ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რექფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათაეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, გენერალ-მაიორს, სამხედრო მეცნიერებათა დატექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს და მრავალისაერთაშორისო ორგანიზაციის სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს - ვახტანგ გორგასლის I ხარისხისორდენის კავალერს, მრავალი მეცნიერისა და მკვლევრის აღმზრდელს, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს 75 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო ელგუჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავითგურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები მთელიგულით გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ახალსამეცნიერო მიღწევებს!ელგუჯა მეძმარიაშვილმა პირველი სამეცნიერო შრომა, რომელიც სივრცით კონსტრუქციებსეხებოდა, სტუდენტობის წლებში გამოაქვეყნა. ადრეულ პერიოდში ის, როგორც საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარი, ერთობლივ სამუშაოებს ატარებდათავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, კუიბიშევისსახელობის სამხედრო-საინჟინრო აკადემიასთან და გენშტაბის აკადემიასთან, სადაც მისიავტორობით მუშავდებოდა დიდი ზომის, სწრაფად ასაგები, გასაშლელი სამხედრო ხიდები.ყოფილი საბჭოთა კავშირის, სამხედრო სამრეწველო დარგის ხელმძღვანელობა დაინტერესდაელგუჯა მეძმარიაშვილის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებით და მისი სამუშაოების მიხედვით,მას დაავალეს შეემუშავებინა „სრულიად საიდუმლო“ პროგრამა - „სამხედრო ტექნიკისპერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“. პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი პრაქტიკული რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ იქნაგადაწყვეტილება მიღებული.

ეს ფაქტი საქართველოსთვის მართლაც უპრეცედენტო იყო, რასაც შედეგად მოჰყვა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის შექმნა, რომელსაც მძლავრი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და პოტენციალი გააჩნდა; სტუ-ის კოსმოსურნაგებობათა ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოში კოსმოსური დიდგაბარიტიანი ნაგებობების შექმნა, რომელთაც ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში; არაგვის ველზე, კოსმოსურინეგებობების შექმნისა და გამოცდების უნიკალური სასტენდო კომპლექსის აგება; ბორჯომისრაიონის მთიან ზონაში ექსტრემალური მიწისზედა ნაგებობების პოლიგონის გამართვა; ბალისტიკური რაკეტების სტარტის და გადაადგილების ფიქსაციის კოსმოსური კომპლექსის საბაზო 30-მეტრიანი რეფლექტორული ანტენის შექმნა; მიწისზედა, რაკეტსაწინააღმდეგო, რადიოტექნიკური კომპლექსის შექმნა და სხვა მრავალი კოსმოსური და მიწის ზედაპროგრამების რეალიზება.

ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართულიკოსმოსური ობიექტი - გასაშლელი რეფლექტორი, დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისმიერ. 1999 წლის 23 - 28 ივლისს კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ობიექტი ღია კოსმოსურ სივრცეში, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერშემუშავებული გეგმის შესაბამისად გაიშალა და გამოიცადა. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორისა და ამუმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტის მონაწილეთა ღვაწლი სახელმწიფო ჯილდოებით აღინიშნა, გამოიცა საფოსტო მარკები და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში 23ივლისი დაწესდა „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“.

აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, დღემდე აქტიურად არის ჩართულიმნიშვნელოვან პროექტებში, რაც კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს აძლიერებს. მათშორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, ისამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან თანამშრომლობს, კოსმოსურირეფლექტორების დარგში თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს ატარებს და კოსმოსურინაკეთობების პროექტირება-შექნაზე მუშაობს.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ელგუჯა, მრავალჟამიერ - ქართული მეცნიერებისგანვითარებისა და ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის მილოცვაში.