ავტორი:

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 724-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 724-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 724-მდე გაიზარდა.

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მაშველები ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

მიწისძვრამ გაანადგურა ასობით სახლი და შენობა.

პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.