კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტანსაცმლითა და პლასტიკური ოპერაციებით ვერაფერს შენიღბავ, უზარმაზარი სიცარიელე გამოაშკარავდება!" - მარიამ კუკუნაშვილი
"ტანსაცმლითა და პლასტიკური ოპერაციებით ვერაფერს შენიღბავ, უზარმაზარი სიცარიელე გამოაშკარავდება!" - მარიამ კუკუნაშვილი

"კარლ ლა­გერ­ფილდმა პა­რიზ­ში მის მიერ მო­წყო­ბილ წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­მიწ­ვია, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. მო­დის სახ­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი კლი­ენ­ტი ვარ და ამი­ტომ მიწ­ვე­ვენ... ვა­ლენ­ტი­ნოს სახ­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე აღარ წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ პან­დე­მი­ის დროს არ­სე­ბულ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ხელი შე­მი­შა­ლა... მო­დის ინ­დუსტრია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სე­ზონ­ზე წარ­მო­უდ­გენ­ლად ბევრ სა­მოსს უშ­ვებს და მო­და­ზე ასე ჩა­ციკ­ვლა ჩემ­თვის არ არის მიმ­ზიდ­ვე­ლი", - ამ­ბობს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი... ბინზნეს­ლე­დი ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობს მუ­დამ ჰა­ე­როვ­ნად და შე­უ­და­რებ­ლად რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს...

- ალ­ბათ გე­მოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას აქვს! მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, ადა­მი­ა­ნი რო­გორ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა... მა­მა­ჩე­მი მხატ­ვა­რი გახ­ლავთ და პი­რა­დად მე, ისეთ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც სულ ხე­ლო­ვა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც ბავ­შვო­ბი­დან ში­ნა­გა­ნი ეს­თე­ტი­კა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და.

- თე­ლა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია და ალ­ბათ, ამა­ნაც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა...

- კონ­კრე­ტუ­ლად თე­ლა­ვის გავ­ლე­ნა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც და უცხო­ეთ­შიც, მაგ­რამ ეს­თე­ტიზ­მის გან­ცდა, გე­მოვ­ნე­ბა მა­ინც უფრო ში­ნა­გა­ნი რა­მაა და არა - სა­დღაც გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი... შიგ­ნი­დან აღიქ­ვამ რა­ღა­ცებს გა­რეთ და არა პი­რი­ქით!

- თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რო­გორ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა?

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სე­ბუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს! საკ­მა­ოდ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ვე­რაფ­რით ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო... ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხა­ვე­ბუ­ლო­ბაა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და შუ­შის შე­ნო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს.პირ­ვე­ლად ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი და ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა! ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის ნახ­ვი­სას ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ძველ ფილ­მებ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი... გან­სა­კუთ­რე­ბით ხალ­ხის ში­ნა­გან­მა კულ­ტუ­რამ მომ­ხიბ­ლა. იქ სულ გეს­მის, - ბო­დი­ში, მად­ლო­ბა... ეს­თე­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ჩაც­მუ­ლო­ბის მი­მართ არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა! უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­გორ ექ­ცე­ვი გარ­შე­მო მყო­ფებს და სწო­რედ ეს იგ­რძნო­ბო­და ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე! ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი ხალ­ხია! ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხი და ისე­თე­ბიც, ვის­თვი­საც მოდა და ეს­თე­ტი­კა ზედ­მე­ტი დრო­ის ხარ­ჯვაა...

საფ­რან­გე­თი და იტა­ლია მო­დის ინ­დუსტრი­ის ქვეყ­ნე­ბია, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ულა­მა­ზე­სი და უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე! რა თქმა უნდა, იქ ყოფ­ნამ ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა და ვი­ტყვი, რომ პა­რი­ზე­ლი ხალ­ხი ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა გე­მოვ­ნე­ბით...პა­რიზ­ში კარლ ლა­გერ­ფილდმა დამ­პა­ტი­ჟა მის წვე­უ­ლე­ბა­ზე... ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან მო­დის სახ­ლე­ბი. ახ­ლაც, პან­დე­მი­ის დროს ვა­ლენ­ტი­ნოს სახ­ლმა ჩა­ა­ტა­რა მი­ლან­ში შე­და­რე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხის­თვის ჩვე­ნე­ბა და იქაც ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი...

რაც შე­ე­ხე­ბა კარლ ლა­გერ­ფილ­დის მიწ­ვე­ვას, ფარ­თი მო­ა­წყო სა­ხელ­წო­დე­ბით - "კარ­ლი­ტო" და იქ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გახ­ლდით... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დღე იყო! გე­მოვ­ნე­ბა ხომ არ არის ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის... წვე­უ­ლე­ბა­ზე სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა გა­მო­არ­ჩევ­და და ამით იყო ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი!

- რა­ტომ გიწ­ვე­ვენ მო­დის სახ­ლე­ბი?

- მათი ექ­სკლუ­ზი­უ­რი კლი­ენ­ტი ვარ... ვა­ლენ­ტი­ნოს სახ­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ პან­დე­მი­ის დროს არ­სე­ბულ­მა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ხელი შე­მი­შა­ლა... მო­დის ინ­დუსტრია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სე­ზონ­ზე წარ­მო­უდ­გენ­ლად ბევრ სა­მოსს უშ­ვებს და მო­და­ზე ასე ჩა­ციკ­ვლა ჩემ­თვის არ არის მიმ­ზიდ­ვე­ლი. უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბულ, ქუ­ჩის სტილ­ზე ვარ გა­და­სუ­ლი... არ მე­მე­ტე­ბა ძვირ­ფა­სი დრო ჩვე­ნე­ბებ­სა და მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სა­ხარ­ჯად.მოდა არ უნდა იყოს ერ­თე­უ­ლე­ბის­თვის! გე­მოვ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რაა და არა ის, თუ რამ­დე­ნად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კაბა გაც­ვია! ჩაც­მუ­ლო­ბაც უფრო ლაღი უნდა იყოს და არა გარ­შე­მო მყოფ­თა შე­ფა­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე - თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია!

- ისევ მოგ­ზა­უ­რო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში ხართ ნამ­ყო­ფი, სა­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა ცო­ტას თუ ხვდა წი­ლად...

- დიახ, ათ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და მათ შო­რის თი­თო­ე­ულ­ში - რამ­დენ­ჯერ­მე... ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი და ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. თუმ­ცა, ვი­ტყვი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბაც ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მა­გა­ლი­თად, დიდი ხა­ნია არ­სად ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ძა­ლი­ან კარ­გად და ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ!მოგ­ზა­უ­რო­ბა კი და­მა­ტე­ბით სტი­მულს გაძ­ლევს, მით უმე­ტეს, როცა ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ხარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ვთვლი, რომ ეს ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან კარ­გია!

- რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მობთ, რომ ფორ­მა­ში იყოთ... რო­გო­რი ჩაც­მუ­ლო­ბა გიყ­ვართ ყო­ველ­დღი­უ­რად, გა­მო­სას­ვლე­ლად?

- გა­აჩ­ნია, რო­გო­რი დღე მაქვს და ჩაც­მუ­ლო­ბა­საც ამის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ... რო­დე­საც ვმუ­შა­ობ, სპორ­ტულ სტილს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. არის ისე­თი დღე­ე­ბი, რო­დე­საც გა­მოპ­რან­ჭვა, კა­ბე­ბი მო­მე­ნატ­რე­ბა და ვიც­ვამ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს, თუ სად­მე გავ­დი­ვარ... რაც შე­ე­ხე­ბა ფი­გუ­რას, უკვე რვა წე­ლია სპორ­ტულ ცეკ­ვებს ვას­რუ­ლებ, კონ­კურ­სებ­ზე დავ­დი­ვარ. დღე­ში სამი სა­ა­თი ვარ­ჯი­ში ნამ­დვი­ლად დიდი შრო­მაა. ვუძ­ლებ, რად­გან მიყ­ვარს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვის სხე­ულ­ზე ზრუ­ნავს.

- რო­მე­ლი ფე­რე­ბი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვართ?

- ყა­ვის­ფრის გარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფერი მიყ­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ფე­რის სა­მო­სი მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩემს გარ­დე­რობ­ში... აქ­სე­სუ­ა­რებს იშ­ვი­ა­თად ვა­ტა­რებ. სპორ­ტმა მი­მაჩ­ვია, რომ არა­ფე­რი არ უნდა მამ­ძი­მებ­დეს - ბე­ჭე­დი, სა­მა­ჯუ­რი, ასე შემ­დეგ... ყელ­სა­ბამ­სა და სა­ყუ­რე­ებს მხო­ლოდ მა­შინ ვი­კე­თებ, როცა მა­გა­ლი­თად რა­ი­მე წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ ან გა­და­ღე­ბა­ზე...

- პან­დე­მი­ის გამო ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა თქვენ შინ აწყობ­დით ხოლ­მე წვე­უ­ლე­ბებს...

- დიახ, სახ­ლში ვმარ­თავ­დი წვე­უ­ლე­ბებს... ვიპ­რან­ჭე­ბო­დი, ვიც­ვამ­დი რაც მსურ­და და ასე ვხვდე­ბო­დი მე­გობ­რებს... თა­ვად შევ­ქმე­ნი ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც თე­ატ­რიც იყო, კი­ნოც... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "დის­ქა­ვე­რის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც კი იყო ჩა­მო­სუ­ლი ჩემი წვე­უ­ლე­ბის გა­და­სა­ღე­ბად.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიდი მიაწე მარო
0

ეძახეთ სოფლელი, ვერ ქეშაობს ლაგერფილდებთან თუ გუჩებთან, ზოგი კი ჩაცუქცული ვერ გამცდარა უბნებში თავის მრგვალ სკვერებს )))

რატი
0

ეს ქალბატონი კარგად გიხდით, კვირაში რამდენიმე სტატიას რომ უძღვნით? :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტანსაცმლითა და პლასტიკური ოპერაციებით ვერაფერს შენიღბავ, უზარმაზარი სიცარიელე გამოაშკარავდება!" - მარიამ კუკუნაშვილი

"ტანსაცმლითა და პლასტიკური ოპერაციებით ვერაფერს შენიღბავ, უზარმაზარი სიცარიელე გამოაშკარავდება!" - მარიამ კუკუნაშვილი

"კარლ ლაგერფილდმა პარიზში მის მიერ მოწყობილ წვეულებაზე მიმიწვია, სადაც მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი. მოდის სახლების ექსკლუზიური კლიენტი ვარ და ამიტომ მიწვევენ... ვალენტინოს სახლის წვეულებაზე აღარ წავსულვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიის დროს არსებულმა რეგულაციებმა ხელი შემიშალა... მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი", - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი... ბინზნესლედი ძალიან ბევრს შრომობს მუდამ ჰაეროვნად და შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეს...

- ალბათ გემოვნების თვალსაზრისით ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავდაჯერებულობას აქვს! მნიშვნელოვანია ისიც, ადამიანი როგორ გარემოში იზრდება... მამაჩემი მხატვარი გახლავთ და პირადად მე, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სულ ხელოვანები იკრიბებოდნენ. ამიტომაც ბავშვობიდან შინაგანი ესთეტიკა ჩამომიყალიბდა.

- თელავი განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქია და ალბათ, ამანაც მოახდინა გავლენა...

- კონკრეტულად თელავის გავლენაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია საქართველოშიც და უცხოეთშიც, მაგრამ ესთეტიზმის განცდა, გემოვნება მაინც უფრო შინაგანი რამაა და არა - სადღაც გარეთ არსებული... შიგნიდან აღიქვამ რაღაცებს გარეთ და არა პირიქით!

- თქვენთვის საინტერესო როგორ ქვეყნებში მოგზაურობაა?

- ყველა ქვეყანას თავისებური, განსაკუთრებული ხიბლი აქვს! საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვერაფრით ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი საინტერესო არ იყო... ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო კულტურული განსხავებულობაა. თანამედროვე ტექნოლოგიები და შუშის შენობები ნაკლებად მიზიდავს.პირველად ბრიტანეთში ვიყავი და ეს ქვეყანა ძალიან მომეწონა! ისტორიული ადგილების ნახვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ ფილმებში ვმოგზაურობდი... განსაკუთრებით ხალხის შინაგანმა კულტურამ მომხიბლა. იქ სულ გესმის, - ბოდიში, მადლობა... ესთეტიკური დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარი ჩაცმულობის მიმართ არ გამოიხატება! უმნიშვნელოვანესია, როგორ ექცევი გარშემო მყოფებს და სწორედ ეს იგრძნობოდა ბრიტანეთში ყოველი ფეხის ნაბიჯზე! ძალიან კულტურული ხალხია! ყველა ქვეყანაშია გემოვნებიანი ხალხი და ისეთებიც, ვისთვისაც მოდა და ესთეტიკა ზედმეტი დროის ხარჯვაა...

საფრანგეთი და იტალია მოდის ინდუსტრიის ქვეყნებია, ასევე განსაკუთრებულად ულამაზესი და უმდიდრესი კულტურის მქონე! რა თქმა უნდა, იქ ყოფნამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ვიტყვი, რომ პარიზელი ხალხი ნამდვილად გამოირჩევა გემოვნებით...პარიზში კარლ ლაგერფილდმა დამპატიჟა მის წვეულებაზე... ხშირად მეპატიჟებიან მოდის სახლები. ახლაც, პანდემიის დროს ვალენტინოს სახლმა ჩაატარა მილანში შედარებით შეზღუდული რაოდენობის ხალხისთვის ჩვენება და იქაც ვიყავი მიწვეული...

რაც შეეხება კარლ ლაგერფილდის მიწვევას, ფართი მოაწყო სახელწოდებით - "კარლიტო" და იქ მეუღლესთან ერთად გახლდით... ძალიან საინტერესო დღე იყო! გემოვნება ხომ არ არის ერთი მიმართულების... წვეულებაზე სრულიად სხვადასხვა გემოვნების ადამიანები მოდიოდნენ, მაგრამ ყველას თავისი ინდივიდუალურობა გამოარჩევდა და ამით იყო ძალიან დასამახსოვრებელი!

- რატომ გიწვევენ მოდის სახლები?

- მათი ექსკლუზიური კლიენტი ვარ... ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიის დროს არსებულმა რეგულაციებმა ხელი შემიშალა... მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი. უფრო გამარტივებულ, ქუჩის სტილზე ვარ გადასული... არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯად.მოდა არ უნდა იყოს ერთეულებისთვის! გემოვნება შინაგანი კულტურაა და არა ის, თუ რამდენად ძვირად ღირებული კაბა გაცვია! ჩაცმულობაც უფრო ლაღი უნდა იყოს და არა გარშემო მყოფთა შეფასებაზე ორიენტირებული... ჩემთვის ყველაზე მოდური და თანამედროვე - თავდაჯერებული ადამიანია!

- ისევ მოგზაურობას რომ დავუბრუნდეთ, განსაკუთრებულად ეგზოტიკურ ქვეყნებში ხართ ნამყოფი, სადაც მოგზაურობის ბედნიერება ცოტას თუ ხვდა წილად...

- დიახ, ათ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მათ შორის თითოეულში - რამდენჯერმე... ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავი და ეს მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა, ვიტყვი, რომ ბედნიერებაც შინაგანი მდგომარეობაა. მაგალითად, დიდი ხანია არსად ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოში თავს ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ!მოგზაურობა კი დამატებით სტიმულს გაძლევს, მით უმეტეს, როცა ეგზოტიკურ ქვეყნებში მიდიხარ. ძალიან მიყვარს ცხოვრებისეული მრავალფეროვნება და ვთვლი, რომ ეს ყველასთვის ძალიან კარგია!

- როგორც ვიცი, ძალიან ბევრს შრომობთ, რომ ფორმაში იყოთ... როგორი ჩაცმულობა გიყვართ ყოველდღიურად, გამოსასვლელად?

- გააჩნია, როგორი დღე მაქვს და ჩაცმულობასაც ამის მიხედვით ვირჩევ... როდესაც ვმუშაობ, სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. არის ისეთი დღეები, როდესაც გამოპრანჭვა, კაბები მომენატრება და ვიცვამ, განსაკუთრებით საღამოს, თუ სადმე გავდივარ... რაც შეეხება ფიგურას, უკვე რვა წელია სპორტულ ცეკვებს ვასრულებ, კონკურსებზე დავდივარ. დღეში სამი საათი ვარჯიში ნამდვილად დიდი შრომაა. ვუძლებ, რადგან მიყვარს, როდესაც ადამიანი თავის სხეულზე ზრუნავს.

- რომელი ფერები, აქსესუარები გიყვართ?

- ყავისფრის გარდა, ყველანაირი ფერი მიყვარს და შესაბამისად, ყველა ფერის სამოსი მოიძებნება ჩემს გარდერობში... აქსესუარებს იშვიათად ვატარებ. სპორტმა მიმაჩვია, რომ არაფერი არ უნდა მამძიმებდეს - ბეჭედი, სამაჯური, ასე შემდეგ... ყელსაბამსა და საყურეებს მხოლოდ მაშინ ვიკეთებ, როცა მაგალითად რაიმე წვეულებაზე მივდივარ ან გადაღებაზე...

- პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია, თუმცა თქვენ შინ აწყობდით ხოლმე წვეულებებს...

- დიახ, სახლში ვმართავდი წვეულებებს... ვიპრანჭებოდი, ვიცვამდი რაც მსურდა და ასე ვხვდებოდი მეგობრებს... თავად შევქმენი ისეთი გარემო, სადაც თეატრიც იყო, კინოც... წარმოიდგინეთ, "დისქავერის" გადამღები ჯგუფიც კი იყო ჩამოსული ჩემი წვეულების გადასაღებად.

წაიკითხეთ სრულად