პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"
BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, აშ­რაფ ღა­ნის ოფი­სი „ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, „თა­ლი­ბა­ნის“ თავ­დას­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქა­ლაქ­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

„ქა­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო გარ­კვე­უ­ლი სრო­ლე­ბი, თუმ­ცა დე­და­ქა­ლაქ­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას იცა­ვენ. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პა­რა­ლე­ლუ­რად კი მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც დაჯ­გუ­ფე­ბა „თა­ლი­ბა­ნის“ წევ­რებ­მა ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში შეს­ვლა და­ი­წყეს.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან შე­დი­ან, რომ­ლებ­საც სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის­გან მხო­ლოდ მცი­რე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ხვდე­ბათ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ „თა­ლი­ბა­ნის“ ლი­დე­რებ­მა მებ­რძო­ლებს ნაკ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, „თა­ლი­ბა­ნი“ ქვეყ­ნის 34 პრო­ვინ­ცი­უ­ლი ცენ­ტრი­დან 23-ს აკონ­ტრო­ლებს. ამ დრომ­დე დიდი ქა­ლა­ქე­ბი­დან ქა­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი იყო, რო­მელ­საც ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბა აკონ­ტრო­ლებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

BBC-ის ინფორმაციით, "თალიბანის" წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ცნობით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება"

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისი „ტვიტერის“ მეშვეობით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, „თალიბანის“ თავდასხმების მიუხედავად ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ქაბულის მიმართულებით იყო გარკვეული სროლები, თუმცა დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმა არ განხორციელებულა. ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობენ და ქალაქის უსაფრთხოებას იცავენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერია განცხადებაში.

პარალელურად კი მედიაში ვრცელდება ცნობები, რომელთა მიხედვითაც დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს.

BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, „თალიბანი“ ქვეყნის 34 პროვინციული ცენტრიდან 23-ს აკონტროლებს. ამ დრომდე დიდი ქალაქებიდან ქაბული ერთადერთი იყო, რომელსაც ავღანეთის მთავრობა აკონტროლებდა.