ავტორი:

"500 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ საწოლზე, 1500 - ინტენსიურზე..." - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი საწოლფონდის შესახებ

"500 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ საწოლზე, 1500 - ინტენსიურზე..." - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი საწოლფონდის შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება, დღემდე, ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩენილა. ამის შესახებ მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა.

ტიკარაძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ.

დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციულ საწოლზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.