პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა და ის პოლიციაშია გადაყვანილი
ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა და ის პოლიციაშია გადაყვანილი

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სამი მა­მა­კა­ცი ჩა­ცხრი­ლეს. დაჭ­რი­ლე­ბი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ა­დი, რო­მე­ლიც ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და წი­ნან­დლის ტყე­ში. შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და, სა­დაც ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის ად­გი­ლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ­ყო­ფე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რიც, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ამ­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად შსს-ს და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც უარ­ყვეს და არც და­ა­დას­ტუ­რეს, მხო­ლოდ ის გვი­თხრეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ორი, ან მეტი პი­რის მიერ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რის გარ­და, მოკ­ლუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლი.

Ambebi.ge-ს წყა­რო უამ­ბობს, რომ ტრა­გე­დია სი­ტყვი­ე­რი გარ­ჩე­ვით და­ი­წყო და საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“ გარ­კვე­ულ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ (იქ მუ­შა­ობ­და ასე­ვე ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რიც). ამ­ბო­ბენ, რომ იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა და საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს რო­გორც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ასე­ვე სა­ნა­დი­რო თოფი და ცივი ია­რა­ღიც.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41
6
ძლივს რაღაც კარგი ამბავიც არ მოვისნინე
ლალი
1
მერე რა გაგებით მოეკიდევა ზვიადაური ასე არაა ზვიკოო? უმფროამა ხომ ასე გითხრა და შენც დამჯერი ბიჭო ხარ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა და ის პოლიციაშია გადაყვანილი

ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა და ის პოლიციაშია გადაყვანილი

რამდენიმე საათის წინ, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სამი მამაკაცი ჩაცხრილეს. დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილთა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიადი, რომელიც ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა წინანდლის ტყეში. შემთხვევა სასტუმრო "რედისონის“ მიმდებარედ მოხდა, სადაც ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, სისხლიანი გარჩევის ადგილას, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაურიც, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ამბის გადასამოწმებლად შსს-ს დავუკავშირდით, სადაც ზურაბ ზვიადაურის შესახებ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი, ან მეტი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ზვიად ზვიადაურის გარდა, მოკლულებს შორის არიან: ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი.

Ambebi.ge-ს წყარო უამბობს, რომ ტრაგედია სიტყვიერი გარჩევით დაიწყო და საქმეში ფიგურირებენ მუშები, რომლებიც სასტუმრო "რედისონში“ გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდნენ (იქ მუშაობდა ასევე ზვიად ზვიადაურიც). ამბობენ, რომ იყო ორმხრივი სროლა და საქმეში ფიგურირებს როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე სანადირო თოფი და ცივი იარაღიც.