ავტორი:

"სახლი გამიქურდეს! მთელი სახლი თავდაყირაა! და ვაი, თქვენი ბრალი!" - რას წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში

"სახლი გამიქურდეს! მთელი სახლი თავდაყირაა! და ვაი, თქვენი ბრალი!" - რას წერს ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში

"TV პირველის" ჟურნალისტის ეკა მიშველაძის ბინა გაძარცვეს. ამასთან დაკავშირებით ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა, მაგასაც გავიგებ, იმედია, და ვაი, თქვენი ბრალი!

ერთი შეხედვით, წაღებული არაფერია. ბოლომდე ვერ ვახერხებთ ჯერ დათვალიერებას, მუშაობენ ექსპერტები. მაგრამ, აქ საყურადღებო სხვა რამეა: ეს კი არის ჩემი მისამართი, მაგრამ ვცხოვრობ სხვაგან. აქ ცხოვრობს ჩემი შვილი ქმართან და პატარა შვილთან ერთად! ეჭვებს მიჩენს, რომ ეს შესაძლოა დაშინების მცდელობა იყოს! და თუ ასეა, მეტი სიმდაბლე არ არსებობს!", - წერს ტელეწამყვანი.