კახეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. 3 პირს ავტომობილში ესროლეს.
ისინი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაიცვლილები იყვნენ. აღნიშნულს კლინიკაში ადასტურებენ.
"სავარაუდოდ, ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული", - აცხადებენ თელავის რეფერალური საავადმყოფოში.
პოლიციას თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
"ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.