ავტორი:

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება" - ევროპარლამენტარი

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება" - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება გააუქმოს.

მიზეზად ევროპარლამენტარი ასახელებს იმას, რომ ბელარუსიდან განდევნილი პირები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რეჟიმის სამარცხვინო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალაუფლების უზურპატორია. ბელარუსიდან განდევნილი პირები, რომლებმაც საქართველოში უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს, სრულად უნდა იყვნენ დაცულნი“, - წერს კალიურანდი „ტვიტერზე“.