ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ინფორმაციას ადასტურებს მომღერლის მეუღლე პროდუსერი კახა მამულაშვილი, რომელიც ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ნიუსებს "ფეისბუქით" ეხმაურება:
"ამ სათაურით რო დაიწყებ ნიუსს, და მერე შინაარსს რო მიაბავ, ბოდიში მარა მართლა ესაა ზუსტად, ბოროტულად, გამიზნული დაწერილი, თავისი ამ ვითომ შეკითხვებით, ბევრმა რო წაიკითხოს და მერე თითი იშვირონ, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი.
ჯერ ეს ერთი, არავინ არ გადაუყვანიათ, მე თვითონ მივიყვანე საავადმყოფოში ორი დღის წინ, 12-ში, ატკივდა ყელი და პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს, მეორე კიდე, რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია??? კონტაქტი ქონდა ვინმესთან?
ლევან რატიანის გუნდს დიდი მადლობა… სხვა რაღაცის დაწერას აზრი არ აქვს. ჯამრთელობას გისურვებთ", - წერს მამულაშვილი.
კახა მამულაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ვირუსი მას არ დაუდასტურდა:
"13.08.2021 PCR kvlevaze COVID Lab Sistemashi atvirtuli pasuxi uaryofitia ID ----7005237 ze, damatebiti infostvis mimartet ojaxis eqims.
მეგობრებო, პასუხი მომივიდა უარყოფითი პისიარ ტესტით… კიდევ განმეორებით უნდა დავიტესტო სამ დღეში… ლელა კარგადააა… (კი არ გიხარიათ ზოგიერთებს, მაგრამ მაინც)", - წერს მამულაშვილი.