Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია
"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია

ლელა წურ­წუ­მია "პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძნობს და ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა. მომ­ღე­რა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ეთერ­ში ჩა­ერ­თო და პირ­ვე­ლად გას­ცა იმ კი­თხვებს პა­სუ­ხი, რომ­ლე­ბიც ამ დღე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებ­და.

წურ­წუ­მი­ას თქმით, ის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას ბა­თუ­მის კონ­ცერტს არ უკავ­ში­რებს და კმა­ყო­ფი­ლია, რომ აც­რი­ლია, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში ფიქ­რობს, რომ მისი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მკურ­ნა­ლო­ბას ასე მარ­ტი­ვად არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

ლელა წურ­წუ­მია:

- სამი წლის წინ გა­ვი­კე­თე ყელ­ზე ოპე­რა­ცია და ალ­ბათ ეს თვი­სე­ბა აქვს ამ სა­ში­ნელ ვირუსს, რომ იქ გარ­ტყამს, სა­დაც სუს­ტი წერ­ტი­ლია. კლი­ნი­კა­ში მოს­ვლას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ხრჩო­ბა რომ და­ვი­წყე, მივ­ხვდი, რომ სხვა გზა არ მქონ­და. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ორ­ჯერ ვარ აც­რი­ლი და ამან ძა­ლი­ან მიშ­ვე­ლა. პირ­ვე­ლად სტა­ცი­ო­ნარ­ში რომ შე­მო­ვე­დი, მკი­თხეს, ვი­ყა­ვი თუ არა აც­რი­ლი. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უკვე ფეხ­ზე ვი­დე­ქი, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად და­ე­მორ­ჩი­ლა მკურ­ნა­ლო­ბას. არ ვიცი სხვა შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ იქ­ნე­ბო­და, ყელი შიგ­ნი­დან და გა­რე­დან შე­შუ­პე­ბუ­ლი მქონ­და.

იყო ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ კონ­ცერ­ტზე და­ვინ­ფი­ცირ­დი, ასე არ ყო­ფი­ლა, მე კლას­ტე­რი არ მყო­ლია, რად­გან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არ და­მი­ინ­ფი­ცი­რე­ბია. დღეს კლი­ნი­კა­ში ვარ და აქ წოლა არ მე­ხა­ლი­სე­ბა, ესე­ნი - ხალ­ხი, ექი­მე­ბი არი­ან გმი­რე­ბი. ის კი არა, რომ ლელა წურ­წუ­მია ვარ და მე მექ­ცე­ვი­ან ასე, ყვე­ლა პა­ცი­ენტს ასე ექ­ცე­ვი­ან.

ძა­ლი­ან ბევ­რი ორ­სუ­ლია კლი­ნი­კა­ში. კე­დელ­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლებს 15 წუთი თუ ჩათ­ვლემს პერ­სო­ნალს.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ბა­თუმ­ში და­ვინ­ფი­ცირ­დი, და­უც­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ბევ­რი ტუ­რის­ტია, რომ­ლე­ბიც არ იცა­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ებს. თა­ვი­დან წვი­მა­ში მოვ­ყე­ვი, ძა­ლი­ან გავ­ცივ­დი და ტან­ზე შე­მაშ­რა ტან­საც­მე­ლი. იმის გამო, რომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა და­მიქ­ვე­ით­და, ალ­ბათ, ამი­ტომ და­ვინ­ფი­ცირ­დი ად­ვი­ლად. რო­გორც კი მივ­ხვდი, რა­ღაც არ იყო წეს­რიგ­ში, სწრა­ფი ტეს­ტი გა­ვი­კე­თე და არ და­მი­დას­ტურ­და. შემ­დეგ პსრ ტეს­ტით გა­და­ვი­მოწ­მე და და­დე­ბი­თი იყო. მა­შინ­ვე წა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში, გზა­ში ორ­ჯერ გავ­ჩერ­დით, ვიხ­რჩო­ბო­დი, დი­ლას კლი­ნი­კა­ში რომ შე­მო­მიყ­ვა­ნეს, იმე­დი გა­მიჩ­ნდა...

ეს ვირუ­სი ისე­თი მო­დე­ბუ­ლია, რომ ყველ­გან არის. ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ გა­და­ურ­ჩე­ბა. ყვე­ლა­ფერს ვი­ცავ­დი, ორი წელი რო­გორ შე­ვი­ნა­ხე თავი, არ ვიცი. რო­დე­საც და­მი­დას­ტურ­და, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, აც­რი­ლი რომ ვი­ყა­ვი, არ მე­ში­ნო­და. ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან მო­დის. სა­სურ­ვე­ლი იყო, რომ აქ არ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ვამ­ბობ, არ­ცერ­თი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა ორ­ჯერ აც­რილ­ზე.

ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა, წე­რენ, ლე­ლას კლას­ტე­რი და ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტი, ეს არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი და ეს არ არის ჩემი გარ­თო­ბა. რო­გორც თქვენ მუ­შა­ობთ, ისე ვმუ­შა­ობ მეც. მეც მაქვს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩემი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს. სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლას, ვინც ახლა ვირუსს ებ­რძვის".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ყოველდღე რა საჭიროა ამ ქალის ინტერვიუები ...წავიდეს კონცერტი ჩაატაროს ბათუმში 

მელქისედეკი
0

დაიცადე შენც ორსული ხომ არ ხარ )))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია

"იყო დიდი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა... ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში" - ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მკურნალობას განაგრძნობს და ექიმების გადაწყვეტილებით, ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნება. მომღერალი ტელეკომპანია "მთავარის“ ეთერში ჩაერთო და პირველად გასცა იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც ამ დღეებში საზოგადოებას აწუხებდა.

წურწუმიას თქმით, ის კორონავირუსით ინფიცირებას ბათუმის კონცერტს არ უკავშირებს და კმაყოფილია, რომ აცრილია, რადგან სხვა შემთხვევაში ფიქრობს, რომ მისი გართულებული მდგომარეობა მკურნალობას ასე მარტივად არ დაექვემდებარებოდა.

ლელა წურწუმია:

- სამი წლის წინ გავიკეთე ყელზე ოპერაცია და ალბათ ეს თვისება აქვს ამ საშინელ ვირუსს, რომ იქ გარტყამს, სადაც სუსტი წერტილია. კლინიკაში მოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ხრჩობა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან მიშველა. პირველად სტაციონარში რომ შემოვედი, მკითხეს, ვიყავი თუ არა აცრილი. დღის მეორე ნახევარში უკვე ფეხზე ვიდექი, ჩემი მდგომარეობა ძალიან ადვილად დაემორჩილა მკურნალობას. არ ვიცი სხვა შემთხვევაში როგორ იქნებოდა, ყელი შიგნიდან და გარედან შეშუპებული მქონდა.

იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ კონცერტზე დავინფიცირდი, ასე არ ყოფილა, მე კლასტერი არ მყოლია, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც არ დამიინფიცირებია. დღეს კლინიკაში ვარ და აქ წოლა არ მეხალისება, ესენი - ხალხი, ექიმები არიან გმირები. ის კი არა, რომ ლელა წურწუმია ვარ და მე მექცევიან ასე, ყველა პაციენტს ასე ექცევიან.

ძალიან ბევრი ორსულია კლინიკაში. კედელზე მიყუდებულებს 15 წუთი თუ ჩათვლემს პერსონალს.

კორონავირუსით ბათუმში დავინფიცირდი, დაუცველი სიტუაციაა. ბევრი ტურისტია, რომლებიც არ იცავენ რეგულაციებს. თავიდან წვიმაში მოვყევი, ძალიან გავცივდი და ტანზე შემაშრა ტანსაცმელი. იმის გამო, რომ იმუნური სისტემა დამიქვეითდა, ალბათ, ამიტომ დავინფიცირდი ადვილად. როგორც კი მივხვდი, რაღაც არ იყო წესრიგში, სწრაფი ტესტი გავიკეთე და არ დამიდასტურდა. შემდეგ პსრ ტესტით გადავიმოწმე და დადებითი იყო. მაშინვე წამოვედით თბილისში, გზაში ორჯერ გავჩერდით, ვიხრჩობოდი, დილას კლინიკაში რომ შემომიყვანეს, იმედი გამიჩნდა...

ეს ვირუსი ისეთი მოდებულია, რომ ყველგან არის. ძალიან ცოტა ადამიანი თუ გადაურჩება. ყველაფერს ვიცავდი, ორი წელი როგორ შევინახე თავი, არ ვიცი. როდესაც დამიდასტურდა, გულწრფელად გეუბნებით, აცრილი რომ ვიყავი, არ მეშინოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, ყველაფერი თავიდან მოდის. სასურველი იყო, რომ აქ არ მოვხვედრილიყავი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვამბობ, არცერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა ორჯერ აცრილზე.

ბევრი გამოხმაურებაა, წერენ, ლელას კლასტერი და ბათუმის კონცერტი, ეს არის ჩემი სამსახური და ეს არ არის ჩემი გართობა. როგორც თქვენ მუშაობთ, ისე ვმუშაობ მეც. მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა ჩემი მაყურებლისა და ოჯახის წევრების, ახლობლების მიმართ. გაუფრთხილდით ერთმანეთს. სოლიდარობა ყველას, ვინც ახლა ვირუსს ებრძვის".