხვერპლი?

ბობ დილანს 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - რა მოხდა 1965 წელს და რას ამბობს სავარაუდო მსხვერპლი?

ამერიკელი მომღერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ბობ დილანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა. მას 1960 -იან წლებში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა, მომღერალი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

სარჩელი ნიუ - იორკის უზენაეს სასამართლოში სავარაუდო მსხვერპლმა შეიტანა, რომელიც 1965 წლის მოვლენების დროს 12 წლის იყო. საქმეში ნათქვამია, რომ დილანმა მისი სტატუსი გამოიყენა, არასრულწლოვანი გოგონა ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გააბრუა და შემდეგ მასზე სექსუალურად იძალადა. მოსარჩელე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა მომღერლის აპარტამენტში, ნიუ - იორკში მდებარე სასტუმრო “ჩელსიში".

ქალის სახელი ოფიციალურად არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის ახლა კონექტიკუტში ცხოვრობს. მისი განცხადებით, მომხდარის გამო მან მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა მიიღო.

ბობ დილანი, 1965 წელი

80 წლის ბობ დილანის სპიკერი BBC-თან საუბრისას ბრალდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომღერალი ყველაფერს უარყოფს.

რობერტ ზიმერმანი, იგივე ბობ დილანი მსოფლიოს მასშტაბით, თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიის ერთ - ერთ მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევა.

მისი კარიერა 1960 -იანი წლების დასაწყისში ნიუ - იორკის ყავის სახლებში გამოსვლებით დაიწყო. 2016 წელს კი გახდა ისტორიაში პირველი მუსიკოსი, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა.

მას პრემია ლიტერატურის დარგში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. შვედეთის აკადემიის განმარტებით, დილანს პრიზი “დიადი ამერიკული სასიმღერო ტრადიციის ფარგლებში ახალი პოეტური ენის შექმნისთვს მიანიჭეს".

2020 წელს დილანმა მის ყველა სიმღერაზე უფლებები კომპანია Universal Music - ს მიჰყიდა.

გარიგების ფინანსური პირობები არ გამჟღავნებულა, თუმცა ამერიკულმა გაზეთმა The New York Times- მა ივარაუდა, რომ შეთანხმება 300 მილიონ დოლარად შედგა. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა